მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 22 ივლისი 2012

საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიში
საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ
2011 წელი
www.ombudsman.ge
2 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სარჩევი
შესავალი ........................................................................................................................................... 4
სასამართლო ხელისუფლება და ადამიანის უფლებები ......................................................... 9
უფლება სამართლიან სასამართლოზე ....................................................................................... 9
სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება .....................................................................56
სახალხო დამცველი და კონსტიტუციური კონტროლი ...................................................... 62
სამართალდამცავი ორგანოები და ადამიანის უფლებები ...................................................70
სამოქალაქო–პოლიტიკური უფლებები ...................................................................................78
შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება .................................................................78
გამოხატვის თავისუფლება .........................................................................................................107
ინფორმაციის თავისუფლება ......................................................................................................121
რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტობა..........................................................................133
ეროვნული უმცირესობების უფლებები ...................................................................................142
სოციალურ–ეკონომიკური უფლებები .....................................................................................155
საკუთრების უფლება ...................................................................................................................155
საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები სისხლის სამართალწარმოებისას...............165
გადასახადის გადამხდელის უფლებები...................................................................................179
სათანადო საცხოვრისის უფლება...............................................................................................191
3 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სოციალური უზრუნველყოფის უფლება .................................................................................195
შრომის უფლება და საჯარო სამსახური...................................................................................205
ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული ზოგიერთი
ასპექტები .......................................................................................................................................214
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) უფლებები ..........................................231
ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი მდგომარეობა........................264
კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა.....................272
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული
პირების/ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა .........................................................277
ყოფილი სსრკ–ის მიერ XX საუკუნის 40–იან წლებში საქართველოს სსრ–იდან
იძულებით გადასახლებულ პირთა – მესხების უფლებრივი მდგომარეობა.....................291
ბავშვის უფლებები .......................................................................................................................302
ქალის უფლებები...........................................................................................................................324
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები .....................................................334
პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა ....................................................................356
მდგომარეობა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში............................359
მდგომარეობაშინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში
...........................................................................................................................................................474
ჯანმრთელობის უფლების დაცვა პენიტენციალურ სისტემაში ..........................................491
4 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2011 წელს საქართველოს ტერიტორიაზე
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს, რომელიც „საქართველოს სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის
საფუძველზე წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
ანგარიში ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს
სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა
დაცვის მდგომარეობას საქართველოში. ანგარიში ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის
კუთხით სახელმწიფოში არსებულ ზოგად ტენდენციებს და მოქალაქეთა უფლებებისა
და თავისუფლების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ
განხორციელდა ხელისუფლების ცალკეულ ორგანოთა პრაქტიკის ანალიზი ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, შესწავლილ იქნა
უფლებადარღვევის არაერთი ფაქტი, რომელზეც განხორციელდა სათანადო რეაგირება.
სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული
რეგულარული მონიტორინგის, შესწავლილი საქმეებისა და განცხადებების ანალიზი
ცხადყოფს რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსებულ პირთა უფლებების
ჯეროვანი დაცვა კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. 2011 წლის
განმავლობაში სახალხო დამცველმა შეისწავლა და რეაგირება განახორციელა როგორც
პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ასევე მთელ რიგ სხვა
უფლებადარღვევებზე, რომლების ძირითადი ნაწილი დაკავშირებული იყო როგორც
პატიმართა ჯანმრთელობის უფლების ასევე სხვა ძირითადი უფლებების დარღვევასთან.
საანგარიშო წელს სამწუხაროდ კვლავ დაფიქსირდა სისტემაში გარდაცვლილ
პატიმართა მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ფაქტიურად არ განსხვავდება 2010 წლის
მაჩვენებლისგან. შესაბამისი საქმეების ანალიზი ცხადყოფს რომ ტუბერკულოზი კვლავ
რჩება პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად. ამავდროულად
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ შესრულდა სახალხო
დამცველის რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. სახალხო დამცველის
პრევენციის ეროვნული მექანიზმის წინადადებების და შენიშვნების ნაწილი
გათვალისწინებულ იქნა პენიტენციალური ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და
სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ განხორციელებული
ცვლილებები ხელს შეუწყობს თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების
პრაქტიკაში უკეთესად რეალიზებას.
საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს
კონსტიტუციური მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობას. სახალხო დამცველი
5 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
აქტიურად იყენებს მის ბერკეტს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ
შემთხვევაში, როდესაც მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტით ან მისი ცალკეული
ნორმებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული
ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი. საანგარიშო პერიოდში საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სახალხო დამცველის 3
კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელთაგან 2 დაკმაყოფილდა, ხოლო ერთის
დაკმაყოფილებაზე უარი გვეთქვა. შესაბამისად ანგარიშში წარმოდგენილია
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოკლე
მიმოხილვა.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში შემოსული საჩივრებისა და
განცხადებების ანალიზი და აპარატის თანამშრომლების მიერ განხორციელებული
მონიტორინგი ცხადყოფს, რომ სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისას კვლავ
არაერთი პრობლემა გვხვდება. ყველაზე პრობლემურ სფეროდ კვლავ სისხლის
სამართალწარმოება რჩება. სამართალწარმოებისას საპროცესო მოქმედებების (ან
სასჯელის) გამოყენებისას არცთუ იშვიათია საქართველოს კონსტიტუციით
აღიარებული და დაცული საკუთრების უფლების ხელყოფა. აღნიშნულ პრობლემებზე
დეტალურად იყო საუბარი წინა წლის ანგარიშშიც, თუმცა, სამწუხაროდ, არც
საკანონმდებლო და არც სასამართლო ხელისუფლების მიერ არ გატარებულა ეფექტური
ღონისძიებები აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. კვლავ პრობლემად რჩება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას პროცესის
მონაწილეთა უფლებების დაცვის საკითხი, რისი ერთ–ერთი მთავარი მიზეზიც
სისტემურად მოძველებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსია.
გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა სხდომათა საჯაროობისა და სასამართლოზე
ფიზიკური ხელმისაწვდომობის კუთხითაც.
2011 წლის განმავლობაში კვლავ მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა სასამართლო
გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით არსებული
უფლებადაღვევათა დიდი ნაწილი განპირობებულია კანონმდებლობაში არსებული
ხარვეზებით, რაც აუცილებლად საჭიროებს აღმოფხვრას.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში სისტემატურადაა განხილული
სამართალდამცავი ორგანოების მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის
ფაქტები. 2011 წლის საანგარიშო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების
თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა,
რომლებიც უკავშირდებოდა ღირსების შემლახავ მოპყრობასა და ძალის
არაპროპორციულ გამოყენებას.
უფლებადარღვევათა ფაქტების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო სამართალდამცავი
ორგანოების თანამშრომელთა მიერ საპროტესტო აქციის დაშლის პროცესში
მონაწილეთა მიმართ ძალის გადამეტებასთან.
6 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
საანგარიშო პერიოდში ასევე დაფიქსირდა და ანგარიშში აისახა პოლიციის
თანამშრომლების მიერ პირთა დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და
უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები. სამწუხაროდ, ასეთ ფაქტების
ადგილი ჰქონდა დაკავებული პირების პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც.
საანგარიშო პერიოდს დაემთხვა ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებული
მოვლენებიც. იმის გათვალისწინებით, რომ დაპირისპირებული მხარეები კერძო
სუბიექტები იყვნენ, ჩვენთვის აღნიშნული საქმის შესწავლა სამართალდამცავი ორგანოს
მოხელეთა ქცევის შეფასებითა და მასზე სათანადო რეაგირების კუთხით შემოიფარგლა.
საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში ყოველ წელს
გარკვეული ადგილი ეთმობა შეკრებებისა და მანიფესტაციების კუთხით საქართველოში
არსებული მდგომარეობის მიმოხილვას. 2011 წელი აქტიური წელი იყო როგორც
საკანონმდებლო, ისე შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებით სარგებლობის
თვალსაზრისით. წლის განმავლობაში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში. საანგარიშო
პერიოდში გაიმართა ათეულობით აქცია. მათი ნაწილი საკმაოდ მასშტაბური და
ხანგრძლივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციების დიდმა ნაწილმა ყოველგვარი
უფლებადარღვევების გარეშე ჩაიარა, რამდენიმე შეკრება-მანიფესტაციის დროს
საქართველოს სახალხო დამცველმა დააფიქსირა ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დარღვევის არაერთი ფაქტი.
გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე ზედამხედველობა ყოველთვის წარმოადგენდა
საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად მიმართულებას.
საანგარიშო პერიოდშიც დაფიქსირდა გამოხატვის თავისუფლების რეალიზებასთან
დაკავშირებული პრობლემები. ამავდროულად იყო პოზიტიური წინსვლაც, რაც ბოლო
დროს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2011 წლის განმავლობაში გამოხატვის
თავისუფლებით სარგებლობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე, მიმოხილულია
ჟურნალისტებისა და ცალკეული პირების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის
ფაქტები, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის, მუქარის, მათი
დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები. ამავე თავში განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იმ საქმეების გამოძიების
ხარისხის შეფასებას, რომლებიც ჟურნალისტურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
საანგარიშო პერიოდში არაერთხელ დაირღვა ინფორმაციის თავისუფლებისა და
ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლება საჯარო დაწესებულებების
უფლებამოსილი პირების მიერ. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ფიზიკური და
იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახალხო დამცველისადმი წარმოდგენილი
განცხადებების განხილვის შედეგად გამოვლინდა საჯარო ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის დარღვევის, ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გაცემისა და
ინფორმაციის გაცემის ვადების დარღვევის ფაქტები.
7 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
საანგარიშო პერიოდში, რელიგიის თავისუფლების დაცვისა და ტოლერანტული
გარემოს განვითარების კუთხით, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია ბოლო დროს განხორცილებული საკანონმდებლო ცვლილებები,
რომლებმაც რელიგიურ გაერთიანებებს უფლება მიანიჭა დარეგისტრირდნენ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებად. ასევე აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ ჩვენი სარჩელის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება,
რომელმაც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში სარეზერვო სამსახურის
გავლის ვალდებულება არაკონსტიტუციურად სცნო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ
წლებთან შედარებით 2011 წელს მკვეთრად შემცირდა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი
დანაშაულების რაოდენობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის
შესახებ სახალხო დამცველისთვის განცხადებით არავის მოუმართავს.
წინამდებარე ანგარიშში დეტალურად არის განხილული სოციალურ–ეკონომიკური
უფლებების ფართო სპექტრი: საკუთრების უფლება, სათანადო საცხოვრისის უფლება,
სოციალური უზრუნველყოფის უფლება და სხვა.
საანგარიშო წელს სახალხო დამცველს არაერთმა მოქალაქემ მიმართა მისი საკუთრების
უფლების შესაძლო დარღვევისა და შეზღუდვის მიზეზით. შესწავლილი საქმეების
შედეგად გამოიკვეთა არაერთი კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტი, რომლებზეც
დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სახალხო დამცველმა რეკომენდაციით
მიმართა შესაბამის უწყებებს.
რაც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის
შესწავლას, ეს საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი
პრიორიტეტია. საანგარიშო პერიოდში იძულებით გადაადგილებულ პირთა
მომართვიანობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მაღალი იყო. ამასთან,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და მასთან არსებული პროექტი აქტიურად
ატარებდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის მონიტორინგს
საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიში მონიტორინგისას
გამოვლენილ უფლებადარღვევის ფაქტებსა და ზოგადი სიტუაციის ანალიზს
ეყრდნობა.
2011 წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა ეკომიგრანტთა უფლებრივი
მდგომარეობა. ისევე, როგორც წინა წლებში, საქართველოს სახალხო დამცველისადმი
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული
პირების - ეკომიგრანტების, მომართვიანობა მაღალი იყო.
წინამდებარე ანგარიშში ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ყოფილი სსრკ–ის მიერ XX
საუკუნის 40–იან წლებში საქართველოს სსრ–იდან იძულებით გადასახლებულ პირთა –
მესხების და ლტოლვილების უფლებრივ მდგომარეობას.
საანგარიშო პერიოდში, ისევე როგორ წინა წლებში, სახალხო დამცველი ინტენსიურად
ადევნებდა თვალს საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის
ღონისძიებების გატარებას. გაანალიზებული პრაქტიკის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ
8 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
შესამჩნევი პროგრესი შეინიშნება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის
კანონმდებლობის დახვეწის კუთხით, თუმცა კვლავაც რჩება სერიოზული პრობლემები
კანონით გათვალისწინებული ნორმების აღსრულებისას.
2011 წელს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ არაერთი ცვლილება
განხორციელდა. აღნიშნული მიღწევებისა მიუხედავად, არაერთი მიმართულებით
კვლავაც რჩება ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემები, რომელთა აქტუალობაზე
სახალხო დამცველი რეგულარულად მიუთითებს. საანგარიშო წლის განმავლობაში
სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციებით შესაბამის სახელმწიფო
უწყებებს ბავშვთა მიმართ ძალადობის მოკვლევისა და ძალადობის ფაქტებზე
რეაგირების სტანდარტის ამაღლების თაობაზე.
მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებების
მონიტორინგი პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა 2012 წლის დასაწყისში
განახორციელა. მონიტორინგის შედეგების ამსახველი ანგარიში სპეციალური ანგარიშის
სახით აპრილის თვეში გახდება საჯარო.
საანგარიშო პერიოდი გამოირჩეოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების დასაცავად სახელმწიფოს მიერ რიგი ღონისძიებების გატარებით, რაც წინა
წლებთან შედარებით პოზიტიური ტენდენციაა. 2011 წელს შესრულდა სახალხო
დამცველის რამდენიმე რეკომენდაცია; გაძლიერდა შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების დაცვაზე მონიტორინგი საზოგადოებრივი და კვლევით
ორგანიზაციების მიერ, თუმცა კვლავ რჩება არაერთი პრობლემა, რომელთა გადაჭრაც
ბევრად უფრო სისტემურ მიდგომას მოითხოვს.
წინამდებარე ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა ჯანდაცვის უფლების რეალიზებასთან
დაკავშირებულ მთელ რიგ ასპექტებს. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეები
ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ამ სისტემის ერთ–ერთ
სერიოზულად პრობლემად რჩება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოსახლეობის ის
კატეგორია, რომელიც არ ან ვერ სარგებლობს დაზღვევით. ხშირია შემთხვევები
როდესაც ჯანმრთელობის პრობლემა ოჯახის გაღატაკების მიზეზი ხდება.
და ბოლოს, ტრადიციისამებრ ანგარიშში წარმოდგენილია ჩვენი მოსაზრებები,
წინადადებები და რეკომენდაციები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო
ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელთა მიზანიც ამ ანგარიშში აღწერილი
დარღვეული უფლებების აღდგენა და უფლებადარღვევების პრევენციაა.
9 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სასამართლო ხელისუფლება და ადამიანის უფლებები
უფლება სამართლიან სასამართლოზე
საქართველოს კონსტიტუციის მე–5 მუხლის მიხედვით სახელმწიფო ხელისუფლება
ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით ხორციელდება.
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება უზრუნველყოფს
მმართველობითი უფლებამოსილების განხორციელებას საქართველოს იურისდიქციის
ფარგლებში.
საქართველოს კონსტიტუციის 82–ე მუხლის მიხედვით სასამართლო ხელისუფლება
დამოუკიდებელია და მას მხოლოდ სასამართლოები ახორციელებენ. ხელისუფლების
დანაწილების იდეიდან გამომდინარე საკანონმდებლო ორგანო აღჭურვილია
უფლებამოსილებით, მოახდინოს ისეთი კანონისმიერი დებულებების მიღება,
რომლებიც სავალდებულო იქნება სასამართლოსთვის.1 საქართველოს სახალხო
დამცველის ანგარიში პარლამენტის წინაშე სასამართლო სისტემაში არსებული
პრობლემების წარმოჩენას და ადამიანის უფლებების დასაცავად შესაბამისი
ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციით მიმართვას ისახავს მიზნად.
აღნიშნული შესაძლოა გულისხმობდეს კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი
კანონმდებლობის შეცვლას ან/და დაურეგულირებელი სამართლებრივი საკითხების
გადაწყვეტას.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება იმ ცვლილებებს, რომლებიც
სასამართლო რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. ამ მხრივ მრავალი დადებითი
ნაბიჯი იქნა გადადგმული, რაც სამომავლოდ დამოუკიდებელი და სამართლიანი
სასამართლოს უზრუნველყოფის გარანტი უნდა იყოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ
2011 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში
განხილული საქმეებიდან სასამართლოსთან მიმართებით არაერთი პრობლემა
გამოვლინდა, რაც სასამართლო სისტემაში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე
და არსებული პრობლემების აღმოფხვრის აუცილებლობაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თავში მოცემული ანალიზი ეფუძნება როგორც სახალხო
დამცველის აპარატში საქმეების შესწავლისას გამოვლენილ უფლებადარღვევებს, ასევე
სახალხო დამცველის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ჩატარებული
მონიტორინგის შედეგებს. გამოვლენილ უფლებადარღვევათა ნაწილი განპირობებულია
სასამართლო შენობების ტექნიკური გაუმართაობითა და სასამართლო მოხელეთა
არასათანადო ინფორმირებულობით. ამავდროულად ანალიზის საკმაო ნაწილი ეთმობა
პრობლემათა იმ შინაარსობრივ მხარეს, რომელიც უშუალოდ სამოსამართლეო
საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება.
1საქართველოს კონსტიტუციის 84–ე მუხლის მიხედვით „მოსამართლე თავის საქმიანობაში
დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს“.
10 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სასამართლოზე ხელმისაწვდომობა
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ
ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს
სასამართლოს“. აღნიშნული დებულება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სათანადო
ღონისძიებების გატარებას, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის დამოუკიდებელ და
მიუკერძოებელ სასამართლოს დამატებითი ბარიერების გარეშე ყველა
დაინტერესებული პირისათვის.
სასამართლოზე ხელმისაწვდომობა მოიცავს არამხოლოდ პირის შესაძლებლობას დავის
საწარმოებლად მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ტერიტორიულ და
ფიზიკურ ხელმისაწვდომობას.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად
აღნიშნული მიმართულებით გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემატური საკითხი,
რომელიც განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას საჭიროებს, ხოლო მათ
აღმოსაფხვრელად აუცილებელია სასამართლო ადმინისტრაციის მიერ გატარდეს
სათანადო ღონისძიებები.
საერთო სასამართლოებში განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მიღება წარმოებს
სასამართლო კანცელარიის მეშვეობით. მისასალმებელია, რომ ჩვენს მიერ
მონახულებულ ყველა სასამართლოს შენობაში კანცელარია განთავსებულია შენობის
პირველ სართულზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ყველა მათგანი არ არის
ხელმისაწვდომი ისეთი მოწყვლადი ჯგუფისათვის, როგორიცაა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ის პირები, რომლებიც სპეციალური ეტლის გარეშე ვერ
გადაადგილდებიან. სასამართლოთა ნაწილში (ქუთაისის საქალაქო სასამართლო,
ბათუმის საქალაქო2 სასამართლო და სხვა.) შენობებს არ აქვთ პანდუსები, რაც
დაბრკოლებას ქმნის ხსენებული მოწყვლადი ჯგუფისათვის ამ უფლებით
სარგებლობისას.
აღსანიშნავია ის ბარიერებიც, რაც სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვასთან
დაკავშირებით დაფიქსირდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად იმისა,
რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის რეგისტრაციას სპეციალიზაციის
მიხედვით 2–2 და მეტი სპეციალისტი (კანცელარიის მუშაკი) ემსახურება, ხშირ
შემთხვევაში მოქალაქეებს რიგში დგომა ნახევარ საათზე მეტი დროით უწევთ.
სამწუხაროდ, აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, ნაკადის განტვირთვის მიზნით
სასამართლოს მიერ რაიმე ეფექტური ღონისძიება არ ხორციელდება.
2 მართალია შენობა აღჭურვილია სპეციალური პანდუსით, მაგრამ სასამართლო სხდომის დარბაზები
განლაგებულია შენობის მეორე სართულზე, ხოლო შენობაში ლიფტი დამონტაჟებული არაა.
11 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
პროცესის საჯაროობა, სხდომების აუდიო ჩაწერა და ვიდეო გადაღება
სახალხო დაცველის აპარატის მონიტორების ყურადღების ქვეშ მოექცა სხდომათა
საჯაროობის საკითხი. სამართლიანი სასამართლოს უფლება საკუთარ თავში მოიცავს
უფლებას საქმე მოსმენილი იქნას ღია სასამართლო სხდომაზე, ხოლო მიღებული
გადაწყვეტილება გამოცხადდეს საჯაროდ3. სასამართლოთა ნაწილში (ქუთაისის
საქალაქო სასამართლო, ახალქალაქის რაიონული სასამართლო) საკმაოდ
გართულებულია სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილის მქონე პირთა
გადაადგილება. ჩვენი მონიტორები მხოლოდ მას შემდეგ დაუშვეს სასამართლო
დარბაზში, როდესაც გამოკითხეს ვინაობა (სახელი, გვარი, სამსახური), დასწრების
მიზეზი და დარწმუნდნენ, რომ ისინი ოფიციალური მივლინებით იმყოფებოდნენ
შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში. აღსანიშნავია, რომ მანდატურთა ასეთი ქცევა
შეინიშნებოდა მხოლოდ ქუთაისისა და ახალქალაქის4 საქალაქო (რაიონულ)
სასამართლოებში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს არ უნდა იყოს სასამართლო
ხელისუფლების სისტემური პრობლემა, თუმცა აუცილებლად საჭიროებს გადაჭრას.
შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მანდატურები სათანადოდ ვერ ერკვეოდნენ საკუთარ
უფლებებში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მანდატურმა საშუალება არ მისცა
ჩვენს წარმომადგენელს პროცესის მიმდინარეობის შესახებ ჩანაწერი გაეკეთებინა
შესაბამის კითხვარში. ამისათვის, მანდატურისვე განმარტებით, საჭირო იყო
მოსამართლის წინასწარი თანხმობა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე რეფორმებთან ერთად,
სასამართლოთა დიდ ნაწილს აქვს საკუთარი ვებ–გვერდი, სადაც წინასწარ ქვეყნდება
ინფორმაცია განსახილველ საქმეთა შესახებ. ვებ–გვერდის არსებობა ეხმარება როგორც
მხარეებს, ასევე დაინტერესებულ პირებს მიიღოს სრული ინფორმაცია მიმდინარე
საქმეთა სხდომების შესახებ. ჩვენს მიერ მონახულებული სასამართლოებიდან ვებ–
გვერდი არ ჰქონდა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლოთა უმეტესობაში თვალსაჩინო ადგილასაა გამოკრული განსახილველი
საქმეების ნუსხა და განრიგი. მონიტორინგის დროს ასეთი ნუსხა არ იყო გამოკრული
მხოლოდ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში.
ყველა სასამართლოს შენობაში გადაადგილებისათვის განსხვავებული წესია
დადგენილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში შესვლისას ყველა პირი
გადის გამარტივებულ შემოწმებას, ხოლო შემდეგ თავისუფლად გადაადგილდება
სასამართლოს შენობაში. მათ თავისუფლად შეუძლიათ შეარჩიონ მისთვის სასურველი
სასამართლო პროცესი და დაესწრონ მას.
რაც შეეხება რეგიონებს, სასამართლო დარბაზში მოხვედრა შესაძლებელია
ინდივიდუალურად, მანდატურთან შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ. ეს
3 მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შინაარსის მატარებელი ნორმა მოცემულია კონსტიტუციის მეხუთე
თავში (სასამართლო ხელისუფლება), ის მაინც წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების
შემადგენელ ნაწილს და გამომდინარეობს კონსტიტუციის 42–ე მუხლიდან.
4 ასევე ნინოწმინდის სასამართლოში, რომელსაც ახალქალაქის მაგისტრანტი მოსამართლე ემსახურება.
12 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
პროცედურა მოიცავს პირადობის შემოწმებას, პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის მანდატურთან დატოვებას და მხოლოდ კონკრეტულ სასამართლო
სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას. აქვე აღსანიშნავია, რომ რაიონული
სასამართლოების დიდ ნაწილში დარბაზები საკმაოდ მოცულობითია და იტევს 20–30
ადამიანს, რაც აღნიშნულის მიზეზით სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველთა
შეზღუდვას განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა გამორიცხავს.
ცალკე გამოსაყოფია თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეთა განხილვა. აღნიშნული ტიპის საქმეებისათვის საქმეთა
განხილვა წარმოებს მცირე ზომის დარბაზში, რომელიც შენობის უკანა ნაწილშია
განთავსებული (სადაც უცხო პირთა გადაადგილება აკრძალულია) და სხდომათა
საჯაროობა არ არის დაცული. სხდომაზე დასწრების მსურველ პირებს ამის საშუალება
პრაქტიკულად არ ეძლევათ. ჩვენმა მონიტორებმა მხოლოდ სასამართლო
ადმინისტრაციასთან მათი ვინაობის (სახალხო დამცველის რწმუნების) წარდგენის
შემდეგ მოახერხეს დარბაზში შეღწევა და ისიც მას შემდეგ, რაც სასამართლო
ადმინისტრაციის შედარებით მაღალი რგოლის მენეჯერი ჩაერთო პროცესში. ფაქტია,
რომ ჩვეულებრივი დაინტერესებული მოქალაქეებისათვის აღნიშნულ პროცესებზე
დასწრება ხელმიუწვდომელია, რაც არღვევს პროცესის საჯაროობის პრინციპს.
აღსანიშნავია რომ სასამართლო შენობებში (მათ შორის სხდომის დარბაზებში)
დამონტაჟებულია ვიდეო სათვალთვალო კამერები. ამავდროულად სხდომათა
დარბაზები აღჭურვილია სხდომის ოქმის აუდიო ვერსიის საწარმოებლად სათანადო
ტექნიკური საშუალებებით5. მიუხედავად აღნიშნულისა, სხდომის ოქმების წარმოება
უმეტეს შემთხვევაში არ წარმოებს აღნიშნული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით,
რაც გასაკვირია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სხდომათა აუდიო ფიქსაცია
ყველაზე ხშირად წარმოებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას,
ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა6 და სისხლის სამართლის საქმეებზე
პრაქტიკულად არა. იმ ფონზე, როდესაც სასამართლო აღჭურვილია შესაბამისი
ტექნიკური საშუალებებით, გაურკვეველია თუ რით არის განპირობებული საქმეთა
ასეთი დახარისხება.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საქმეთა განხილვის დროს დაფიქსირდა, არის ის, რომ
სასამართლო სხდომის დარბაზში არ ისმის მოსამართლისა და მხარეთა ხმა. ამას
სხვადასხვა სასამართლოში განსხვავებული მიზეზები განაპირობებდა. მაგალითად,
თბილისის საქალაქო სასამართლოში სმენადობას ამცირებდა დერეფნებში ხმაური,
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აკუსტიკა და ა.შ.
5 გამონაკლისია ახალქალქის რაიონული სასამართლო.
6 მონიტორინგის განხორციელებისას ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული
სამართალდაღვევის საქმეთა განხილვისას სტენოგრაფირება მიმდინარეობდა სპეციალური აუდიო
სისტემით.
13 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სამართალწარმოების ენა
სასამართლოს ხელმისაწვდომობა საკუთარ თავში მოიცავს უფლებას, პირმა
ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ ის არ ფლობს სამართალწარმოების ენას.
მსგავსად სასამართლო სხდომათა საჯაროობისა, აღნიშნული შინაარსის მატარებელი
ნორმაც კონსტიტუციის 85–ე მუხლში გვხვდება. მიუხედავად ამისა, ისიც
კონსტიტუციის 42–ე მუხლიდან (უფლება სამართლიან სასამართლოზე)
გამომდინარეობს.
სამართალწარმოების ენაზე პროცესის წარმოების სავალდებულობამ და თარჯიმნის
ხელმისაწვდომობამ ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლები უმრავლესობას წარმოადგენენ. ჩვენმა მონიტორებმა
ვიზიტი განახორციელეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, სადაც დაესწრნენ
საქმის განხილვას.
როგორც სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, თავად მოსამართლე ვერ
ფლობდა სახელმწიფო ენას სრულყოფილად. თარჯიმანი ფორმალურად მონაწილეობდა
საქმის განხილვაში (ის მხოლოდ ეპიზოდურად აკეთებდა თარგმანს).
შეიძლება საქმის სამართლიანად გადასაწყვეტად ეს დიდ პრობლემად არ მივიჩნიოთ,
რადგან მოსამართლეს თავად ესმოდა ის ენა, რომელზეც მხარეები საუბრობდნენ, მაგრამ
ამ ყოველივემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საქმის ზემდგომ ინსტანციებში
განხილვისას (რადგან სასამართლო დოკუმენტაცია ვერ იქნება სრულად შედგენილი,
სხდომის ოქმში ლოგიკურად აისახება მხოლოდ ის მონათხრობი, რაც თარჯიმანმა
თარგმნა), რაც ასევე წარმოშობს პრობლემას სამართლიანი სასამართლოს უფლების
კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ სხვა სასამართლო
სხდომებს (მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში), სადაც ასევე იდგა
თარჯიმნის აუცილებლობა. გარდა ზემოხსენებული შემთხვევისა თარჯიმნის
კვალიფიციურობისა და პროცესის სახელმწიფო ენაზე წარმართვის პრობლემა არ
დაფიქსირებულა.
სხდომათა დროული დაწყება
მონიტორინგის განხორციელების პროცესში ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ
განსხვავებით თბილისის საქალაქო სასამართლოსაგან, სხვა რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოებში პრობლემას წარმოადგენს სასამართლო სხდომების დროული დაწყება.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სხდომები ერთ საათზე მეტი დაგვიანებითაც
კი იწყება. აღნიშნული სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს როგორც მხარეებში, ასევე
სხვა დაინტერესებულ პირებში.
14 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
აღსანიშნავია, რომ სხდომის დაგვიანებით დაწყებას, უმეტეს შემთხვევაში მიზეზად
სწორედ სასამართლოს მოუცლელობა ედება. მხარეებს არ ეძლევათ ზუსტი განმარტება,
თუ რამდენ ხანში დაიწყება სასამართლო სხდომა. მონიტორინგის დროს დაფიქსირდა
შემთხვევა, როდესაც სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. მოსამართლის
თანაშემწის მიერ ამის მიზეზად სასამართლოში მიმდინარე თათბირი დასახელდა,
ხოლო სხდომის გახსნის შემდეგ მოსამართლემ ამის მიზეზად ავადმყოფობა დაასახელა.
ცხადია საზოგადოებისა და მხარეებისადმი სასამართლოს მოხეელების მიერ ასეთი
არაერთგვაროვანი ინფორმაციის მიწოდება, ცუდად მოქმედებს სასამართლოს
ავტორიტეტზე.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაც, რამდენიმე შემთხვევაში
დაიწყო დაგვიანებით. ამის მიზეზი მეტწილად ბრალდების მხარის სასამართლო
სხდომაზე დროული გამოუცხადებლობა გახლდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა კვლავ იმ საკვანძო
პრობლემად რჩება საქართველოში, რომლის გადაუჭრელობაც კითხვის ქვეშ აყენებს
სასამართლო ხელისუფლების შტოს საქმიანობის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო სტანდარტებთან. აღნიშნული პრობლემები განპირობებულია როგორც
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური მოძველებულობითა
და თვისობრივად ახალი კოდექსის მიღების აუცილებლობით, ასევე სასამართლო
ორგანოების მხრიდან ამ ტიპის საქმეებისადმი არასათანადო ყურადღების დათმობით,
რაც შაბლონური გადაწყვეტილებების მიღებაში და საქმის განხილვისას მხარეთა
უფლებების უგულებელყოფაში გამოიხატება.
საანგარიშო პერიოდში ჩვენს მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის შედეგად მიღებული
სასამართლო შემაჯამებელი აქტების ანალიზს.
აღნიშნულის მიზნით სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქართველოს საერთო
სასამართლოებიდან გამოთხოვილ იქნა 169 საქმე, რომელთა დიდი ნაწილი შეეხებოდა
2011 წლის 26 მაისს დაკავებული პირებს.
საქმეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ დადგენილებების უმეტესობა შაბლონური ფორმისაა.
მათი დიდი ნაწილი არ არის ან არასაკმარისად არის დასაბუთებული. ხშირია არასწორი
კვალიფიკაციის შემთხვევებიც.
აღნიშნული სხდომების მიმდინარეობისას იკვეთებოდა დაცვის უფლების დარღვევის
ფაქტებიც. პირის უფლება დაიცვას საკუთარი თავი პირადად ან მის მიერ მოწვეული
ადვოკატის მეშვეობით, მოიცავს შესაძლებლობას, პირს მიეცეს საკმარისი დრო და
საშუალებები საკუთარი თავის დასაცავად. ამ პრინციპის უგულებელყოფის მაგალითად
გამოდგება ნიკა ს.–ს საქმე, როდესაც სასამართლომ ამ უკანასკნელს მხოლოდ 30 წუთი
15 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
გამოუყო დამცველის მოსაყვანად, რის გამოც მან უარი განაცხადა ადვოკატის
მომსახურებაზე.
დაკავებული პირები არახელსაყრელ7 პირობებში იყვნენ ბრალდების მხარესთან
შედარებით, რაც გამოიხატებოდა მოსამართლეთა მიერ მათი ჩვენებების სრულ
უგულებელყოფაში. სასამართლო როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ
პატრულ–ინსპექტორთა ჩვენებებს ითვალისწინებდა. არ იზიარებდა
სამართალდამრღვევთა ახსნა–განმარტებებს და არ აკმაყოფილებდა მათ
შუამდგომლობებს დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის ან მოწმეთა დაკითხვის
მოთხოვნაზე.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა დიდ ნაწილს აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა
დაზიანებები, ხოლო ზოგიერთის დაზიანება საკმაოდ მძიმე იყო. ფიზიკური
დაზიანებების გათვალისწინებით მათი სასამართლო სხდომაზე წარდგენა და საქმის
განხილვა, რიგ შემთხვევებში გამორიცხავდა დაცვის უფლების ეფექტურად
განხორციელების შესაძლებლობას.
სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საქმეთა ასეთ მოკლე
დროში განხილვა განპირობებულია იმით, რომ ამ კატეგორიის საქმეთა განსახილველად
კანონმდებლობა მცირე ვადას აწესებს. მართალია საქართველოს კანონმდებლობით
საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის
შემჭიდროებული ვადებია დადგენილი, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს სხვა
კონსტიტუციური უფლებების(მათ შორის დაცვის უფლება) დარღვევის საფუძველი.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის განხორციელების პროცესში,
სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაესწრნენ სასამართლოებში
ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა საქმეების განხილვას. ამ კუთხით აღსანიშნავია
ქუთაისის საქალაქო სასამართლო, სადაც არასრულყოფილად წარიმართებოდა
სასამართლო პროცესები. სასამართლო მხარეებს განუმარტავდა მხოლოდ მოსამართლის
აცილების უფლებას, ხოლო სხვა უფლებები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში
მიცემულთათვის არ განუმარტავს. ასევე სასამართლოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული
ჰქონდათ თუ არა მხარეებს შუამდგომლობები ან ახალი მტკიცებულებები. საქმის
სრულად გამოკვლევის მიზნით მოსამართლე ძირითად შემთხვევებში არ სარგებლობდა
კითხვის დასმის უფლებით. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებს ყველა
შემთხვევაში შეეფარდა სახდელი, რომელსაც შუამდგომლობის წარმდგენი ორგანო
ითხოვდა.
სისხლის სამართალწარმოება
მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაესწრნენ არაერთ
სისხლის სამართლის საქმის განხილვას. მიუხედავად ამისა, ამ ქვეთავში შეგვიძლია
7 Dombo Beheer BV v Netherlands, (App. 14448/88), 27 October 1993, Series A No 274-A, (1994) 18 EHRR 213, Para 33
16 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
ვიმსჯელოთ მხოლოდ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლოს
ადეკვატურობაზე საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებით, რადგან
ზემოხსენებული არცერთი შემთხვევა საქმის არსებით განხილვას არ მოიცავდა.
თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომის დარბაზების უმეტესობა
მოწესრიგებულია. დარბაზებში დამონტაჟებულია კომპიუტერები მხარეთათვის, ასევე
მოსამართლისა და სხდომის მდივნისათვის. დარბაზებში ასევე დამონტაჟებულია
პროექტორი, რაც საშუალებას იძლევა სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული ვიდო და
ფოტო მასალები (მტკიცებულებები).
როგორც წესი, სასამართლოს თავმჯდომარე გახსნილად აცხადებს სხდომას. სხდომის
დარბაზში მყოფთ აცნობდა, რომ იხილებოდა პროკურორის შუამდგომლობა საქმის
არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე (საპროცესო შეთანხმება) და
აცხადებდა სასამართლოს შემადგენლობასა და სხდომის მდივანს. მხარეებს
განუმარტავდა აცილების უფლებას.
ყველა შემთხვევაში სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებდა პროცესზე
გამოცხადებული მხარეების ვინაობას. თავმჯდომარე ბრალდებისა და დაცვის მხარეებს
განუმარტავდა მხარეების აცილებისა და თვითაცილების უფლებას.
მოსამართლე ადგენდა ბრალდებულის ვინაობას, განათლებას, საცხოვრებელ და
სამუშაო ადგილს.
მოსამართლენი პუნქტობრივად განუმარტავდნენ ბრალდებულებს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ უფლებებს საპროცესო შეთანხმებისას.
სხდომების დროს ხდება გამორკვევა ბრალდებული თავისუფლად ფლობდა თუ არა
სახელმწიფო ენას (ქართულს) და საჭიროებდა თუ არა თარჯიმანს.
მოსამართლეები ხაზს უსვამდნენ, რომ ვინაიდან იხილებოდა საპროცესო შეთანხმების
დამტკიცების საკითხი, სავალდებულო იყო ადვოკატის მონაწილეობა და არკვევდნენ
ბრალდებულებს ჰყავდათ თუ არა ადვოკატი (ადვოკატები).
სასამართლოები თავდაპირველად სიტყვას აძლევდნენ ბრალდების მხარეს საპროცესო
შეთანხმების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმოსადგენად, ხოლო
შემდეგ არკვევდნენ ცნობდა თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ და ისმენდნენ
მხარის პოზიციას საპროცესო შეთანხმების დამტკიცებს საკითხთან დაკავშირებით.
მოსამართლენი დეტალურად განუმარტავდნენ ბრლდებულებს საპროცესო შეთანხმების
არსსა და დამტკიცების შემთხვევაში მის შედეგებს, ასევე კანონის დათქმას, რომ
შუამდგომლობის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გამოძიებისათვის ბრალდებულის
მიერ მიწოდებული ინფორმაცია შემდგომში არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მის
წინააღმდეგ.
17 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სასამართლოები დეტალურად არკვევდნენ, ხომ არ ჰქონდა ადგილი მხარეებს შორის
საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის იძულებას,
მუქარას, უკანონო დაპირებას, ძალადობას, ან რაიმე სხვა სახის კანონსაწინაღმდეგო
ქმედებებს პროკურატურის ან/და პოლიციის მხრიდან.
სასამართლოები მსჯავრდებულებს განუმარტავდნენ განაჩენისა და სასჯელის არსს და
მისი შემდგომი ქცევის წესს.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ დეტალურად ხდება ხსენებული
პროცედურების დაცვა, ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში,
როდესაც საპროცესო შეთანხმების დადება არასრულწლოვანთან ხდება, ამ ტიპის
პროცესებში პედაგოგის მონაწილეობა ფორმალობადაა ქცეული. საქართველოს
კანონმდებლობით საქმეთა განხილვისას პედაგოგის მონაწილეობა მაშინ არის
სავალდებულო, როდესაც სამართალწარმოებისას არასრულწლოვნის სხვა კანონიერი
წარმომადგენლის მონაწილეობა (მშობელი, მეურვე) შეზღუდულია ან ფიზიკურად
შეუძლებელია. მართალია აღნიშნული პროცესები დახურული სახისაა და ჩვენ მასზე
დასწრების შესაძლებლობა შეზღუდული გვაქვს, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია
მოგვეწოდა სხვადასხვა ადვოკატებთან და უკვე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებთან
აუდიენციისას.
სამწუხაროდ ეს პრობლემა შეეხება არამარტო იმ შემთხვევებს, როდესაც საქმეზე
საპროცესო შეთანხმება ფორმდება, არამედ დამახასიათებელია ზოგადად
არასრულწლოვნის დაკითხვის ან მისი ბრალდებულის სახით საგამოძიებო
მოქმედებებში მონაწილეობის დროს და აღნიშნულ შემთხვევებში პედაგოგის
მონაწილეობა ფორმალური ხასიათის მატარებელია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონმდებლობის სავალდებულო მოქმედების
(lex mitior) პრინციპი
ისევე როგორც გასულ წელს, 2011 წლის საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად რჩება
კანონის რეტროაქტიულობის საკითხი. სახალხო დამცველის აპარატში განხილული
საქმეების შედეგად იკვეთება, რომ კანონის უკუძალის პრინციპი სასამართლოს მხრიდან
ხშირად დაცული არ არის. მიუხედავად პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი
ნორმების სავალდებულო ხასიათისა, გვხვდება შემთხვევები, როდესაც სასამართლო
უკუძალას არ ავრცელებს სისხლის სამართლის კანონზე, რომელიც პასუხისმგებლობას
ამსუბუქებს. საქმეების ანალიზის შედეგად ასევე ამნისტიის გამოუყენებლობის
შემთხვევაც დაფიქსირდა.
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად: „არავინ არ
აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად
არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას,
უკუძალა არ აქვს.“
18 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაში8
აღნიშნა, რომ: „მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს კანონის დასაშვები და აუცილებელი
მოქმედების ფარგლები. კანონმდებლის დისკრეცია, მისი ნების მოქმედების ფარგლები,
კონსტიტუციითაა შეზღუდული. ამაზე მეტყველებს “ნორმატიული აქტების შესახებ”
საქართველოს კანონის 47-ე…მუხლიც, რომლის თანახმად, კანონმდებელს შეუძლია,
მიანიჭოს ნორმატიულ აქტს უკუძალა, მაგრამ მისი უფლებამოსილება შეზღუდულია
კონსტიტუციით. საფრთხე რომ არ შეექმნას კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს,
აღნიშნულ კანონში ხაზგასმითაა გამოყოფილი ის შემთხვევები, რასაც კანონმდებელი
ვერ შეცვლის თავისი ნორმატიული ნებით. კერძოდ, “ნორმატიულ აქტს, რომელიც
ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არა აქვს”. ამ დებულების უარმყოფელ
ნორმას კანონმდებელი ვერ მიიღებს. კანონმდებელი ასევე შებოჭილია ამავე მუხლის იმ
კონსტიტუციური დებულებით, რომ, თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ
კანონით გაუქმდა ან შემსუბუქდა პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის
ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2009 წლის 17
სექტემბერს საქმეში Scoppola v. Italy განმარტა, რომ კონვენციის მე–7 მუხლი
პასუხისმგებლობის გამკაცრების რეტროაქტიულ აკრძალვასთან ერთად ასევე ადგენდა
პასუხისმგებლობის შემსუბუქების და გაუქმების სავალდებულო მოქმედების
გარანტიას.9 სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გამომდინარეობდა
პასუხისმგებლობის დამაფუძნებელი კანონმდებლობის განჭვრეტადობის
მოთხოვნიდან.10 დიდი პალატის განცხადებით lex mitior პრინციპი მოქმედებდა
ქმედების ჩადენიდან, საბოლოო განაჩენის გამოტანამდე მიღებულ კანონმდებლობაზე.11
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე–15 მუხლის
პირველი პარაგრაფის მიხედვით თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კანონით დაწესდა
უფრო მსუბუქი სასჯელი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება დამნაშავეზეც. აღნიშნული
პრინციპით დაცულია ნებისმიერი იმ საკანონმდებლო დებულების სავალდებულო
მოქმედება, რომელიც მიღებულ იქნა დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების
შემდეგ პასუხისმგებლობის დასრულებამდე.12
8 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის (#1/1/428,447,459) გადაწყვეტილება . II-12. იხ.
ბმული: http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22&id=535&action=show
9 სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. 2009 წლის 17 სექტემბრის
გადაწყვეტილება, $ 107.
10 იქვე. $ 108.
11 იქვე. $ 109.
12 Principle of Legality in International Criminal Law, Kenneth S. Gallant, Cambridge University Press, 2009, p.185.
19 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის დებულებებზე უკუძალის არ გავრცელება
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში საუბარი იყო შემთხვევებზე, როდესაც
სასამართლომ უკუძალა გაავრცელა კანონზე, რომლითაც პასუხისმგებლობა
გამკაცრებულია. 2011 წლის საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში
განხილულ იქნა საქმეები, რომლებშიც სასამართლომ უკუძალა არ გაავრცელა
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ კანონზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად:
„თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის
გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის
კანონის სანქციის ფარგლებში.“
სახალხო დამცველის აპარატში განხილულ იქნა მსჯავრდებულ დავით გორგაძის საქმე,
რომელიც უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის
22 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 238–ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით, 240–ე მუხლის
პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და
მეოთხე პუნქტებით, 17,104–ე მუხლის მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით და 104–ე
მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამო. ამ
უკანასკნელი ბრალდების გამო დავით გორგაძეს შეეფარდა სასჯელის უმაღლესი ზომა –
სიკვდილით დასჯა.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის #387 ბრძანებულებით დავით
გორგაძეს სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. იგი
სასჯელს იხდიდა 1995 წლის 12 ოქტომბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 25 მაისის განაჩენით დავით გორგაძე
მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379–ე მუხლის მეორე
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სისხლის სამართლის
კოდექსის 60–ე მუხლის შესაბამისად, ახალ სასჯელს დაემატა 1996 წლის 22 აგვისტოს
განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (12 წლით თავისუფლების
აღკვეთა) და დავით გორგაძეს საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების
აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2008 წლის 10
მარტს განიხილა დავით გორგაძის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სამართალწარმოების წესით, დავით გორგაძის
ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 238–ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან
გადაკვალიფიცირდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის პირველ,
მეორე და მესამე ნაწილებზე. დამატებით სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის
20 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
104–ე მუხლის მეექვსე13 და მეშვიდე14 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის
შემადგენლობები გადააკვალიფიცირა დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის
109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და სასჯელის სახედ
სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დანიშნა 14
წლით თავისუფლების აღკვეთა.
17,104–ე მუხლის მეოთხე15, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებულ
დანაშაულებებზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დანიშნული 20 წლით
თავისუფლების აღკვეთა შეამცირა 15 წლამდე16 (მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსზე
გადაკვალიფიცირების გარეშე17) და შესაბამისად, მოახდინა სასჯელთა შთანთქმის
პრინციპით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა.
სასამართლომ ცვლილება შეიტანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 22
აგვისტოს განაჩენში და მოსახდელ სასჯელად განსაზღვრა 15 წლით თავისუფლების
აღკვეთა. ასევე მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა რუსთავის საქალაქო
სასამართლოს 2004 წლის 25 მაისის განაჩენი და მოსახდელ სასჯელად განისაზღვრა 9
წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულმა დავით გორგოძემ არაერთხელ მიმართა საქართველოს უზენაეს
სასამართლოს მისი განაჩენის ხელახალი გადასინჯვის მოთხოვნით, რადგან მის მიმართ
არ იქნა გამოყენებული მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 56–ე მუხლის მესამე
ნაწილით დადგენილი გამონაკლისი,18 და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არ
შეეფარდა სანქციის მაქსიმუმის (15 წლით თავისუფლების აღკვეთა) სამი მეოთხედი.19
აღნიშნული წესი მოქმედებდა სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედებიდან – 2000
წლის 1 ივნისიდან – 2006 წლის 29 დეკემბრამდე და განსაზღვრავდა სასჯელის
მაქსიმუმის ოდენობის ზოგად წესს. 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის
სამართლის კოდექსის20 მე–17 მუხლის მიხედვით არ იყო დადგენილი არანაირი
13 განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა
სიცოცხლისთვის.
14 განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი გაადვილების მიზნით.
15 განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირის მიმართ.
16 საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილებით
განსაზღვრული პრაქტიკით ყოფილ სიკვდილმისჯილთათვის შეფარდებული 20 წლით თავისუფლების
აღკვეთა უნდა შეცვლილიყო 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
17 რადგან დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ორი ან მეტი პირის
მკვლელობისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა 16–დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთის
სახით. ამ შემთხვევაში სახეზეა პასუხისმგებლობის გამკაცრება და ახალი კოდექსის 109–ე მუხლზე
გადაკვალიფიცირება დაუშვებელია.
18 აღნიშნული მუხლი მოქმედებდა 2006 წლის 29 დეკემბრამდე.
19 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 56–ე მუხლის მესამე ნაწილი: „დანაშაულის მცდელობისთვის
სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის
შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური
ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.“ ამ შემთხვევაში გამოდის 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
20 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი
21 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სპეციალური საგამონაკლისო წესი და დანაშაულის მცდელობისთვის სასჯელის
დანიშვნა ხდებოდა დამთავრებული დანაშაულის მსგავსად. საქართველოს უზენაესი
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის პრაქტიკის მიხედვით
დანაშაულის მცდელობის სპეციალური წესი გამოიყენებოდა იმ შემთხვევაშიც კი,
როდესაც ხდებოდა პირის მსჯავრდება 2006 წლის 29 დეკემბრამდე ჩადენილი ქმედების
გამო და მსჯავრდება კანონის გაუქმების შემდეგ ხდებოდა21 ან როცა გამამტყუნებელი
განაჩენი ამ თარიღამდე გამოდიოდა და შემდგომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა
გამო ხდებოდა სასჯელის შემსუბუქება22.
აქვე დავსძენთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 13 მაისის
გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „მართალია, კოდექსის ზოგადი ნაწილის მთავარი
დანიშნულება კერძო ნაწილში გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულებრივი
ქმედებების კვალიფიკაციასა და სასჯელთა შეფარდებაში ვლინდება, მაგრამ ეს
სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადი ნაწილის ნორმები ერთიმეორეს არ
განაპირობებენ. უკუძალის აკრძალვის გარანტია მთელი სისხლის სამართლისათვის
როგორც ნორმათა ორგანული კავშირისათვის გათვალისწინებული გარანტიაა და არა
მისი ერთი ნაწილისათვის. როცა საუბარია კანონის უკუძალაზე, აქ მოიაზრება სისხლის
სამართლის ნორმათა მთელი სხეული.“23
ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს უზენაესი
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არ მოხდა კანონის
სავალდებულო უკუძალის გავრცელება მსჯავრდებულ დავით გორგაძის სასარგებლოდ,
რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტის და
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე–15 მუხლის
მოთხოვნები. აღნიშნულის შედეგად მსჯავრდებული დღესაც იხდის იმ სასჯელს,
რომელიც მას ადამიანის უფლებათა სამართლის საწინააღმდეგოდ აქვს შეფარდებული.
ამნისტიის გამოუყენებლობა
სახალხო დამცველის აპარატში განხილულ ნიკოლოზ ვახანიას საქმეში სასამართლომ
ამნისტია, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ნორმა არ გაავრცელა
ნიკოლოზ ვახანიას დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომელიც ამნისტიის აქტის
გამოცემამდე იყო ჩადენილი. მოცემულ შემთხვევაშიც დაირღვა უკუძალის, როგორც
პასუხისმგებლობის შემამსმუბუქებელი ნორმის, სავალდებულო გავრცელების
პრინციპი.
21 inter alia, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის
#56/კოლ განჩინება.
22 inter alia, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის
#376/საზ განჩინება.
23 II-33.
22 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
როგორც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განაჩენშია
აღნიშნული, მსჯავრდებულ პირთა დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის ივლისის თვეში, დანაშაულებრივი განზრახვის შესაბამისად, იაკობ
ხვედელიძე და ანა კერესელიძე დაუკავშირდნენ თავიანთ მეგობარ ნიკოლოზ ვახანიას,
რომელიც მათ 6 000 ევროს სანაცვლოდ დახმარებას დაპირდა და განიზრახა გასაღების
მიზნით ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება და გასაღება. დანაშაულებრივი
ქმედების განსახორციელებლად ნიკოლოზ ვახანიამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა
და ვითარებაში თავისი მეგობრის საქართველოს მოქალაქის პირადობის
დამადასტურებელი და საქართველოს იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის
მოწმობები გადასცა იაკობ ხვედელიძეს, რომელმაც 2008 წლის 1 აგვისტოს სამოქალაქო
რეესტრის ვაკის სამსახურში, ამ და სხვა დოკუმენტების წარმოდგენის გზით, მიიღო
1962 წლის 27 იანვარს დაბადებული გიორგი კუზმას ძე ამანატოვის სახელზე
დამზადებული საქართველოს მოქალაქის ყალბი პასპორტი (პირველი ეპიზოდი).
ნიკოლოზ ვახანიას განზრახული ჰქონდა რა გასაღების მიზნით ყალბი პირადობის
მოწმობის დამზადება და გასაღება, მოიპოვა თავისი ნაცნობის ვალერი ვახანიას
პირადობის მოწმობა და მისი შვილის – ნინო ვახანიას დაბადების და დევნილის
მოწმობები. ვინაიდან იმ პერიოდისთვის ნინო ვახანია იყო არასრულწლოვანი და
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მის სახელზე საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გასაცემად საჭირო იყო მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა,
ნიკოლოზ ვახანიამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ვალერი ვახანიას საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობა გააყალბა, ფოტო–სურათის შეცვლის გზით და გადასცა
თავის მეგობარს, რომელმაც 2008 წლის 25 ივლისს ნოტარიუსს წარუდგინა ვალერი
ვახანიას სახელზე გაცემული ყალბი პირადობის მოწმობა და ამ გზით მიიღო ყალბი
სანოტარო აქტი, რომ თითქოსდა ვალერი ვახანია აცხადებდა თანხმობას მის შვილს –
ნინო ვახანიას მიეღო საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი. ნიკოლოზ
ვახანიას განზრახული ჰქონდა რა გასაღების მიზნით პირადობის მოწმობის დამზადება
და გასაღება, ანა კერესელიძის ფოტო–სურათი, ნინო ვახანიას სახელზე გაცემულ
დოკუმენტებთან ერთად 2008 წლის 8 ივლისს წარადგინა სამოქალაქო რეესტრის
აფხაზეთის სამსახურში და ანა კერესელიძეს მიაღებინა ნინო ვახანიას სახელზე
დამზადებული საქართველოს მოქალაქის პირადობის ყალბი მოწმობა, ხოლო მის
საფუძველზე ნინო ვახანიას სახელზე დამზადებული საქართველოს მოქალაქის ყალბი
პასპორტი. (მეორე ეპიზოდი).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განაჩენით განსასჯელი
ნიკოლოზ ვახანია ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 362–ე და 24, 362–ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ
დანაშაულთა შემადგენლობის ჩადენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 362–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნიკოლოზ ვახანიას შეეფარდა
თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და დამატებით სასჯელად ჯარიმა 3 000 ლარის
ოდენობით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის
შესაბამისად, მსჯავრდებულ ნიკოლოზ ვახანიას გაუნახევრდა თავისუფლების
23 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6
თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,362–ე
მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნიკოლოზ ვახანიას შეეფარდა თავისუფლების
აღკვეთა 2 წლის ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის
ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის პირველი
პრიმა ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით 24,362–ე მუხლით
დანიშნულ სასჯელს (2 წლით თავისუფლების აღკვეთა) დაემატა 362–ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის ორი მესამედი. ამასვე დაემატა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის
25 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 თვე და 17 დღე
თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და 3 წლის ვადით ჩამოერთვა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე ნიკოლოზ ვახანიას განესაზღვრა 3 წლით, 3 თვით და 17 დღით
თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 7 000 ლარის ოდენობით და 3 წლის ვადით ჩამოერთვა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
იმავე განაჩენით იაკობ ხვედელიძე დაუსწრებლად იქნა მსჯავრდებული საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 362–ე მუხლის და 344–ე მუხლის პირველი ნაწილებით
განსაზღვრულ ქმედებათა გამო.
ზემოაღნიშნულის მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23
აპრილის განაჩენით დადასტურებულ იქნა მსჯავრდებულ ნიკოლოზ ვახანიას მიერ ორი
დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. პირველი მათგანი განხორციელებულ იქნა 2008
წლის 1 აგვისტოს, ხოლო მეორე 2008 წლის 8 ივლისს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვით სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების
დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. იმავე კოდექსის 77–ე
მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად: „ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება
გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ხოლო
მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული
სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით“.
ამნისტია თავისი ხასიათით წარმოადგენს პასუხისმგებლობის გაუქმებას ან
შემსუბუქებას და მისი სავალდებულო მოქმედება გარანტირებულია საქართველოს
კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტით, სამოქალაქო და პოლიტიკურ
უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე–15 მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე–7 მუხლით.
2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის
მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362–ე
მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს. აღნიშნული კანონის მოქმედება
ვრცელდებოდა იმ ქმედებებზე, რომლებიც ჩადენილი იყო 2008 წლის 15
24 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
ოქტომბრამდე.24 განსასჯელთა მიმართ 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“
საქართველოს კანონის გამოყენებას უზრუნველყოფდა შესაბამისი სასამართლო.25
საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 22–ე მუხლის თანახმად დანაშაულის
ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული. საქართველოს სისხლის
სამართლის 23–ე მუხლის თანახმად დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან
მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში. ეს
უკანასკნელი თავისი ბუნებით აქცესორულია, რაც გამოიხატება იმაში, რომ
თანამონაწილის პასუხისმგებლობა დამოუკიდებელია ამსრულებლის მიერ დანაშაულის
შემადგენლობის განხორციელებაზე.
სისხლის სამართლის კოდექსის 25–ე მუხლი განსაზღვრავს დანაშაულის
ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობის საფუძველს. კერძოდ, ამ
მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ამსრულებელსა და თანამონაწილეს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი
ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის
ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით“.
თანამონაწილეობა არის დანაშაულის ჩადენის ფორმა და პასუხისმგებლობის
დაკისრებაც ინდივიდუალურად ხდება. შესაბამისად, ამნისტიის გამოცხადება, ისევე
როგორც პასუხისმგებლობის შემსუბუქების/გაუქმების სხვა შემთხვევები, სრულად
ვრცელდება როგორც ამსრულებლებზე, ისე თანამონაწილეებზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლს 23 აპრილის განაჩენით ნიკოლოზ
ვახანია მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის 362–ე და 24,362–ე
მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამო. „ამნისტიის
შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად ნიკოლოზ ვახანიას
362–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის
ჩადენის გამო შეფარდებული სასჯელი გაუნახევრდა. 24,362–ე მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული სანქციის მიმართ არ იქნა გამოყენებული იდენტური
მიდგომა, მაშინ როცა აღნიშნული ქმედებაც ჩადენილი იყო ამნისტიის აქტის ratione
temporis ფარგლებში. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77–ე
მუხლის მე–2 ნაწილის და 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად ნიკოლოზ ვახანიას უნდა განახევრებოდა
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,362–ე ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაულისთვისაც.
ზემოაღნიშნულიდან აშკარად იკვეთება, რომ მსჯავრდებულ ნიკოლოზ ვახანიას
წინააღმდეგ დაირღვა lex mitior პრინციპი და აღნიშნულის შედეგად მას არ
24 მეოთხე მუხლი.
25 მეექვსე მუხლის მეორე პუნქტი.
25 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელის ზომა, რომელსაც იგი იხდიდა შემდგომი წლების
განმავლობაში.
დაცვის უფლება
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის შედეგად
დაფიქსირდა სასამართლოს მხრიდან დაცვის უფლების დარღვევის ფაქტი.
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლი მე–3 პუნქტის თანახმად: „დაცვის უფლება
გარანტირებულია.“
ბრალდებულის უფლება, მისი ინტერესები დაიცვას მის მიერ არჩეულმა ადვოკატმა,
გარანტირებულია ასევე არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელთაც
საქართველო სავალდებულოდ აღიარებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის
მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „c” ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს აქვს უფლება
„დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით.“
სახალხო დამცველის აპარატში განხილულ იქნა ნუნუ ცხვედაძის საქმე. აღნიშნულ
საქმეში მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომლითაც ეს
უკანასკნელი ითხოვდა ადვოკატ დ.დეკანოიძის აცილებას იმ საფუძვლით, რომ ის
უნდა დაკითხულიყო მოწმის სახით, ვინაიდან აღნიშნული ადვოკატი საადვოკატო
მომსახურებას უწევდა ბრალდებულ ნუნუ ცხვედაძეს სამოქალაქო
სამართალწარმოებისას.
ბრალდებულს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული აქვს
უფლება, მისი ინტერესები დაიცვას მის მიერ არჩეულმა ადვოკატმა. სასამართლოს მიერ
ადვოკატის აცილებით კი ირღვევა ბრალდებულის დაცვის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–60 მუხლი განსაზღვრავს
სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატის მონაწილეობის გამომრიცხველ გარემოებებს,
რომელთა თანახმადაც, „ადვოკატი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის
პროცესში, თუ:
ა) ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი,
გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე ან ექსპერტი;
ბ) იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც
ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც ის
წარმოადგენს;
26 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
გ) ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან
ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობს ან მონაწილეობდა ამ
საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში.“
ბრალდებულის დაცვის უფლებას უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსიც, რომლის 38–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, „ბრალდებულს
აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის უფლება.“
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ კრძალავს
ბრალდებულის ინტერესების დაცვას მის მიერ შერჩეული რამდენიმე ადვოკატის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 43–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,
„კონფიდენციალურია ასევე პირის ბრალდებულად ცნობამდე მისი ურთიერთობა მის
შესაძლო ადვოკატთან.“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
ითვალისწინებს ადვოკატის აცილების შესაძლებლობას, რომელიც განსახილველ
საქმეში არის მოწმე და დასადგენი გარემოებების შესახებ შესაძლოა სასამართლოს
მიაწოდოს ინფორმაცია, ადვოკატის დაკითხვა და მის მიერ სასამართლოსთვის
მიწოდებული ინფორმაცია არ შეიძლება ეხებოდეს იმ გარემოებებს, რაც ადვოკატისთვის
ცნობილი გახდა მის მიერ განხორციელებულ საადვოკატო საქმიანობასთან
დაკავშირებით.
საქართველოს კანონმდებლობით ასევე დაცულია პირის უფლება, მისი ურთიერთობა
ადვოკატთან იყოს კონფიდენციალური როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო ან/და
ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას და ადვოკატის მიერ მისთვის გაწეულ
ნებისმიერ საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებით. „ადვოკატთა შესახებ“
საქართველოს კანონის მე–5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს ადვოკატს
„დაიცვას პროფესიული საიდუმლოება“. აღნიშნული კანონის მე–2 მუხლის თანახმად კი
„საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ
პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის
წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან
ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების,
გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების
მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი
იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე
წარმომადგენლობას.“
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50–ე მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის
მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან
სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:
27 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში
ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ
გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების
გაწევასთან დაკავშირებით.“
იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოწმის სახით
დაკითხვა შესაძლებელი იქნება მის მიერ გაწეული იურიდიული საქმიანობის შედეგად
მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ და აღნიშნული საფუძვლით სასამართლო
ადვოკატს საქმის განხილვას ჩამოაშორებს, შეიზღუდება პირის უფლება
კონფიდენციალური იყოს ადვოკატთან მისი ურთიერთობა საქმისწარმოებისას.
აღნიშნული გარემოება კი მნიშვნელოვნად ზღუდავს დაცვის უფლებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა
სასამართლო სისტემის ერთ–ერთ პრობლემას ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობა წარმოადგენს. საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის მიხედვით
ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ერთ–ერთი საფუძველია
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი
ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ
დარღვევას ეფუძნება. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ
გამოტანილ გადაწყვეტილებაში განხილული საკითხი რიგ შემთხვევაში ცალკე
აღებული თავისთავად წარმოადგენს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის
გადასინჯვის საფუძველს. საქმეში „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“26
სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო შემადგენლობა (მოსამართლე და ორი
მსაჯული) უკანონო იყო. სახალხო დამცველის აპარატში განხილული თენგიზ
ზაუტაშვილის სისხლის სამართლის საქმიდან დგინდება, რომ მსჯავრდებულმა
ზაუტაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინაშე ზემოაღნიშნული
საფუძვლით დააყენა შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
სამართალწარმოების განახლების თაობაზე, რადგან მისი საქმეც მოსამართლისა და ორი
არაპროფესიონალი მსაჯულის მონაწილეობით იყო განხილული. თუმცა სასამართლოს
მიერ ზაუტაშვილის შუამდგომლობა არ იქნა დაშვებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000
წლის 9 აგვისტოს განაჩენით თენგიზ ზაუტაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით და იმავე
26 გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. 2009 წლის 20
ოქტომბრის გადაწყვეტილება
28 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
კოდექსის 19,109–ე მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა
შემადგენლობის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა 20 წლის ვადით
თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 19 ოქტომბრის
განჩინებით.
მსჯავრდებულმა თენგიზ ზაუტაშვილმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის
სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა განაჩენის გადასინჯვა, რადგან მისი საქმე
განხილულ იყო ორ არაპროფესიონალ მსაჯულთან ერთად. განმცხადებელი
ეყრდნობოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20
ოქტომბრის განჩინებას „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში არაპროფესიონალ
მსაჯულთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში ხორციელდებოდა საკმარისი
იურიდიული საფუძვლის გარეშე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით თენგიზ
ზაუტაშვილის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
სამართალწარმოების განახლების თაობაზე, არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
მსჯავრდებულმა თენგიზ ზაუტაშვილმა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა
საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის #7აგ–11 განჩინებით
საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საფუძვლად დაედო შემდეგი სამართლებრივი
მოტივაცია:
„საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს რომ
სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს,
ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს
საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს
კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან თენგიზ
ზაუტაშვილის მიმართ საქმის სასამართლო განხილვის დროს საქართველოს უზენაესი
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია ხელმძღვანელობდა
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით,
რომლის თანახმადაც, სასამართლო კოლეგია საქმეს განიხილავდა ერთი მოსამართლისა
და ორი მსაჯულის მონაწილეობით, რომელთა უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე
მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობის წესი განისაზღვრებოდა კანონის
საფუძველზე. ამასვე უთითებდა სასამართლო განხილვის დროისათვის მოქმედი
საქართველოს სსსკ–ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 434–ე მუხლის პირველი
ნაწილი. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ იმავე კოდექსის 438–ე მუხლის
შესაბამისად, მოსამართლე და მსაჯულები ერთად ქმნიდნენ კოლეგიას, რომელიც
ხმების უმრავლესობით წყვეტდა საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხს და
იღებდა გადაწყვეტილებას, ხოლო „მოსამართლის სტატუსის შესახებ“ 1990 წლის 28
დეკემბრის კანონის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს
მსაჯულებს 5 წლის ვადით ირჩევდა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი.
29 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
მსაჯულთა უფლებამოსილების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა „საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“
კანონის შესაბამისად და 2005 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს უზენაესი
სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის არსებობა მოსამართლისა და ორი
მსაჯულის შემადგენლობით მოქმედი კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული.
გარდა ამისა, კასატორის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს
განაჩენზე (გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ) უსაფუძვლოა, ვინაიდან
საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში
შესული განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის
სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ
საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. მოცემულ
შემთხვევაში კი კასატორის მიერ მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება მსჯავრდებულ თენგიზ
ზაუტაშვილის საქმეს.“
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის
მიხედვით დადგენილია სპეციალური საფუძველი, რომლის საშუალებითაც ხდება
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სამართალწარმოების განახლება, როდესაც
არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. მაგრამ
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 333–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით,
აღნიშნული მუხლი ამოქმედდება 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან.
ზემოაღნიშნულ საქმეში კასატორი ითხოვდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
სამართალწარმოების განახლებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე
მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად ახლად გამოვლენილ
გარემოებათა განაჩენი გადაისინჯება, თუ: „არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო
შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო
გადასასინჯ განაჩენს“
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა საკითხი და დაადგინა, რომ არ
არსებობდა „გარემოება“, რომელიც დაადასტურებდა სასამართლოს უკანონო
შემადგენლობას. სასამართლოს განცხადებით, ზემოაღნიშნული კანონმდებლობის
არსებობა გამორიცხავდა ევროკონვენციის მე–6 მუხლის დარღვევას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2009 წლის 20 ოქტომბერს გამოიტანა
განჩინება საქმეზე „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“. განმცხადებელი
გასამართლებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
კოლეგიის მიერ, რომელიც შედგებოდა ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულისგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე სადავოდ იყო გამხდარი
სწორედ ზემოაღნიშნული სასამართლოს შემადგენლობა კონვენციის მე–6 მუხლთან
30 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
მიმართებით, რომლის იმპერატიული მოთხოვნაა „ტრიბუნალის კანონის საფუძველზე
შექმნა“.
ევროპულმა სასამართლომ საქმის შეფასებისას ხაზი გაუსვა კანონის საფუძველზე
სასამართლოს შექმნის ვალდებულებას და მის მნიშვნელობას დემოკრატიულ
საზოგადოებაში და შემდგომ დაადგინა შემდეგი:27
„68. კონვენციის მე-6 მუხლის I პარაგრაფით გათვალისწინებული “კანონი” გულისხმობს
არამხოლოდ სასამართლო ორგანოების შექმნისა და კომპეტენციის შესახებ
კანონმდებლობას, არამედ, შიდა სამართლის ყველა სხვა დებულებას, რომლისგან
გადახვევა კანონიერ საფუძველს აცლის საქმის განხილვაში ერთი ან რამდენიმე
მოსამართლის მონაწილეობას. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება მსაჯულთა
უფლებამოსილებას, თანამდებობრივ შეუთავსებლობასა და აცილებას. ... გარდა ამისა,
ტერმინი “კანონის საფუძველზე შექმნილი”, ეხება არამხოლოდ თვით „სასამართლოს”
არსებობის სამართლებრივ საფუძველს, არამედ, ასევე, მის შემადგენლობას თითოეული
საქმის განხილვისას ...
69. სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლში ტერმინის - “კანონის
საფუძველზე შექმნილი” ჩაწერა მიზნად ისახავს იმის თავიდან აცილებას, რომ
მართლმსაჯულების სისტემის ორგანიზაცია აღმასრულებელი ხელისუფლების
დისკრეციაზე არ იყოს დამოკიდებული და რომ აღნიშნული საკითხის რეგულირება
ხდებოდეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე. კოდიფიცირებული
სამართლის მქონე ქვეყნებში, მართლმსაჯულების სისტემის ორგანიზაცია, არც მხოლოდ
სასამართლო უწყებების დისკრეციაზე უნდა იყოს დამოკიდებული, რაც, ამის
მიუხედავად, არ გამორიცხავს მათთვის აღნიშნულ სფეროში არსებული ეროვნული
კანონმდებლობის ინტერპრეტაციის გარკვეული უფლების აღიარებას ... აღნიშნულის
მიუხედავად „კანონის საფუძველზე შექმნილად“ ვერ იქნება მიჩნეული სასამართლო,
რომელიც აჭარბებს კანონით მისთვის ნათლად განსაზღვრულ სასამართლო
კომპეტენციას ...
70. უბრუნდება რა წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო შეახსენებს, რომ 2005
წლის 25 მარტს მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმებამდე, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მსაჯულები იყვნენ კერძო პირები, რომლებსაც ჰქონდათ სხვა პროფესია
და აღნიშნული სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეების პირველი
ინსტანციით განხილვაში პროფესიონალ მოსამართლესთან ერთად მონაწილებდნენ.
მსაჯულთა ინსტიტუტი საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის გადმონაშთს
წარმოადგენდა, რომელშიც მსაჯულები ხალხის წარმომადგენლები იყვნენ და
უზრუნველყოფდნენ მართლმსაჯულების განხორციელებაში ხალხის მონაწილეობას.
ისინი მსაჯულის ფუნქციებს მათი მოქალაქეობრივი მოვალეობის კონტექსტში
ასრულებდნენ (იხ. ზემოთ მე-19 პარაგრაფში მითითებული შრომის კოდექსი).
27 განჩინების 68–74 პარაგრაფები.
31 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
71. სასამართლო იზიარებს მთავრობის არგუმენტს, რომლის თანახმად, განმცხადებლის
საქმის განხილვაში ორი მსაჯულის მონაწილეობა ეფუძნებოდა „უზენაესი სასამართლოს
შესახებ” ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პარაგრაფს. ის ასევე ემყარებოდა სსსკ-ის
434-ე მუხლის I პარაგრაფს. აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ განმცხადებლის საქმის განმხილველი სისხლის სამართლის საქმეთა
სასამართლო კოლეგიის თვით არსებობა მოქმედი კანონით იყო გათვალისწინებული.
72. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო ორგანოს მხოლოდ ლეგალური არსებობა არ
არის საკმარისი იმისათვის, რომ ის მიჩნეულ იქნას „კანონის საფუძველზე შექმნილ”
სასამართლოდ. საქმე იმაშია, რომ წინამდებარე განაცხადში ისმის კითხვა იმის შესახებ,
ჰქონდა თუ არა ეროვნულ სამართალში საკმარისი იურიდული საფუძველი
მსაჯულების მიერ მოსამართლის ფუნქციების განხორციელებას. მართლაც, უნდა
დავასკვნათ, რომ ამ თვალსაზრისით, რომ 1999 წლის 5 მარტსა და 28 მაისს შორის
არსებული მოკლე პერიოდის გარდა (იხ. ზემოთ, მე-19 პარაგრაფის “გ” პუნქტი in fine)
აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი არავითარი კანონი არ არსებობდა. თუ სსსკ-ის
44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, მსაჯული იყო საქართველოს მოქალაქე,
რომელიც, ,,კანონით” დადგენილი წესის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო,
მონაწილეობა მიეღო საქმის სასამართლო განხილვაში, აღნიშნული კანონი არ
არსებობდა ფაქტების დადგომის მომენტში. ყოველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ
ჩატარებულ კვლევას არ გამოუვლენია ასეთის არსებობა და საგანგებოდ დაესვა რა
შეკითხვები აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას არავითარი
არგუმენტით არ უპასუხია. რეალურად, ორივე ტექსტი არეგულირებდა მსაჯულთა
ფუნქციების განხორციელებას – კანონი მოსამართლის სტატუსის შესახებ და 1999 წლის
5 მარტის კანონი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ – ფაქტების დადგომის
მომენტში უკვე გაუქმებული იყო ისე, რომ შემდგომში, მათი შემცვლელი არავითარი
კანონი არ ყოფილა მიღებული.
73. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომელიც ემყარებოდა 1991 წლის
დადგენილებასა და მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
კანონებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის საქმის განხილვაში მონაწილე
ორი მსაჯული არჩეულ იქნა 1991 წლის 14 ივნისს, მაშინდელი საკანონმდებლო ორგანოს
მიერ. ამასთანავე, თვით 1991 წლის დადგენილება წარმოადგენს მსაჯულის
თანამდებობაზე არჩეულ პირთა სიას და არ შეიცავს არავითარ დაზუსტებას
კანდიდატების შერჩევის, აღნიშნულ თანამდებობაზე მათი ურთიერთმონაცვლეობის,
მათი უფლებებისა და მოვალეობის და ა.შ. შესახებ. ასეთივე შენიშვნა შეიძლება
გამოითქვას ცვლილებებისა და დამატებების შესახებ შემდგომ მიღებულ კანონებთან
მიმართებაში, რომლებითაც, 1997 წლის 27 ივნისსა და 2005 წლის 31 დეკემბერს შორის
პერიოდში, ყოველგვარი დაზუსტების გარეშე ხდებოდა მსაჯულთა უფლებამოსილების
ავტომატური გაგრძელება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 1996 წლის 7 მარტის
დადგენილებისგან განსხვავებით, რომელიც მიუთითებდა იმ იურიდულ საფუძველზე,
რომელსაც კანონმდებელი ეყრდნობოდა მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის
გაგრძელების მიზნით, აღნიშნული კანონები მსგავსი ტიპის არავითარ დებულებას არ
შეიცავდა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი,
32 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
რომელიც არეგულირებდა მსაჯულთა მიერ მოსამართლის ფუნქციების
განხორციელებას, არ ან აღარ არსებობდა ( იხ. ზემოთ, §72).
74. დასკვნის სახით, განმცხადებლის საქმის განხილვაში მონაწილე ორმა მსაჯულმა,
მოსამართლის თანაბარი უფლებამოსილებით განახორციელა მართლმსაჯულება და
მათი რაოდენობის გათვალისწინებით, მათ ჰქონდათ აუცილებელი ხმათა უმრავლესობა
გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ
მოსამართლის ფუნქციების განხორციელება ეფუძნებოდა სასამართლო პრაქტიკას,
რომელსაც ეროვნულ სამართალში იურიდული საფუძველი არ გააჩნდა, კოლეგია,
რომელშიც ისინი მონაწილეობდნენ, არ წარმოადგენდა ,,კანონის საფუძველზე
შექმნილს”.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ სახეზე იყო
ევროკონვენციის მე–6 მუხლის დარღვევა, რადგანაც მსაჯულთა მონაწილეობა სისხლის
სამართლის პროცესში არ რეგულირდებოდა კანონით. სასამართლომ ამ შემთხვევაში
მოახდინა დიფერენცირება მსაჯულთა კანონიერების შეფასებასთან მიმართებით:
 ზოგადად სასამართლო ორგანოს კანონიერება
 კონკრეტული მსაჯულის თანამდებობაზე დანიშვნის და ყოფნის კანონიერება
სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს რეალობაში არ ყოფილა არანაირი კანონი
მიღებული, რომლითაც დარეგულირდებოდა მსაჯულთა მიერ მოსამართლეთა
ფუნქციის განხორციელება. სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ 1999 წლის 5 მარტს
და 28 მაისს შორის პერიოდის გარდა არ ყოფილა არანაირი კანონი მიღებული,
რომლითაც განისაზღვრებოდა მსაჯულთა მიერ ევროკონვენციის სტანდარტით საქმის
განხილვაში ჩართვა.
,,საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლეთა სტატუსის შესახებ" საქართველოს
რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონი ადგენდა საკმარის გარანტიებს
მსაჯულებთან მიმართებით, რომლებიც აუცილებელია კონვენციის მე–6 მუხლის
მიზნებისთვის. აღნიშნული გაუქმდა 1997 წლის 13 ივნისს „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 90–ე მუხლით. აღნიშნულის შემდეგ 2005
წლის 25 მარტამდე ხდებოდა მსაჯულთა მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა,
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის
გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული საქმის მიხედვით 1997 წლის 13 ივნისიდან
2005 წლის 25 მარტამდე არ ყოფილა არანაირი კანონი მიღებული, რომლითაც
დარეგულირდებოდა მსაჯულთა პროცესში მონაწილეობის გარანტიები. ამ პერიოდში
მხოლოდ და მხოლოდ 1999 წლის 5 მარტს იქნა მიღებული ორგანული კანონი „საერთო
სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლითაც კანონს დაემატა მე–6 თავი – „საერთო
სასამართლოების მსაჯულები“. 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონით „საერთო
სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის თაობაზე“ გაუქმებულ იქნა ზემოაღნიშნული მე–6 თავი.
33 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
შესაბამისად, 1997 წლის 13 ივნისიდან 2005 წლის 25 მარტამდე პერიოდში (გარდა 1999
წლის 5 მარტიდან 28 მაისამდე შუალედისა) მსაჯულთა მონაწილეობა სისხლის
სამართლის პროცესში იყო უკანონო ევროკონვენციის მიზნებისთვის.28
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის29
მე–2 მუხლი პირდაპირ ადგენდა, რომ სისხლის სამართლის პროცესის ერთ–ერთი წყარო
იყო საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც მიეკუთვნება ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და მისი პრეცედენტული სამართალი.30
„სასამართლოს უკანონო შემადგენლობა“, რომელიც განსაზღვრულია დღეს მოქმედ
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, შეფასებადია
ევროკონვენციის სტანდარტით, რადგანაც ამ უკანასკნელს აქვს პირდაპირი მოქმედების
ძალა. შესაბამისად, სასამართლო შემადგენლობის კანონიერების განმარტებაც უნდა
მოხდეს ევროსასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, რომლის მიხედვითაც
არამხოლოდ სასამართლო განხილვის ფორმა, არამედ, უშუალოდ საქმის განმხილველი
მოსამართლის მონაწილეობის პირობები სავალდებულოდ უნდა იყოს კანონით
განსაზღვრული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011
წლის 22 მარტის განჩინების მიხედვით მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გაზიარებული
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მიდგომა
აღნიშნულთან მიმართებით და სასამართლოს კანონიერების შესაფასებლად მხოლოდ
და მხოლოდ კოლეგიის, როგორც ასეთის, კანონის საფუძველზე არსებობა ჩაითვალა
აუცილებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მსაჯულთა მიერ
ფუნქციების განხორციელების დაურეგულირებლობა არ არის სასამართლო
შემადგენლობის უკანონოდ მიჩნევის საფუძველი. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლს და შესაბამის პრეცედენტულ
სამართალს. საბოლოოდ გამოდის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით,
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სასამართლო შემადგენლობის კანონიერების
შესაფასებლად აირჩია უფრო დაბალი სტანდარტი. იქიდან გამომდინარე, რომ
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლოს პრაქტიკა
საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოა, საქართველოს შიდა
სამართალწარმოების პრაქტიკა სრულად უნდა შეესაბამებოდეს მას.31 არ შეიძლება
28 ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
საქართველოსთვის ძალაში შევიდა და შესაბამისად სავალდებულო გახდა 1999 წლის 20 მაისიდან.
29 რომელიც მოქმედებდა საქართველოში ევროპული კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან მსაჯულთა
ინსტიტუტის გაუქმებამდე (2005 წლის 25 მარტამდე).
30 აღნიშნულს ასევე არეგულირებს საქართველოს კონსტიტუციის მე–6, „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონის მე–7 და „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6
მუხლები.
31 Theory and Practice of European Convention on Human Rights, edited by Pieter van Dijk, Fried van Hoof, Arjen
van Rijn, Leo Z waak, 2006, Intersentia, გვ 308.
34 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
ევროპული თვალსაზრისით არსებობდეს ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალი
სტანდარტი და შიდა დონეზე მისგან განსხვავებული და უფრო შემზღუდავი მიდგომა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 310–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ტერმინის – „უკანონო შემადგენლობა“ –
იმგვარი განმარტება, რომელიც იქნება შესაბამისი ადამიანის უფლებათა ევროპულ
სტანდარტებთან. მსაჯულთა პროცესში მონაწილეობის შესაფასებლად მხედველობაში
უნდა იქნას მიღებული არა მხოლოდ სასამართლო შემადგენლობის ზოგადი ფორმა,
არამედ, ინდივიდუალური მსაჯულების მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილების
განხორციელების კანონიერება.
სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობა
2010 წლის ანგარიშის მსგავსად 2011 წლის საანგარიშო პერიოდშიც სახალხო
დამცველისადმი მომართულ განცხადებებში განმცხადებლები ყურადღებას
ამახვილებდნენ სასამართლო გადაწყვეტილებათა დაუსაბუთებლობის პრობლემაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის განაჩენით მოქალაქე
ლელა კობაიძე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე
მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) და 262–ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა). საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
სასჯელის სახედ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სისხლის სამართლის
კოდექსის 262–ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დანაშაულის შემადგენლობის ჩადენისთვის კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აღნიშნული
სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოო სასჯელად ლელა კობაიძეს განესაზღვრა
23 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის განაჩენის მიხედვით
შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები დაედო ლელა კობაიძის
მსჯავრდებას:
„სასამართლო სხდომაზე განსასჯელმა ლ.კობაიძემ თავი არ ცნო დამნაშავედ
წარდგენილ ბრალდებაში და უჩვენა, რომ შარშან აგვისტოს თვეში გადმოვიდა
თურქეთიდან დილით, დაახლოებით 07 საათზე. სარფში გაჩერდა ორსაათნახევარი,
ვინაიდან თბილისის სამარშუტო ტაქსები გადიოდა 09 საათზე. გამგზავრებამდე იგი
შევიდა კაფეში, სადაც მაგიდასთან მიუჯდა ქალბატონი, დაახლოებით 45 წლის,
რომელმაც მასთან ერთად კაფეში და[ჰ]ყო 45 წუთი. როგორც მისთვის იყო ცნობილი ის
ქალბატონიც მიდიოდა თბილისში. შემდგომ უცნობმა ქალბატონმა ტუალეტში გასვლის
მოტივით მას დაუტობა [დაუტოვა] მოზრდილი პარკი. იგი ელოდებოდა 15 წუთი და
35 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
როდესაც დააპირა წასვლა, მასთან მივიდა ორი პიროვნება, რომლებმაც მოსთხოვეს
დოკუმენტები და განუცხადეს, რომ იყვნენ პოლიციელები. ჩხრეკისას პოლიციელების
მიერ უცნობი ქალბატონის პარკში ნაპოვნი იქნა რაღაც ნივთიერება, რომელიც როგორც
შემდგომ მისთვის გახდა ცნობილი აღმოჩნდა ნარკოტიკი. სარფში მას უნდა ენახა მისი
ნაცნობის შვილი, მაგრამ ვერ დაუკავშირდა, რადგან დააკავე[ს] (იხ. სასამართლო სხ.
ოქმი)
სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მოუსმინა განსასჯელს, მოწმეს, გაანალიზა
საქმეში არსებული მტკიცებულებები მიაჩნია, რომ ლ.კობაიძის ჩვენება არ უნდა იქნას
გაზიარებული, ვინაიდან წინააღმდეგობაა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მის
ჩვენებებს შორის. 2008 წ. 28 იანვარს სასამართლო სხდომაზე განსასჯელის ჩვენებით,
აღნიშნულ დღეს თურქეთიდან გადმოსვლის შემდგომ, სარფის საბაჟოზე კაფეში
ყოფნისას, ვიღაც უცნობმა ქალბატონმა დაუტოვა პარკი, რომელშიც აღმოჩნდა
ნარკოტიკი. ხოლო 2008 წ. 16 იანვარს მოწმე შ. მჭედლიშვილის დაკითხვის შემდგომ
განსასჯელმა უჩვენა, რომ ჩანთა გამოატანა თურქეთიდან ქართველმა, რომელსაც
იცნობს ბავშვობიდან, ვიღაც გიორგიზე გადასაცემად და რომელსაც დაუკავშირდა
ტელეფონით და შეუთანხმდა შეხვედრასთან დაკავშირებით.
აღნიშნულით სასამართლო მიიჩნევს, რომ განსასჯელის ჩვენება არ არის
თანამიმდევრული და დამაჯერებელი და გამონპირობებულია მკაცრი სასჯელის შიშით.
განსასჯელ ლ. კობაიძის ბრალი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ[–ის] 260–ე
მუხ. 3–ე ნაწ. „ა“ ქ/პ და 262[–ე] მუხლ. 4–ე ნაწ. „ა’ ქ/პ დადასტურებულია შემდეგი
მტკიცებულებებით:
მოწმე შ.მჭედლიშვილის როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლო სხდომაზე
მიცემული ჩვენებით იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა
ხელვაჩაურის რაიონის სოფ. სარფის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა
დროსაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებულ იქნა ლ. კობაიძე,
რომელსაც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა ნარკოტიკი.
შ.მჭედლიშვილის ჩვენებით მათ მანქანასთან მივიდა განსასჯელი, ვინაიდან ჩათვალა,
რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ რეალიზატორები. ახსოვს, რომ დაკავებისას ლ. კობაიძემ
მათ განუცხადა, რომ ნარკოტიკი შენახული [ჰ]ქონდა ჩანთაში, ამასთან იგი
წინააღმდეგი წავიდა დამსწრეთა მოწვევაზე და დაკავებისას ცდილობდა ვინმეს არ
დაენახა. (იხ. ს.ფ. 28, სასამართლო სხდომის ოქმი)
გარდა აღნიშნულისა განსასჯელ ლ.კობაიძის ბრალი ასევე დადასტურებულია საქმეში
არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
2007 წ. 22 აგვისტოს ოქმით ეჭვმიტანილის დაკავებასა და პირად ჩხრეკასთან
დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ლ. კობაიძისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული
საშუალება. (იხ. ს.ფ. 3–7)
36 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007წ. 22 აგვისტოს დადგენილებით
გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობასთან
დაკავშირებით. (იხ. ს.ფ. 12)
2007 წ. 23 აგვისტოს #2014/სქ ექსპერტიზის დასკვნით ლ.კობაიძის პირადი ჩხრეკისას
ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ ფხვნილს
წონით – 38,985 გრ. რომელშიც „ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს–19,5237 გრ–ს. (იხ. ს.ფ.
22–26)
2007 წ. 22 აგვისტოს დადგენილებით ლ.კობაიძისაგან ამოღებული ნივთიერების
ნივთმტკიცებად ცნობასთან დაკავშირები[თ] (იხ. ს.ფ. 27)“
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მაისის განაჩენით ძალაში დარჩა
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს
განმარტებით:
„საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით:
მსჯავრდებულისა და მოწმე შ.მჭედლიშვილის ჩვენებით, 2007 წლის 22 აგვისტოს
ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის
დასკვნით და საქმეში არსებული მამხილებელი მასალების ერთობლიობით სრულად
არის დადასტურებული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
მსჯავრდებული არ უარყოფს მისგან ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების ფაქტს,
მაგრამ 2008 წლის 16 იანვარს ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ პარკი,
რომელშიც ნარკოტიკი იყო მოთავსებული, გამოატანეს უცნობმა პირებმა ვინმე
გიორგიზე გადასაცემად, თუმცა არ იცოდა მასში თუ ნარკოტიკი იყო მოთავსებული,
შემდეგ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ აღნიშნული პარკი, საბაჟოს ტერიტორიაზე
კაფეში ყოფნისას მაგიდაზე დატოვა მისთვის უცნობმა ქალბატონმა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ზემოაღნიშნულ ჩვენებებს,
რადგან არათანმიმდევრულია, არადამაჯერებელია, მოკლებულია რეალობას,
გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით და წინააღმდეგობაშია საქმის მასალებით
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მუშაკის შ.მჭედლიშვილის ჩვენებით
დადგენილია, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად 2007 წლის 22 აგვისტოს ლელა
კობაიძეს „სარფის“ საბაჟოს გავლით თურქეთიდან საქართველოში უნდა შემოეტანა
ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავებისას მან თავად მიუთითა თუ სად ჰქონდა
დამალული ნარკოტიკი (სასამართლო სხდომის ოქმი).
2007 წლის 22 აგვისტოს ლ. კობაიძის პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმით
დადგენილია, რომ სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. კობაიძის ხელთ
არსებული წითელი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მაიონეზის ქილიდან
ამოღებული იქნა 8 ბაშად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, რაც
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით არის ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, საერთო
37 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
წონით 19,5237 გრამი, ჩხრეკის ჩატარებისას ლ. კობაიძემ დამსწრეთა მოწვევაზე უარი
განაცხადა და ჩხრეკის ოქმზე ყოველგვარი შენიშვნის გარეშე მოაწერა ხელი (ს.ფ. 3–8, 23–
26).
....
ზემოაღნიშნული უტყუარი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერება, ანალიზი და
სამართლებრივი შეფასება იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ლელა
კობაიძემ თურქეთის რესპუბლიკაში დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი
პირისგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 19,5237 გრამი
ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2007 წლის 22 აგვისტოს უკანონოდ
შემოიტანა საქართველოში.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საკასაციო
საჩივარი არ იქნა დაშვებული არსებითად განსახილველად და ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს განაჩენი დარჩა ძალაში.
მართალია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განხილულია 2008 წელს, თუმცა
სასამართლოს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო
მსჯავრდებული დღესაც სასჯელს იხდის.
როგორც პირველი ისე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენში
არასათანადოდ არის დადასტურებული და დასაბუთებული 260–ე მუხლის მესამე
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენის
ფაქტი. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის
ბრალდებას, აღნიშნულის დასადასტურებლად მითითებულია მხოლოდ და მხოლოდ
ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა შ.მჭედლიშვილისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009
წლის 20 ივლისის #63აპ–09 განჩინებაში განსაზღვრულია სისხლის სამართლის
კოდექსის 262–ე მუხლის მტკიცების სავალდებულო სტანდარტი:
„საქართველოს სისხლის სამართლის კერძო ნაწილის შესაბამისად, „უკანონო
შემოტანაში“ იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა
საქართველოში, ე.ი. როდესაც პირი გადმოლახავს საქართველოს საზღვარს.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განსაზღვრულია, რომ 262–ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენისას აუცილებლად უნდა
დადასტურდეს შემდეგი პირობები კუმულაციურად:
 უცხო ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის ფაქტი
 საქართველოს საზღვრის გადმოლახვა ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად
თუმცა, როგორც წინასწარი ისე სასამართლო გამოძიებისას ბრალდების მხარეს არ
წარმოუდგენია არც ერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ლ.კობაიძის–ის მიერ
38 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
თურქეთის რესპუბლიკაში ნარკოტიკის შეძენისა და საქართველოში მისი უკანონოდ
შემოტანის ფაქტს. ამ ნაწილში განაჩენი ემყარება მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს.
2011 წლის 19 მაისს მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს და მოვითხოვეთ
ინფორმაცია, თუ როდის გადმოკვეთა მოქალაქე ლელა კობაიძემ საქართველოს
სახელმწიფო საზღვარი 2007 წლის 22 აგვისტოს, რომლის შესაბამისადაც გვეცნობა, რომ
აღნიშნული განხორციელდა 2007 წლის 22 აგვისტოს 5 საათსა და 55 წუთზე.
მსჯავრდებულ ლელა კობაიძის დაკავება მოხდა 2007 წლის 22 აგვისტოს, 9 საათსა და 45
წუთზე ანუ საზღვარზე შემოსვლიდან 3 საათის და 50 წუთის შემდეგ. მან ისე გამოიარა
სახელმწიფო საზღვარი, რომ არ მომხდარა რაიმე ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენა
„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ღონისძიებების შესაბამისად.
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის კოდექსის32 496–ე
მუხლის მიხედვით სასამართლოს განაჩენი აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული,
რაც გულისხმობს, რომ მისი დასკვნები უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე
განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. იმავე კოდექსის 503–ე მუხლის
მესამე ნაწილის მიხედვით გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს
ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მიხედვით
გარანტირებულია სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის
ვალდებულება. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ აქვს ფიქსირებული
სტანდარტი, რომლის ფარგლებშიც სავალდებულოდ უნდა მოხდეს სასამართლო
გადაწყვეტილების დასაბუთება. აღნიშნული ყოველი საქმის თავისებურებების
მიხედვით უნდა გადაწყდეს.33 ზოგადად საქმის განმხილველ სასამართლოს არ აქვს იმის
ვალდებულება, რომ ყველა არგუმენტის საპასუხოდ დეტალური პასუხი წარადგინოს.34
გადაწყვეტილებიდან უნდა იკვეთებოდეს, რომ მთავარი საკითხები იქნა
პასუხგაცემული და მხედველობაში მიღებული.35 დამატებით აღსანიშნავია, რომ
საზოგადოებისთვის და ბრალდებულისთვის სასამართლო გადაწყვეტილებიდან უნდა
გახდეს ცხადი, თუ რატომ მოხდა პირის კონკრეტულ ბრალდებაში გამტყუნება.36
32 რომელიც მოქმედებდა საქმის განხილვის დროს.
33 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის განჩინება საქმეზე Ruiz Torija v.
Spain, $ 29.
34 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 14 აპრილის განჩინება საქმეზე Van de Hurk
v. the Netherlands, $ 61.
35 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება საქმეზე Boldea v.
Romania, $ 30.
36 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის 2009 წლის 13 იანვრის განჩინება საქმეზე
Taxquet v. Belgium, $ 48.
39 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობა ძირითადად მოიცავს
სამართალწარმოების შემდეგ სფეროებს: 1. მტკიცებულებათა შეფასება; 2. ფაქტების
დადგენა; 3. სამართლებრივი არგუმენტაცია; 4. პროცედურული საკითხები.37
სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია მხოლოდ და
მხოლოდ შესაბამისი ნორმების მითითება (და ამ მხრივ პირისთვის შესაბამის
მოთხოვნაზე უარის თქმა).38 ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით კი ad hoc მიდგომა
გამოიყენება და ჯეროვანი დასაბუთებულობა დამოკიდებულია საქმის ყოველ
დეტალზე.
ლელა კობაიძის საქმეში ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე
შემოტანის ფაქტი არ არის დადასტურებული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად
და მხოლოდ და მხოლოდ შ.მჭედლიშვილი მიუთითებს აღნიშნულის შესახებ და თან
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, ცალკე აღებული არ
წარმოადგენდა მტკიცებულებას.39 მსჯავრდებული ლელა კობაიძე საზღვრის
გადმოკვეთის შემდგომ რამდენიმე საათი იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და
ამ პირობებში შესაძლებელი იყო ნარკოტიკული საშუალების შეძენა. არანაირი უტყუარი
მტკიცებულება არ არის განაჩენში მითითებული, რომელიც დაადასტურებდა
ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტს.
მიუხედავად აღნიშნულისა, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა ბრალეულად
ცნეს ლელა კობაიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262–ე მუხლის
მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და
მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული დარღვევა თავის მხრივ არ
გამოსწორებულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერაც, რომელმაც საკასაციო
საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამ პირობებში მსჯავრდებული ლელა კობაიძე იხდის იმ
ქმედებისთვის სასჯელს, რომელიც სასამართლომ არასწორად მიიჩნია „კანონით
დადგენილი წესით“ დამტკიცებულად.
გაჭიანურებული სასამართლო განხილვა
საქმის სამართლიანი განხილვის უფლება სასამართლოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში
განხილვას გულისხმობს. წინამდებარე ქვეთავში ერთის მხრივ წარმოდგენილი იქნება
პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ სასამართლო განხილვის გაჭიანურების, მეორეს
მხრივ კი – არასაპატიმრო საქმეების არაგონივრულ ვადებში განხილვასთან
დაკავშირებული პრობლემები.
37 Human Rights in Criminal Proceedings, S. Trechsel, Oxford University Press, 2006, გვ 107.
38 ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის 1981 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X v.
Federal Republic of Germany.
39 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110–ე მუხლი.
40 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
საპატიმრო საქმეების არაგონივრულ ვადებში განხილვა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მიხედვით:
„ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან
მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის
გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და
საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და
მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით,
გონივრული ვადის ათვლა იწყება ბრალდების წარდგენის მომენტიდან.40 აღნიშნული
პრინციპი მოქმედებს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების
გამოტანამდე და ვრცელდება სააპელაციო სამართალწარმოებაზეც.41
საქმეში პელისიერი და სასი საფრანგეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გონივრული ვადა უნდა შეფასდეს საქმის
სირთულის, ბრალდებულის ბრალეული ქმედებისა და სახელმწიფოს კომპეტენტური
ორგანოების ბრალეული ქმედებების ჭრილში.42
ამასთან საქმეში ფარაფონოვა უკრაინის წინააღმდეგ სასამართლომ განმარტა, რომ
შეიძლება ბრალეულად ჩაითვალოს ბრალდებულისათვის ადგილობრივი
კანონმდებლობით მინიჭებული მისივე ინტერესების დასაცავად შუამდგომლობებისა
და საჩივრების, მათ შორის მოსამართლის აცილების, გამოყენების უფლება.43
ამავე საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ბრალდებულმა
გარკვეულწილად ხელი შეუწყო სასამართლო განხილვის გაჭიანურების პროცესს, არ
შეიძლება სასამართლო განხილვის გაჭიანურების გამამართლებლად მხოლოდ ამ
საფუძვლის გამოყენება.44
სახალხო დამცველის აპარატში განხილულ იქნა ანდრო ჩხიკვიშვილის საქმე, რომელიც
დააკავეს 2006 წლის 18 ოქტომბერს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4
ივლისის განაჩენით ანდრო ჩხიკვიშვილი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე
მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით
თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული განაჩენი
40 inter alia, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1982 წლის 15 ივლისის განჩინება საქმეზე
Eckle v. Germany, $ 73.
41 nter alia, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1968 წლის 27 ივნისის განჩინება საქმეზე
Wemhoff v. Germany, $ 18.
42 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე
Pelissier and Sassi v. France, საქმე #25444/94, €67
43 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე
Farafonova v. Ukraine, საქმე #28780/02, §32
44 იქვე, §35
41 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
2008 წლის 19 დეკემბრის განაჩენით და ამოირიცხა 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და
„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებები. საქართველოს უზენაესი
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით
დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა გაუქმებულ იქნა და საქმე დაუბრუნდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განხილვისთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერის 2011 წლის 15 აპრილის წერილით
დასტურდება, რომ 2009 წლის 9 ივლისიდან 2011 წლის 18 მარტამდე მსჯავრდებულ
ანდრო ჩხიკვიშვილის საქმე იმყოფებოდა მოსამართლე მზია ლომთათიძის წარმოებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლის თანაშემწის 2011 წლის 7 აპრილის წერილის მიხედვით 2011 წლის 18
მარტიდან საქმე იმყოფება მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილის წარმოებაში.
საქართველოს 2009 წლის 10 ოქტომბრის სისხლის სამართლის კოდექსის 329–ე მუხლის
პირველი ნაწილის მიხედვით 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის კოდექსი
ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული, მაგრამ იმავე მუხლის მესამე ნაწილის
მიხედვით პროცესი გრძელდება ადრე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით, თუკი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მისი მოქმედების პერიოდში.
შესაბამისად, ანდრო ჩხიკვიშვილის საქმეზე ვრცელდება 1998 წლის 20 თებერვლის
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. აღნიშნული კანონის 528–ე მუხლის მეორე
ნაწილის მიხედვით სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან
არა უგვიანეს 3 თვისა. კანონი არ აკონკრეტებს იმ ვადას, რომლის ფარგლებშიც უნდა
მოხდეს მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანა. კანონი ადგენს მხოლოდ და მხოლოდ
სპეციალურ ვადაში საქმის განხილვის გარანტიას და დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს
ადამიანის უფლებათა სამართალი.
გონივრულ ვადაში საქმის განხილვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება ისეთი
გარემოებები როგორებიცაა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ასაკი, ჯანმრთელობის
მდგომარეობა45 და პატიმრობაში გატარებული პერიოდი46. როგორც ზემოთ აღინიშნა
დამატებით ხდება ისეთი საკითხების გათვალისწინება, როგორებიცაა საქმის
სირთულე47, სახელისუფლებო ორგანოთა ქმედებები48 და დაცვის მხარის ბრალეული
მოქმედება49.
45 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2002 წლის 7 თებერვლის განჩინება საქმეზე Beljanski v.
France, $ 40.
46 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 29 აპრილის განჩინება საქმეზე Motsnik v.
Estonia, $ 40.
47 inter alia, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1968 წლის 27 ივნისის განჩინება საქმეზე
Neumister v. Germany, $ 21.
48 inter alia, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2002 წლის 4 ივლისის განჩინება საქმეზე Del
Federico v. Italy, $ 21.
49 inter alia, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის 27 ნოემბრის განჩინება საქმეზე
Kemmache v. France, $ 64.
42 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
მსჯავრდებული ანდრო ჩხიკვიშვილი არის 1945 წელს დაბადებული. როგორც სახალხო
დამცველის აპარატში წარმოდგენილი განცხადებიდან იკვეთება მას აღენიშნება
ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. სააპელაციო სასამართლოში საქმე
განიხილება 2009 წლის 9 ივლისიდან. 2011 წლის 18 მარტამდე საქმეს იხილავდა
მოსამართლე მზია ლომთათიძე და დაახლოებით 1 წლის და 8 თვის გასვლის შემდეგაც
არ ყოფილა გამოტანილი განაჩენი.
საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს არანაირ რეგულირებას, რომლის
საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სამართალწარმოების დაჩქარების უზრუნველყოფა.
აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნას ისეთი დებულება,
რომელიც მისცემდა საშუალებას ბრალდებულს/ადვოკატს იმის უფლებას, რომ
მოახდინოს შესაბამისი საჩივრით მიმართვა საქმის განხილვის დაჩქარების მოთხოვნით.
აღნიშნული უზრუნველყოფს ევროკონვენციის მე–13 მუხლით დადგენილი
სტანდარტის უკეთ რეალიზებას და ასევე უფლების შიდა სახელმწიფოებრივი დაცვის
შესაძლებლობას რეალურს გახდის.
არასაპატიმრო საქმეების განხილვასთან დაკავშირებული პრობლემები
სისხლის სამართლის სამართალწარმოების ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემას
წარმოადგენს არასაპატიმრო საქმეების არაგონივრულ ვადებში განხილვა. გვხვდება
შემთხვევები, როდესაც არასაპატიმრო საქმეები წლების განმავლობაში განუხილველია
ან ჭიანურდება უკვე დაწყებული საქმეების განხილვა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებებით მიმართა
ერთ–ერთმა განსასჯელმა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული
ჰქონდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება (გირაო). განსასჯელის განმარტებით, 2010
წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
კოლეგიის მოსამართლის მიერ მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი
განხილვის სხდომა გადადო, თუმცა მას შემდეგ საქმის განხილვა არ გაგრძელებულა
(ვ.ნიშნიანიძის საქმე).
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია სასამართლოს
წარმოებაში არსებული არასაპატიმრო საქმეების შესახებ. სახალხო დამცველის
აპარატისათვის 2011 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2011 წლის
ოქტომბრის მდგომარეობით პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის
განხილვა დასრულებული არ იყო 582 არასაპატიმრო საქმეზე, აქედან 61 სისხლის
სამართლის საქმე სასამართლოში განსახილველად შესულია 2010 წელს. როგორც
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ამავე პერიოდში მოწოდებული
ინფორმაციიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლიდან 2011 წლის
ჩათვლით წელს შესული 14225 არასაპატიმრო საქმეებიდან 546 საქმეზე განხილვა
დასრულებული არ არის. არასაპატიმრო საქმეების განხილვის გაჭიანურების მიზეზად
43 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
თბილისის საქალაქო სასამართლო შესული სისხლის სამართლის საქმეების სიმრავლეს
ასახელებს, ასევე აღნიშნავს, რომ არასაპატიმრო სისხლის სამართლის საქმეთა
განხილვის პარალელურად განხილება საპატიმრო სისხლის სამართლის საქმეებიც.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში იმსჯელა საქმის
გონივრულ ვადაში განხილვის საკითხზე. საქმეში „ფარაფონოვა უკრაინის წინააღმდეგ“
(2001 წელს ბრალდებულს შეფარდებული ჰქონდა გაუსვლელობის ხელწერილი, 2006
წელს სასამართლომ ის ხულიგნობაში სცნო დამნაშავედ და 3 წლით თავისუფლების
აღკვეთა შეუფარდა) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ
ბრალდებული იყო საფრთხის ქვეშ, რადგან იტანჯებოდა მომავლის გაურკვევლობით.50
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით აუცილებელია სასამართლოების მიერ
საქმეების განხილვა გონივრულ ვადებში მოხდეს, რათა ბრალდებულებს არ ჰქონდეთ
გაურკვევლობის მუდმივი შიში და თავიდან იქნას აცილებული სამართლიან
მართლმსაჯულებაზე დროის განსაზღვრულ შუალედში ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით
გარანტირებული უფლების დარღვევა.
განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის პრობლემები
სახალხო დამცველის აპარატში განხილული საქმეებიდან გამომდინარე შეიძლება
ითქვას, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემას
წარმოადგენს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის საკითხი. გვხვდება
შემთხვევები, როდესაც განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი იმაზე უფრო
მძიმეა, ვიდრე კანონით არის გათვალისწინებული. როდესაც განაჩენთა ერთობლიობით
ხდება სასჯელის შეფარდება ერთიანი სასჯელის ათვლა ხორციელდება ახალი განაჩენის
მიღების დღიდან.51 ამას ემატება წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილი. ამ დროს
პრობლემურია სწორედ ბოლო განაჩენის მოუხდელი ნაწილის განსაზღვრა.
გაურკვევლობას იწვევს ასევე აღკვეთის ღონისძიების საკითხი, რომლის ჩათვლა და
მიმართება ძველ ან ახალ სასჯელთან საკმაოდ ხარვეზიანია. ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა
რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, სადაც გამოიკვეთა გარკვეული პრობლემური
ასპექტები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით
განსაზღვრულია განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა დანიშვნის წესი:
50 ფარაფონოვა უკრაინის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. 2009 წლის 11
მარტის განჩინება, $30
51 გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი
მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის.
44 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
„განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო
განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული
სასჯელის მოუხდელ ნაწილს.“
გამამტყუნებელ განაჩენთა ერთობლიობა წარმოადგენს დანაშაულთა ერთობლიობის,
როგორც დანაშაულთა სიმრავლის, ერთ–ერთ სახეს. დანაშაულთა ერთობლიობა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–16 და 59–ე მუხლების მიხედვით
განიმარტება ვიწრო გაგებით და მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც რამდენიმე ინკრიმინირებული ქმედება ჩადენილია საბოლოო განაჩენის
გამოტანამდე და მათში ბრალდების საქმე ერთი სამართალწარმოების ფარგლებში
განიხილება. ამისგან განსხვავებით განაჩენთა ერთობლიობა წარმოადგენს შემთხვევას,
როდესაც განაჩენის გამოტანის მომენტისთვის არსებობს კანონიერ ძალაში შესული
საბოლოო განაჩენი სხვა მანამდე ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით ან/და რამდენიმე
პარალელური სამართალწარმოების ფარგლებში ხორციელდება ბრალდებულის მიმართ
საქმის განხილვა, რომლებიც საბოლოოდ გამამტყუნებელი განაჩენით სრულდება
(დანაშაულთა ერთობლიობა ფართო გაგებით).
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა განაჩენთა ერთობლიობის
რამდენიმე შემთხვევას აწესრიგებს:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მიხედვით
განსაზღვრული შემთხვევა, როდესაც ახალი განაჩენის გამოტანის მომენტისთვის
საბოლოო განაჩენი არსებობს და სასამართლოსთვის ცნობილია აღნიშნულის შესახებ.
 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286–ე მუხლით
განსაზღვრული შემთხვევა, როდესაც პირის მიმართ ადრე გამოტანილი საბოლოო
განაჩენის შესახებ არ იყო ცნობილი სასამართლოსთვის.
 როდესაც რამდენიმე საქმე განიხილებოდა პირის მიმართ ერთდროულად
ან/და განაჩენის მომენტისთვის წინა განაჩენი არ იყო საბოლოო (იმ პირობით, რომ ყველა
განაჩენი იქნება აღსრულების პროცესში).52
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლი განსაზღვრავს ზოგად წესს,
თუ როგორ ხდება სასჯელების შეკრება და პირდაპირ მიუთითებს, რომ ყველა სანქცია
უნდა შეიკრიბოს მექანიკურად და შემდეგ მოხდეს მისი ტრანსფორმაცია ერთ საბოლოო
სასჯელად. სსსკ–ის 286–ე მუხლი არ განსაზღვრავს ამგვარ წესს და უბრალოდ
მიუთითებს, რომ:
„..პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება
მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის
შესახებ“.
52 რეალურად შეიძლება ასევე წარმოიქმნას სიტუაცია, როდესაც ერთი განაჩენის შესახებ არ იცოდეს მეორე
მოსამართლემ, რომელიც განიხილავს საქმეს და თავის მხრივ (თუკი კიდევ ერთი სამართალწარმოება
მიმდინარეობს) მესამე სასამართლომ მოახდინოს ადრე გამოტანილ განაჩენთა შეკრება.
45 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის მიხედვით
განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის
მიღების დღიდან. აღნიშნული წესი მოქმედებს არა მხოლოდ და მხოლოდ სსკ–ის 59–ე
მუხლით დადგენილი პროცედურის გამოყენებისას, არამედ, მაშინაც როცა სახეზეა
სსსკ–ის 286–ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა.53 ამ წესიდან არსებობს
გამონაკლისი, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი
პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის
მომენტისათვის. ამ შემთხვევაში, მოქმედებს ზოგადი წესი, რომლის მიხედვითაც
სასჯელის ათვლა დაკავების/დაპატიმრების მომენტიდან ხდება. ამ გამონაკლისის აზრია
ის არის, რომ თუ პირი არ არის შესაბამისი წესით დაპატიმრებული, განაჩენის
გამოტანის დღიდან სასჯელის ათვლა გაუმართლებელია. მაგრამ ასევე დამატებით
აუცილებელია ამ გამონაკლისის მოქმედების ფარგლების გაზრდა და ყველა იმ
შემთხვევის მიმართ მისი გავრცელება, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენება
საშეღავათო გარემოება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც უფრო მსუბუქი –
არათავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული – სასჯელი54 ისე სხვა ტიპის
სისხლისსამართლებრივი ღონისძიება55. განსაზღვრული და ნათელი საკანონმდებლო
დანაწესის არსებობის პირობებში განაჩენთა ერთობლიობის დროს მეტი სიზუსტე იქნება
დაცული სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
სასჯელის ათვლის წერტილის პარალელურად ასევე მნიშვნელოვანია სანქციათა
ჩათვლის წესი, რომელიც საკმაოდ პრობლემურია და ზოგიერთ შემთხვევაში
წარმოადგენს ადამიანის უფლებათა გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველს.
სახალხო დამცველის აპარატში შესწავლილ იქნა გოჩა ჭელიძის საქმე. გოჩა ჭელიძე
მსჯავრდებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის მესამე ნაწილით, 187–ე მუხლის მეორე
ნაწილით და 109–ე მუხლის “ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა
ჩადენისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად
სასჯელები შეიკრიბა და მსჯავრდებულ გოჩა ჭელიძეს სასჯელის სახედ და ზომად
განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლის ვადით. 2004 წლის 14 დეკემბერს
მსჯავრდებული გოჩა ჭელიძე კვლავ იქნა გასამართლებული საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით,
ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 144–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“,
„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 378–ე მუხლის
მეორე და მეოთხე ნაწილებით, 236–ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებით და 379–ე
მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 23 წლით
თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელის ნაწილი
53 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის #271–ე განჩინება
54 მაგალითისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73–ე მუხლის შესაბამისად უფრო
მსუბუქი სასჯელით თავისუფლების აღკვეთის შეცვლა.
55 მაგალითისთვის, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება.
46 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ
საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით გოჩა ჭელიძე
მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109–ე მუხლის „გ“,
„ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით, 19,379–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 379–ე
მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 236–ე მუხლის პირველი და მეორე
ნაწილით, 237–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის და საბოლოო სასჯელის
სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით გოჩა ჭელიძე
მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378–ე მუხლის
პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
სასამართლომ აღნიშნული სასჯელი დაუმატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს
საგამოძიებო კოლეგიის 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის
მოუხდელ ნაწილს და საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 26 წლის 1
თვის და 4 დღის ვადით.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გოჩა ჭელიძე
მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782–ე მუხლის
მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3
წლის ვადით. სასამართლომ ამ სასჯელს დაუმატა თბილისის საქალაქო სასამართლოს
2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 30 წლით თავისუფლების
აღკვეთის და 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 1 წლით
თავისუფლების აღკვეთის – ჯამის მოუხდელი ნაწილი 30 წელი 2 თვე და 11 დღე და
საბოლოოდ განუსაზღვრა 33 წლის 2 თვის და 11 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქმის კომპლექსურობიდან და ფაქტობრივი გარემოებების სირთულიდან გამომდინარე
არ მოვახდენთ სრულ მის ციტირებას და მხოლოდ მნიშვნელოვანი ფაქტების აღნიშვნით
შემოვიფარგლებით.
2007 წლის 8 თებერვალს გოჩა ჭელიძე გასამართლდა 2004 წლის 2 ივლისს
განხორციელებული რამდენიმე ქმედების გამო. მას ამ ქმედებებისთვის მიესაჯა
თავისუფლების აღკვეთა 25 წლის ვადით. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2006 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი
რედაქციის მიხედვით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური სასჯელი განაჩენთა
ერთობლიობის დროს წარმოადგენდა 30 წელს, სასამართლოს არ შეეძლო დაენიშნა
მასზე მაღალი სანქცია. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 8
თებერვალს გოჩა ჭელიძის მიმართ დანიშნა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი
არ გასაჩივრებულა.
გოჩა ჭელიძე 2007 წლის 18 აპრილს გასამართლდა 2004 წლის 6 იანვარს
განხორციელებული ქმედების გამო. სასამართლომ ამ დანაშაულისთვის
47 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
მსჯავრდებულს დააკისრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ შემთხვევაში
სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენის შესახებ და
სასამართლომ აღნიშნული 1 წელი მიუმატა 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენს.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გოჩა ჭელიძე
გასამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782–ე მუხლის მეორე
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც
მსჯავრდებულმა ჩაიდინა 2007 წლის 10 თებერვალს. ამ ქმედებისთვის სასამართლომ
გოჩა ჭელიძეს შეუფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. გარდაბნის რაიონულმა
სასამართლომ მოახდინა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელების შეკრება. ახლად
დანიშნულ სამი წლით თავისუფლების აღკვეთას მან დაუმატა 2007 წლის 8 თებერვალს
დანიშნული 30 წლით თავისუფლების აღკვეთის და 2007 წლის 18 აპრილს დანიშნული 1
წლით თავისუფლების აღკვეთათა ჯამის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად
განუსაზღვრა 33 წლით, 2 თვით და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც
მსჯავრდებულს დაეწყო 2007 წლის 27 ნოემბრიდან. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდა
სააპელაციო წესით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის
განაჩენით იგი ძალაში დარჩა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის მიხედვით განაჩენთა
ერთობლიობით მაქსიმალურ სასჯელად შეიძლება დაინიშნოს 40 წლით თავისუფლების
აღკვეთა. როგორც ზემოთ აღინიშნა 2006 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი
კანონმდებლობა მაქსიმალური სასჯელის სახით განსაზღვრავდა 30 წლით
თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს კონსტიტუციის და სისხლის სამართლის
კოდექსის შესაბამისად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება
ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონმდებლობით.56 იქიდან გამომდინარე, რომ გოჩა
ჭელიძე მსჯავრდებულ იქნა 2006 წლის 29 დეკემბრამდე ჩადენილი ქმედებებისთვის
2007 წლის 8 თებერვლის და 18 აპრილის განაჩენებით დანიშნულ სასჯელთა ჯამი არ
უნდა ყოფილიყო 30 წელზე მეტი. გოჩა ჭელიძის მიერ 2007 წლის 27 ნოემბერს ბრალად
შერაცხული ქმედება შეიძლება დანიშნულიყო 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთის
ვადით, მაგრამ წინა განაჩენთა ჯამი არ უნდა ყოფილიყო 30 წელზე მეტი.57
შესაბამისად, 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით 33 წელზე მეტი სასჯელის დანიშვნა ამ
შემთხვევაში არ შეიძლებოდა.58
ამ საქმეში ასევე მნიშვნელოვანია სასჯელის ათვლის საკითხიც. 30 წლის მაქსიმალური
სასჯელის შეფარდების და ათვლის წერტილი უნდა იყოს 2007 წლის 18 აპრილი და
შემდგომში მისი მოუხდელ ნაწილი უნდა დამატებოდა 2007 წლის 27 ნოემბრის
განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ უნდა დანიშნულიყო 32 წლით 7 თვით
და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.
56 საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მე–2 მუხლი.
57 ანუ 2007 წლის 18 აპრილის მდგომარეობით გოჩა ჭელიძეს მაქსიმუმ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა
შეიძლებოდა ჰქონოდა შეფარდებული.
58 მოხდილი სასჯელის (2007 წლის 18 აპრილს და 27 ნოემბერს შორის შუალედი) ჩათვლის პირობით.
48 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
მოცემულ საქმეში კანონმდებლობის არასაკმარისი სიცხადით და მოსამართლის
შეცდომის გამო მსჯავრდებულს უკანონოდ შეეფარდა 7 თვით და 9 დღით
თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის მატერიალურ ან
საპროცესო კოდექსში პირდაპირ უნდა გაიწეროს ისეთი რეგულირება, როდესაც
განაჩენთა ერთობლიობა ეხება რამდენიმე აღსრულების პროცესში მყოფ განაჩენს და
ყველა ის თავისებურება, რომელიც თუნდაც ზემოაღნიშნულ საქმეში გამოვლინდა,
საჭიროებს დეტალურ საკანონმდებლო მოწესრიგებას. ამ სისხლის სამართლის საქმეში
გოჩა ჭელიძის მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო
სამართლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები, რისი ერთ–ერთი საფუძველი
იყო შესაბამის საკანონმდებლო დანაწესთა არარსებობა.
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის და ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–7 მუხლით განსაზღვრულია
სისხლისსამართლებრივი კანონიერების პრინციპი, რომლის მიხედვითაც არავინ არ
აგებს პასუხს იმ ქმედობისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს არ ითვლებოდა
სამართალდარღვევად. ამასთან ნებისმიერი სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს
კონკრეტული სანქციის ფარგლებს და არ უნდა ცდებოდეს მისთვის დადგენილ
მაქსიმალურ ზომას.59 როდესაც მოსამართლემ 2007 წლის 8 თებერვლის და 18 აპრილის
განაჩენთა მიხედვით დანიშნული სასჯელები ცალ–ცალკე შეკრიბა, მან ამით დაარღვია
ადამიანის ზემოაღნიშნული ძირითადი უფლება, რადგან ამ დროს უკუძალა მიენიჭა
განაჩენთა ერთობლიობის ახალ წესს, რაც დაუშვებელია.60
გარდა სისხლისსამართლებრივი კანონიერების გარანტიისა, ასევე დაირღვა ორჯერ
მსჯავრდების (Double Jeopardy) აკრძალვის პრინციპი, რომელიც საქართველოს
კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–4 პუნქტით და ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–7 დამატებითი ოქმის მე–4 პუნქტით არის
გათვალისწინებული. მის მიხედვით, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს ერთი და იგივე
ქმედების61 გამო ორჯერ პასუხისმგებლობას. რეალურად 7 თვე და 9 დღე
თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულისთვის შეფარდებულია ზედმეტად და იგი
ამავე პერიოდის განმავლობაში უკვე მოხდილი სასჯელის გამო ისჯება, რაც
დაუშვებელია.62
59 ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–7 მუხლით გარანტირებული
უფლების შესახებ იხილეთ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 22 მარტის
განჩინება საქმეზე Streletz, Kessler and Krenz v. Germany, $ 50. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ
სტანდარტზე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის 1/1/428,447,459
გადაწყვეტილება, II 1-20.
60 Ibid. საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება, II – 33.
61 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის განჩინება საქმეზე Zolotukhin
v. Russia, $ 78-84.
62 ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტის მიხედვით აკრძალულია, არამარტო ერთი და იგივე
ქმედების გამო დასჯა, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნა ან მსჯავრდებაც. Ibid. Zolotukhin–ის
განჩინება $ 83.
49 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
გარდა ამისა, კანონმდებლობაში არის ასევე სხვადასხვა დებულებები, რომლებიც
აუცილებლად საჭიროებს გადაწყვეტას. კერძოდ, არ არის დარეგულირებული საკითხი,
როდესაც მსჯავრდებულის მიმართ იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა და ხდება
აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, თუ როგორ მოხდება ამ დროს მიმდინარე სასჯელის
დინების შეჩერება. აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოოდ
დაკავშირებულია შემდგომი სასჯელის დანიშვნის გადაწყვეტასა და სხვა მნიშვნელოვან
საკითხებთან. სისხლის სამართლის კოდექსის 62–ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით:
„სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში“.
კანონმდებლობით აუცილებელია დაზუსტდეს თუ რომელ სასჯელს აკლდება
აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების ვადა. ასევე განისაზღვროს ძველი სასჯელის
შეჩერების მომენტი, რათა შემდგომში მისი ახალდანიშნული სასჯელისთვის დამატების
საკითხი დადგინდეს მკაფიოდ. ამ სფეროში განუსაზღვრელმა კანონმდებლობამ
სახალხო დამცველის აპარატში განხილულ ირაკლი კერესელიძის საქმეში გამოიწვია ის,
რომ მსჯავრდებული სასჯელის გარკვეული ოდენობის მოხდისგან „გათავისუფლდა“ და
შემდგომ სასამართლოს მოუხდა სხვა ძირითადი უფლებების შელახვის ხარჯზე
„სამართლიანობის“ აღდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 24 მაისის განაჩენით, ირაკლი
კერესელიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
(1960 წლის რედაქცია) 238-ე, 19-190-ე და 104-ე მუხლებით გათვალისწინებულ
დანაშაულთა ჩადენისთვის. მას სასჯელის სახით, განესაზღვრა სიკვდილით დასჯა. იგი
დაკავებულ იქნა 1995 წლის 24 აგვისტოს. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25
ივლისის #387 ბრძანებულების საფუძველზე, ირაკლი კერესელიძეს სიკვდილით დასჯა
შეეცვალა 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
2002 წლის 29 მარტს ირაკლი კერესელიძემ კვლავ ჩაიდინა დანაშაული, რაც
გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით და
19-379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამ ქმედებებისთვის
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით მას მიესაჯა 4
წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს ნაწილობრივ
დაემატა 1996 წლის 24 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 9
წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განესაზღვრა 13 წლით და 6 თვის
ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო ახალი დანაშაულის ჩადენის
დღიდან – 2002 წლის 29 მარტიდან.
2007 წლის 20 აპრილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა ი.კერესელიძის
საჩივრები 1996 წლის 24 მაისის განაჩენზე და განჩინებით შეცვალა 1996 წლის 24 მაისის
განაჩენი, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელს 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის
ნაცვლად, განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, საბოლოოდ
დანიშნული სასჯელის მოხდის დაწყებისა და დასრულების თარიღები სასამართლოს არ
მიუთითებია.
50 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით
აღმოიფხვრა 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა
და ი.კერესელიძეს განესაზღვრა სასჯელის მოხდის დაწყებისა და დასრულების ვადები.
სასამართლომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ „2006 წლის 12
აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 4 წლით და 6 თვით თავისუფლების
აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 20
აპრილის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 წლით
თავისუფლების აღკვეთის სახით და საბოლოო ი.კერესელიძეს განესაზღვროს 8 წლისა
და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 29
მარტიდან.“
2008 წლის 3 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა
ი.კერესელიძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12
აპრილის განაჩენზე და უცვლელად დატოვა იგი. თუმცა, განაჩენის სარეზოლუციო
ნაწილში მიუთითა, რომ 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნულ 4 წლით და 6
თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა 1996 წლის 24 მაისის განაჩენით
დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და
საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის
მოხდა დაეწყო ახალი დანაშაულის ჩადენის დღიდან – 2002 წლის 29 მარტიდან და მისი
მოხდის დასასრულად დადგინდა 2015 წლის 29 სექტემბერი.
2009 წლის 3 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინებით აღმოფხვრა
2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა. სასამართლომ
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შეიტანა ცვლილება იმ მიმართებით, რომ
ი.კერესელიძეს სასჯელის ათვლა დაეწყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ
განაჩენის გამოტანის დღიდან – 2006 წლის 12 აპრილიდან.
2009 წლის 7 აპრილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა ი.კერესელიძის
საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის
განაჩენზე და განჩინებით შეცვალა 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენი, რის საფუძველზეც,
ი.კერესელიძეს 2002 წლის 29 მარტს ჩადენილი დანაშაულებისთვის 4 წლით და 6 თვით
თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად განუსაზღვრა 3 წლის ვადით თავისუფლების
აღკვეთა, რასაც დაემატა 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით დანიშნული სასჯელის
მოუხდელი ნაწილი 4 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით (რაც დანიშნული ჰქონდა
1995 წელს ჩადენილი დანაშაულებისთვის) და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით
თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაიწყო 2006 წლის 12 აპრილიდან.
ირაკლის კერესელიძის სისხლის სამართლის საქმეში სამივე ინსტანციის სასამართლოს
მოუხდა განჩინებაში დაშვებული ბუნდოვანების აღმოფხვრის მიზნით
დადგენილებების (განჩინებების) მიღება. პრობლემა ამ საქმეში იყო ის, რომ პირველი
ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოთვლილი სასჯელის ათვლის
მომენტად დანაშაულის ჩადენის დრო, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბოლოო შეკრებისას
51 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სასამართლოს არ მოუხდენია ადამიანის უფლებების დარღვევა მსჯავრდებულის
საუარესოდ, რადგან რეალურად ამგვარი მიდგომით ირაკლი კერესელიძე 4 წლით
თავისუფლების აღკვეთისგან გათავისუფლდა.
ამ საქმეში პრობლემური იყო სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის
განაჩენი და 2009 წლის 3 აპრილის განჩინება ბუნდოვანების აღმოფხვრის შესახებ.
ზემოაღნიშნული აქტებით სააპელაციო სასამართლომ ირაკლი კერესელიძეს განაჩენთა
ერთობლიობით მიუსაჯა 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ განაჩენით
სასჯელის ათვლის წერტილად მითითებული იყო 2002 წლის 29 მარტი და
მსჯავრდებულისთვის სასჯელის დასასრულად განიხილებოდა 2015 წლის 29
სექტემბერი. მაგრამ 3 აპრილის განჩინებით შეიცვალა სასჯელის ათვლის მომენტი და
აღნიშნულ თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 12 აპრილი – პირველი ინსტანციის
განაჩენის მიღების დღე. ანუ მსჯავრდებულის საჩივრის განხილვისას სააპელაციო
სასამართლომ დაამძიმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული
სასჯელი. ამ შემთხვევაში კი დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობა და ადამიანის ძირითადი უფლებები.
საქმის განხილვის დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 615–ე
მუხლის მიხედვით სასამართლოს შეეძლო გადაწყვეტილებაში შეეტანა:
„... დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე
მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების, სამოქალაქო
სარჩელის დაკმაყოფილებისა და სარჩელის თანხის განსაზღვრის შესახებ.“
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის მიხედვით სასჯელის
მოხდის ვადა გახანგრძლივდა 4 წელზე მეტი ვადით, რაც საბოლოო ჯამში
წარმოადგენდა reformatio in peius აკრძალვის პრინციპის დარღვევას, რომელიც
გარანტირებული იყო საქმის განხილვისას მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 540–ე მუხლით. ირაკლი კერესელიძის საჩივრის განხილვისას მის საუარესოდ
შებრუნდა საქმე, რაც დაუშვებელი იყო. აღნიშნული წარმოადგენს ასევე საქართველოს
კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, რომელიც განსაზღვრავს
გასაჩივრების ძირითად უფლებას.63 არცერთი უფლების პროცედურული რეალიზება არ
შეიძლება იყოს ზიანის მომტანი უფლების სუბიექტისთვის, რადგან შესაბამისი
გარანტიები მომქმედებს სწორედ იმ მიმართებით, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები
და არცერთ შემთხვევაში იმ მიზნით, რომ დამატებით შეზღუდოს იგი.
ერთ–ერთი პრობლემური საკითხი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ასევე
არის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სამართალწარმოების განახლების
საფუძვლები. 310–ე მუხლში წარმოშობილი, რომელიმე სამართლებრივი საფუძვლის
63 ამ უფლების შესახებ იხილეთ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის
#2/6/264 გადაწყვეტილება.
52 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული იწვევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის
შემსუბუქებას კონკრეტული განაჩენის ფარგლებში. თუკი აღნიშნული განაჩენი თავის
მხრივ სხვა განაჩენის საფუძველია, განაჩენთა ერთობლიობიდან გამომდინარე, არ
არსებობს ამ მეორე აქტის შეცვლის შესაძლებლობა, რადგან საქართველოს
სასამართლოების სამართალწარმოების პრაქტიკით64 მხოლოდ და მხოლოდ მკაფიოდ
განსაზღვრულ შემთხვევებში ხდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
დასრულებული საქმეთა განახლება. საკითხის უკეთ რეგულირებისთვის აუცილებელია
დამატებით გაიწეროს განაჩენთა ერთობლიობის დროს ახლად გამოვლენილი
გარემოების გადაწყვეტის წესი.
როგორც ზემოთ წარმოდგენილი საქმეებიდან ირკვევა საქართველოს სისხლის
სამართლის კანონმდებლობა და სამართალწარმოების პრაქტიკა საკმაოდ პრობლემურია
განაჩენთა ერთობლიობით დასანიშნი სასჯელის განსაზღვრის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ წარმოდგენილი ორივე საქმე საანგარიშო პერიოდამდე
არის დასრულებული, მათგან მომდინარე სამართლებრივი შედეგი – თავისუფლების
აღკვეთა დღესაც სახეზეა და მათ შესაბამის მსჯავრდებულთა მიერ ხდება სასჯელთა
მოხდა იმ ფარგლებში, რომელიც კანონის დარღვევით შეეფარდათ მათ.
ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი

უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის პროცესის ერთ–ერთ პრინციპს
წარმოადგენს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ
დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს
ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.65 თუმცა სახალხო დამცველის
აპარატში განხილული საქმეებიდან რიგ შემთხვევებში საწინააღმდეგო იკვეთება.
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით:
„ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა
გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“
აღნიშნული დებულება (in dubio pro reo66) მოქმედებს სისხლის სამართალში
ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, როდესაც არსებულ მტკიცებულებებზე
დაყრდნობით არსებობს რამდენიმე დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა.
უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ამ დროს ბრალდებულისთვის
ყველაზე სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღება.
64 inter alia, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6
ივნისის #39/საზ-09 და 2009 წლის 10 სექტემბრის #41/საზ–09 განჩინებები
65 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილი
66 ამ პრინციპთან დაკავშირებით იხილეთ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 29
მარტის განჩინებაზე Achour v. France მოსამართლე პოპოვიჩის განსხვავებული აზრი.
53 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლის ადგენს, რომ პირი
თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუკი კონკრეტული დანაშაულის ჩადენიდან
გასულია ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პერიოდი. ხანდაზმულობის
ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით
პასუხისგებაში მიცემამდე.67
ხანდაზმულობის ვადის გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია დანაშაულის
შემადგენლობის განხორციელება ან შესაბამისი მცდელობა/მომზადება, რადგან სწორედ
ამ პერიოდიდან აითვლება იგი. ამ წესისგან განსხვავებით ერთიანი დენადი დანაშაული
იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და მხოლოდ სრულდება დანაშაულის აღკვეთით.
მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის შემთხვევაში ხანდაზმულობის
ვადა აითვლება მხოლოდ მას შემდეგ რაც დამთავრდება დანაშაულის შემადგენლობის
განხორციელება, ანუ როცა შეწყდება იარაღის შენახვა. თუკი შეუძლებელია იმის ზუსტი
გარკვევა, თუ როდის დასრულდა დანაშაულის ჩადენა, ყოველგვარი ეჭვი უნდა
გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და შეწყდეს პირის მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნა. აღნიშნული მიდგომა აქვს დადგენილი ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 იანვრის განაჩენში.68
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 აპრილის განაჩენით კობა გიორგაძე,
ნუგზარ შენგელია და ზაურ ჭკადუა ცნობილ იქნენ ბრალეულად საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 23,303–ე მუხლის პირველი ნაწილით, 177–ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 210–ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობების
ჩადენისთვის. ამავე განაჩენით გოჩა უბილავა მსჯავრდებულ იქნა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 23,303–ე მუხლის პირველი ნაწილით, 177–ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენისთვის. 2011 წლის 6 აპრილის
განაჩენით დამტკიცდა ასევე საპროცესო შეთანხმება სამეგრელოსა და ზემო–სვანეთის
საოლქო პროკურორსა და მსჯავრდებულ მარო გვიჭიანს შორის და ეს უკანასკნელი
მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლის მეორე
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ზემოაღნიშნულ განაჩენში მითითებულია, რომ მსჯავრდებულთა მიერ ქურდობა და ხე–
ტყის უკანონოდ გაჩეხვა ჩადენილია დაუდგენელ დროსა და ვითარებაში. რეალურად
გაურკვეველია დანაშაულის ჩადენის ზუსტი დრო. შესაბამისად, შეუძლებელია იმის
თქმა, გასულია თუ არა ხანდაზმულობის ვადები მსჯავრდებულებთან მიმართებით,
რადგან სახეზე არ არის ერთიანი დანაშაულის რომელიმე სახე.
აღნიშნული მიდგომა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოიყენება ხშირ
შემთხვევაში. შესაბამისად, არ არის გარკვეული ხანდაზმულობის ვადების საკითხი, რაც
იწვევს ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაძლებლობას. აუცილებელია
67 სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლის მეორე ნაწილი.
68 საქმე #1/ბ–864–2008
54 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სასამართლოებმა ყველა ეჭვი, რომელიც ეხება დანაშაულის ჩადენის დროის საკითხს
გადაწყვიტონ ბრალდებულთა სასარგებლოდ ან/და მოახდინოს დანაშაულის
განხორციელების სავარაუდო თარიღის იდენტიფიცირება ხანდაზმულობის ვადის
ფარგლებში.69
სახალხო დამცველის აპარატში შესწავლილი საქმეების ანალიზის შედეგად შეიძლება
ითქვას, რომ პრობლემები სასამართლო სისტემაში მრავლადაა. როგორც ზემოთ
მიმოხილული საქმეებიდან იკვეთება, ცალკეული მოსამართლის მიერ დაშვებული
შეცდომის შედეგად მსჯავრდებულს შესაძლოა კანონით გათვალისწინებულზე მეტი
დროის გატარება მოუწიოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც დაუშვებელია.
შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანია მოხდეს სახალხო დამცველის რეკომენდაციების
გათვალისწინება მომავალში ადამიანის უფლებების დარღვევების თავიდან
ასაცილებლად. ასევე აუცილებელია სასამართლო სისტემაში დაწყებული რეფორმის
ბოლომდე მიყვანა, რათა სასამართლო საქართველოში სამართლიანობის აღდგენის
ურყევი გარანტი იყოს.
რეკომენდაციები:
რეკომენდაციით მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს:
ა) სასამართლო კანცელარიაში დოკუმენტაციის ჩაბარების მსურველთა ნაკადის
განსატვირთად უზრუნველყოს სათანადო ღონისძებების გატარება, რომელიც
აღმოფხვრის არსებულ პრობლემებს.
ბ) უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის იმ
სასამართლო დარბაზებში გამართვა, რომელიც დამატებითი ბარიერების გარეშე
ხელმისაწვდომია სხდომაზე დასწრების სურვილის მქონე ყველა პირისათვის.
რეკომენდაციით მივმართავთ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს:
ა) განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს საქმეთა განხილვისას კვალიფიციური
თარჯიმნის მონაწილეობას და ამ მიზნით სასამართლომ უზრუნველყოს შესაბამისი
სპეციალისტების წინასწარი შერჩევა.
ბ) მიეცეს სათანადო მითითებები მანდატურებს, რათა დამატებითი დაბრკოლებების
გარეშე განახორციელონ მოქალაქეთა დაშვება სასამართლო სხდომის დარბაზებში.
69 აღნიშნული ეჭვი ასევე შეიძლება არსებობდეს კანონმდებლობს რეტროაქტიულ გამოყენებასთან
მიმართებითაც.
55 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
გ) რეკომენდაციით მივმართავთ ახალქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს,
სასამართლოს სხდომების საჯაროობის უკეთ უზრუნველსაყოფად სხდომების შესახებ
ინფორმაცია განთავსდეს (გამოიკრას) სასამართლო შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
რეკომენდაციით მივმართავთ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს:
ა) მიეცეს სათანადო მითითებები მანდატურებს, რათა არ შეიზღუდოს სასამართლო
სხდომაზე დამსწრეთა მიერ სხდომის მიმდინარეობისას გარკვეული ჩანაწერების
(საწერი კალმით) გაკეთების უფლება.
ბ) მიეცეს სათანადო მითითებები მანდატურებს, რათა დამატებითი დაბრკოლებების
გარეშე განახორციელონ მოქალაქეთა დაშვება სასამართლო სხდომის დარბაზებში.
რეკომენდაციით მივმართავთ საერთო სასამართლოებს:
ა) უზრუნველყონ სასამართლო სხდომებზე დასწრების სურვილის მქონე მოქალაქეთა
თავისუფალი დაშვება დამატებითი ბარიერების შექმნის გარეშე.
ბ) უზრუნველყონ სტენოგრაფირების აუდიო სისტემის მუდმივი გამოყენება ყველა
კატეგორიის საქმეთა განხილვისას;
გ) უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა სასამართლო ფიზიკურად
ხელმისაწვდომი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
56 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებების
სავალდებულობა უზრუნველყოფილია კანონმდებლობით, არსებობს სასამართლო
გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობითი აღსრულების პრეზუმფცია. სასამართლო
გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია, რომელიც სასამართლოს საქმის განხილვის
შედეგად გამოაქვს და მისი შესრულების სავალდებულობა კონსტიტუციით არის
გარანტირებული.
საქართველოს კონსტიტუციის 82–ე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, სასამართლო
აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე. ამასთან, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს,70 ისე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს71 მიერ არაერთ საქმესთან
დაკავშირებით დადგინდა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი
ნაწილია.
2011 წლის განმავლობაში, ისევე, როგორც 2010 წელს, საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატში სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებით
მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო. განცხადებების შესწავლისას გამოიკვეთა
როგორც ე.წ. ,,ტრადიციული“ ხარვეზები, ისე რამდენიმე განსხვავებული პრობლემა.
კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში განხილული იყო
პრობლემები, რომლებიც უკავშირდებოდა აღმასრულებლის მიერ სახელმწიფო
ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ინკასოს დადების, როგორც იძულებითი აღსრულების
ღონისძიების პროცედურებისა და ვადების, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას,
აგრეთვე, მოვალე საბიუჯეტო ორგანიზაციიდან სასამართლო გადაწყვეტილების
აღსრულებისათვის აუცილებელი ინფორმაციის იძულებითი წესით მოპოვების
მექანიზმის შემუშავებასა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონის 30–ე მუხლით დადგენილ შემთხვევაში, ძებნის კონკრეტული პირობების
განსაზღვრას, მოყვანის ფორმის, მისი ხანგრძლივობისა და მის ფარგლებში
ნაგულისხმევი მოქმედებების დაკონკრეტებას.72 თითოეული ზემოთ აღნიშნული
პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოს სახალხო დამცველმა გასცა შესაბამისი
რეკომენდაციები.
70 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო
საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი თბილგაზოაპარატი) საქართველოს პარლამეტის
წინააღმდეგ“.
71 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს №28342/95 გადაწყვეტილება საქმეზე Brumarescu v.
Romania.
72 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ; გვ. 202
57 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სამწუხაროდ, რეკომენდაციების შესასრულებლად 2011 წლის განმავლობაში
სახელმწიფო ორგანოების მიერ რაიმე სახის ეფექტური ღონისძიებები არ გატარებულა.
რამდენადაც ზემოაღნიშნული პრობლემები დეტალურადაა გაანალიზებული 2010
წლის ანგარიშში, მათ აღარ განვიხილავთ. შესაბამისად, ყველა საკითხი ისევ დღის
წესრიგში დგას და გაცემული რეკომენდაციები ძალაში რჩება.
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა
2011 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველს აქტიურად
მიმართავდნენ მოქალაქეები მათ სასარგებლოდ მიღებული სასამართლო
გადაწყვეტილებების აღსრულების ვადის გაჭიანურებისა და მათი უფლებების
დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. განცხადებების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა
პრობლემა, რომელიც უკავშირდება მოვალის ქონებაზე რეგისტრირებულ საგადასახადო
გირავნობა/იპოთეკას. კერძოდ, 2011 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო
დამცველს ხშირად მიმართავდნენ არაუზრუნველყოფილი კრედიტორები73 მათ
სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხთან
დაკავშირებით. შესწავლამ აჩვენა, რომ განცხადებების უმრავლესობაში იდენტური
პრობლემა იყო. კერძოდ, როგორც წესი, სასამართლო გადაწყვეტილებით, მოპასუხე
ორგანიზაციას განმცხადებელთა (განმცხადებლები უმეტეს შემთხვევაში მოპასუხე
ორგანიზაციაში დასაქმებულები იყვნენ) სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა ფულადი
თანხის გადახდის ვალდებულება. კრედიტორების მიერ საქმე აღსასრულებლად
წარდგენილი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების
ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში. განცხადებებზე
თანდართული სააღსრულებო ბიუროს წერილებიდან ირკვეოდა, რომ სასამართლო
გადაწყვეტილებების აღსრულება ვერ ხორციელდებოდა იმ საფუძვლით, რომ მოვალის
უძრავ და მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ამ გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების
თანახმად, სააღსრულებო ბიურო სახელმწიფო მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე
მოკლებული იყო შესაძლებლობას, განმცხადებლების სასარგებლოდ გაეტარებინა
სააღსრულებო ღონისძიებები.
მოცემულ შემთხვევაში განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ
არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს არაგონივრულად ეზღუდებათ სასამართლო
გადაწყვეტილებით მიკუთვნებული სარგებლის მიღების შესაძლებლობა, რაც
თავისთავად ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 82¨–ე მუხლით
გათვალისწინებულია კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა.
73 კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილი არ არის იპოთეკით, გირავნობით ან
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა
საშუალებით.
58 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირველ რიგში უნდა
დაკმაყოფილდეს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით უზრუნველყოფილი
აღსასრულებლად წარდგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით
არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნები, მათ შორის: ალიმენტის
გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან
ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებითა და აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით
გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, მეორე რიგის მოთხოვნებია. შესაბამისად,
არაუზრუნველყოფილი კრედიტორის დაკმაყოფილება მხოლოდ მას შემდეგაა
შესაძლებელი, როდესაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი საგადასახადო ორგანოს
მოთხოვნა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238–ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად
განსახორციელებელ ღონისძიებებს. მოცემული ნორმის თანახმად, უზრუნველყოფის
ღონისძიებებია:
● საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
● მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
● ქონებაზე ყადაღის დადება;
● ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
● საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
● გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
აღნიშნული მუხლის, მეორე პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო თვითონ
ირჩევს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის
ღონისძიებების გატარების რიგითობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239–ე მუხლით დადგენილია საგადასახადო
გირავნობა/იპოთეკის შინაარსი, მისი გამოყენებისა და გაუქმების პირობები, ასევე,
ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
„საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფო უფლება, საგადასახადო
დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა
ვალდებული პირის ქონებიდან“. ამავე მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად,
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია, რომლის
მიმდინარეობაც შესაძლებელია შეჩერდეს სამ შემთხვევაში:
● გაკოტრების საქმის წარმოების პერიოდში;
● საწარმოს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში ყოფნის პერიოდში;
● საგადასახადო დავის მიმდინარეობისას.
59 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
არსებული სამართლებრივი რეგულირების პირობებში 6-წლიანი ხანდაზმულობის
პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს იმ ვადით, რომელიც საგადასახადო
გირავნობა/იპოთეკის შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად გახდება საჭირო.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულირების მთავარი
პრობლემა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადაა,
რომელიც გარკვეულ პირობებში შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ
უზრუნველყოფის ღონისძიების გამო (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა)
არაუზრუნველყოფილი კრედიტორების სასარგებლოდ მიღებული სასამართლო
გადაწყვეტილებების აღსრულება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება. მოვალის
ქონებაზე გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის შემდგომ საგადასახადო ორგანო,
როგორც წესი, ამავე ქონებას არ ადებს ყადაღას და, შესაბამისად, არ ახდენს
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას. კანონმდებლობით დადგენილი
კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობიდან გამომდინარე კი
არაუზრუნველყოფილი კრედიტორები ვერ სარგებლობენ იძულებითი აღსრულების
პროცედურებით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატში შესწავლილი საქმეების უმრავლესობაში მოვალე ორგანიზაციები
სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო
სამართლის იურიდიული პირები არიან.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი მოვალის ქონებაზე
რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის დროს არაუზრუნველყოფილი
კრედიტორების სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებათა
აღსრულების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, აღმასრულებელს არ
გააჩნია უფლებამოსილება, მსგავს შემთხვევებში არაუზრუნველყოფილი კრედიტორის
კანონიერი ინტერესების რეალიზაციისათვის გაატაროს სააღსრულებო ღონისძიებები.
შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არაუზრუნველყოფილი
კრედიტორების მიერ წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების დე-
ფაქტო შეჩერების საფუძველია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავს შემთხვევებში, სახელმწიფო ინტერესიდან
გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა კერძო ინტერესთან მიმართებაში
უპირატესი უფლებით სარგებლობს. მხარეებს შორის უფლებამოსილების განაწილება,
როდესაც ისინი შეიძლება არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებული, სახელმწიფოს
კომპეტენციაა. თუმცა უფლებამოსილების მსგავსი განაწილების პირობებში
აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულირება ყველასთვის
სამართლიანი იყოს. სამართლიანი მოწესრიგების პირობებში კანონმდებლობა მხარეების
ეფექტურ დაცვას უნდა უზრუნველყოფდეს და მათ კანონით დაცული უფლების
რეალური სარგებლობის შესაძლებლობას ანიჭებდეს.
60 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
აშკარაა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 82¨–ე მუხლი,
სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ზღუდავს არაუზრუნველყოფილი
კრედიტორების სამართლიან სასამართლო უფლებას. საქართველოს კონსტიტუციით
დადგენილი ნებისმიერი უფლების შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია
თანაზომიერი შეზღუდვის პრინციპი და მისი გონივრული ვადა. აღნიშნული პრინციპი
მოითხოვს, რომ დადგინდეს კავშირი კანონიერ მიზანსა და მის მისაღწევად არჩეულ
საშუალებას შორის. აუცილებელია, უფლების შეზღუდვა გონივრულად შეესაბამებოდეს
ძირითადი უფლების მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
განმარტებით: „სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება შეიძლება
გამართლებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული დაყოვნება არ
გამოიწვევს მე–6 მუხლით დაცული უფლების არსის დარღვევას“.74
დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულირება სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და
რეალიზაციას ემსახურება, არაუზრუნველყოფილი კრედიტორები კი სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტური მექანიზმის გარეშე არიან დარჩენილი.
არაუზრუნველყოფილ კრედიტორს შესაძლოა 6 წლის განმავლობაში არ მიეცეს მის
მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა,
ხოლო საგადასახადო გირავნობა–იპოთეკის 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა
არაგონივრული ხანგრძლივობის სამართლებრივი ბარიერია როგორც
არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის, ისე მართლმსაჯულების აღსრულების
ინტერესებისათვის. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ 6 წლის განმავლობაში
სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ღონისძიებების განხორციელების
შეზღუდვამ შესაძლოა სახელმწიფოს მხრიდან ძირითადი უფლების
უგულებელყოფამდე მიგვიყვანოს და სამართლიანი სასამართლოს უფლების არსი
ხელყოს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „აპოსტოლი საქართველოს
წინააღმდეგ“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „სასამართლოსთვის
სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს
მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე
შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება
აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა კანონიერების აღდგენა გულისხმობს
ადმინისტრაციული უწყებების კანონიერ ძალაში შესული სასამართლო
გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას“. ყველას, ვისაც სასამართლო წესით
მიენიჭა გარკვეული სარგებელი, აქვს იმის კანონიერი მოლოდინი, რომ იგი შეძლებს ამ
უფლებით სარგებლობას.
ამდენად, არაუზრუნველყოფილი კრედიტორების სამართლიანი სასამართლოს
უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ კანონმდებელმა მათ უფრო
ეფექტური დაცვის მექანიზმი შესთავაზოს. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად
74 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს #59498/00 გადაწყვეტილება საქმეზე Burdov v. Russia.
61 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
მიზანშეწონილად მიმაჩნია არაუზრუნველყოფილი კრედიტორების სასარგებლოდ
საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს ღონისძიებები, რომლებითაც არაუზრუნველყოფილ
კრედიტორს გარკვეულ პირობებში ექნება საშუალება, მოვალის ქონებაზე
რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა–იპოთეკის მიუხედავად, ისარგებლოს
იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებების პროცედურებით. აღნიშნული რეგულირება
დასახელებულ პირებს აარიდებს საგადასახადო გირავნობა–იპოთეკის ვადასთან
დაკავშირებულ პრობლემებს და ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების განხორციელებას.
რეკომენდაციები:
რეკომენდაციით მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რათა:
ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში გაიწეროს
აღმასრულებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ინკასოს დადების,
როგორც იძულებით აღსრულების ღონისძიების პროცედურები და ვადები, როდესაც
მოვალე საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ სასამართლო წესით დაკისრებული ფულადი
ვალდებულება ნებაყოფლობით არ სრულდება;
ბ)„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგინდეს მექანიზმი,
რომელიც მოვალე საბიუჯეტო ორგანიზაციისაგან სასამართლო გადაწყვეტილების
აღსრულებისათვის აუცილებელი ინფორმაციის იძულებითი წესით მოპოვებას
უზრუნველყოფს;
გ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებულ იქნა
საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც არაუზრუნველყოფილ კრედიტორს, მოვალის
ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა–იპოთეკის მიუხედავად, ექნება
შესაძლებლობა ისარგებლოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების
პროცედურებით.
დ) კანონმდებლობაში განისაზღვროს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონის 30–ე მუხლით გათვალისწინებული ძებნის გამოყენების
კონკრეტული შემთხვევები, (ანუ ის შემთხვევები, როცა გადაწყვეტილების აღსრულება
მოვალის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია), მოყვანის ფორმა, მისი ხანგრძლივობა
და მის ფარგლებში განსაზღვრული მოქმედებები.
62 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სახალხო დამცველი და კონსტიტუციური კონტროლი
შესავალი
საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს
კონსტიტუციური მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობას. სახალხო დამცველს
უფლება აქვს, ინიცირება გაუკეთოს აბსტრაქტულ კონსტიტუციურ კონტროლს.
საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
კონსტიტუციური სარჩელით რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი
ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების
(რეფერენდუმის) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ან როცა ნორმატიული აქტით
ან მისი ცალკეული ნორმებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე
თავში აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი.75
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი აქტიურად იყენებს თავის ბერკეტს, მიმართოს
საკონსტიტუციო სასამართლოს იმ შემთხვევაში, როდესაც მიიჩნევს, რომ ნორმატიული
აქტით ან მისი ცალკეული ნორმებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის
მეორე თავში აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი.
როგორც წესი, სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის
მიმართვის საფუძველი ხდება საქმეთა შესწავლის დროს გამოვლენილი ნორმატიული
აქტების კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის დადგენა. ამავდროულად, „საქართველოს
სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად,76 ნებისმიერ
პირს შეუძლია მიმართოს განცხადებით სახალხო დამცველს, თუ განმცხადებელი
სადავოდ ხდის ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან
შესაბამისობას. ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს განცხადებას და
მის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის
მიზანშეწონილობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“77
განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სახალხო დამცველს მიენიჭა
უფლებამოსილება, შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
75 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, 21–ე მუხლის ი)
ქვეპუნქტი. (2011 წლის 11 ნოემბრის რედაქცია).
76 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, მე–14 მუხლის 1
პუნქტის დ) ქვეპუნქტი. (2011 წლის 11 ნოემბრის რედაქცია).
77 კანონის 21–ე მუხლის ე) ქვეპუნქტი.
63 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
საანგარიშო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება
სახალხო დამცველის 3 კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელთგან 2 დაკმაყოფილდა,
ხოლო ერთის დაკმაყოფილებაზე უარი გვეთქვა. შესაბამისად, აღნიშნულ თავში
წარმოგიდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების
მოკლე მიმოხილვას.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონის „შეკრებებისა
და მანიფესტაციების შესახებ“ ზოგიერთი ნორმის კონსტიტუციურობასთან
დაკავშირებით
2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის
კონსტიტუციური სარჩელი და ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”
საქართველოს კანონისა და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა”
კოდექსის რიგი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.
საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე, იმის
გათვალისწინებით, რომ საქმის გადაწყვეტას შეიძლებოდა მოჰყოლოდა
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე დამკვიდრებული პრაქტიკის ცვლილებები,
იგი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილა.
როგორც აღინიშნა, დავის საგანი იყო: ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”
საქართველოს კანონის, ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსისა” და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
შესახებ” საქართველოს კანონის ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს
კონსტიტუციის მე-19, 24-ე და 25-ე მუხლებთან მიმართებით. დასახელებული
კონსტიტუციური ნორმებით გარანტირებულია სიტყვის, აზრის გამოხატვისა და
გავრცელების თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ
დააკმაყოფილა, კერძოდ:
არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა შეკრებისა და
მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთი დაწესებულებისა და ადმინისტრაციული
ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ასეთი სახის აკრძალვა
კონსტიტუციას არ შეესაბამება, ვინაიდან რიგ შემთხვევებში ის შეკრებისა და
მანიფესტაციის გამართვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ამავე დროს
სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის
ხელს უშლის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას ან როდესაც შეზღუდვა
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის განპირობებული.
64 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია და ძალადაკარგულად გამოაცხადა
კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა მხოლოდ ერთი პირის მიერ შეკრებისა და
მანიფესტაციის ინიცირებას, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ – აქციის
ორგანიზებას და მისთვის პასუხისმგებელი პირის სტატუსის მინიჭებას.
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომელიც ქუჩის გადაკეტვისა ან
კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევისას შეკრების დაუყოვნებლივ შეწყვეტას
ითვალისწინებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრების მონაწილეებს უნდა მიეცეთ
შესაძლებლობა, შეკრება (მანიფესტაცია) კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ. ხოლო
შეკრების შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისას.
სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად ჩათვალა კანონის ნორმები, რომლებიც
ტრანსპორტის სავალი ნაწილის თვითნებურ/თვითმიზნურ გადაკეტვას კრძალავენ.
სასამართლომ ფეხით მოსიარულეთა მიერ ქუჩის გადაკეტვა შესაძლებლად მიიჩნია
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეკრებაში მონაწილეთა რაოდენობით არის
გამოწვეული. ასევე, კონსტიტუციურად იქნა მიჩნეული დასახლებულ პუნქტებში
ავტომანქანებით ისეთი ჯგუფური მოძრაობის შეზღუდვა, რომელიც გამიზნულად,
სრულად იკავებს გზის სავალ ნაწილს და იწვევს მის ბლოკირებას.
გადაწყვეტილების მიხედვით კონსტიტუციურია ნორმა, რომელიც კრძალავს
სხვადასხვა სახის ნახატისა და წარწერის შესრულებას ადმინისტრაციული შენობების
მიმდებარე ტერიტორიებზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული შენობების
ფასადებისა და მიმდებარე ტერიტორიის სხვადასხვა სახის წარწერით დამახინჯება
საფრთხეს შეუქმნიდა საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.
ასევე ძალაში რჩება ”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი აკრძალვა, რომელიც დასახელებული
სამსახურის თანამშრომლებს შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის სრულ
აკრძალვას შეეხება. კანონმდებლობით დაკისრებული კონკრეტული ამოცანების,
კომპეტენციის, უფლებამოსილების სპეციფიკურობის გამო სასამართლომ აკრძალვა
კონსტიტუციასთან შესაბამისად მიიჩნია.
აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველთან ერთად თანამოსარჩელეები იყვნენ პირები,
რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმებით ირღვეოდა მათი კონსტიტუციური
უფლებები და თავისუფლებები.78
78 დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18
აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია:
http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22&id=640&action=show
65 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სისხლის სამართლის კოდექსის 42–ე მუხლის მე–51 ნაწილი და სასჯელის
ინდივიდუალიზაცია
2011 წლის 11 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო
გადაწყვეტილება, რომლითაც უარი გვეთქვა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე.
კონსტიტუციური სარჩელით სადავო იყო სისხლის სამართლის კოდექსის 42–ე მუხლის
მე–51 ნაწილის კონსტიტუციურობა „სასჯელის ინდივიდუალიზაციის“ პრინციპთან.
სისხლის სამართალში პირი დამნაშავედ შეიძლება იქნეს ცნობილი მხოლოდ
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან,
სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად აფასებს, თუ რა
მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა პირმა, მოქმედებდა თუ არა იგი ბრალეულად
და, შესაბამისად, გამოაქვს განაჩენიც. სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ
პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. სადავო ნორმის
თანახმად კი, სასჯელის დაკისრება ხდება არა იმ პირის მიმართ, რომელიც დამნაშავედ
იქნა ცნობილი, არამედ მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართ. სწორედ აღნიშნული
დებულება მიგვაჩნდა სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის საწინააღმდეგოდ.
„სასჯელის ინდივიდუალიზაციის“ პრინციპი, მართალია, საქართველოს
კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის დეკლარირებული, მაგრამ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, გამომდინარეობს კონსტიტუციის
პრინციპებიდან. 1997 წლის 21 ივლისის #1/51 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო
სასამართლომ „სასჯელის ინდივიდუალიზაცია“ ერთ-ერთ ძირითად პრინციპად
მიიჩნია. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია აყალიბებს ადამიანის ძირითადი
უფლებებისა და თავისუფლებების მაღალ სტანდარტს, შესაბამისად, სასჯელის
ინდივიდუალიზაციის პრინციპიც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის
პრინციპებიდან.
სადავო ნორმით ჯარიმა, რომელიც სისხლის სამართლის მიზნებისათვის სასჯელი –
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეა, ეკისრება გადახდისუუნარო
არასრულწლოვნის მშობელს (მეურვეს, მზრუნველს), ანუ სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობა ეკისრება გადახდისუუნარო არასრულწლოვნის მშობელს (მეურვეს,
მზრუნველს), მაშინ, როდესაც სახეზე არ გვაქვს მათი ბრალეული ქმედება. შესაბამისად,
მივიჩნიეთ, რომ აღნიშნულით სადავო ნორმა არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის
42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებაში განმტკიცებულ მოთხოვნას. მშობელს
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა (ჯარიმა) ეკისრება დანაშაულის ჩადენისა
და გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ მის არასრულწლოვან
შვილს დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნია. აღნიშნული კი, ჩვენი აზრით,
გულისხმობს სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაკისრებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-
40 მუხლის პირველ პუნქტს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლიდან და 42-ე
მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებიდან გამომდინარეობს პრინციპი, რომლის
66 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
მიხედვითაც არ შეიძლება შეეფარდოს ვინმეს სასჯელი, თუ მისი ბრალი არ არის
განსაზღვრული კონკრეტულ ქმედებაში. ხოლო სადავო ნორმით კი მშობელს (მეურვეს,
მზრუნველს), რომელსაც სასჯელი ეკისრება, არც მართლსაწინააღმდეგო ქმედება აქვს
ჩადენილი და არც მსჯავრდებულად არის გამოცხადებული.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობლისათვის (მეურვისათვის,
მზრუნველისათვის) ჯარიმის გადახდის დაკისრება არ შეიძლება გაიგივდეს მისთვის
სასჯელის დაკისრებასთან, თუმცა, ამავდროულად, დაადასტურა ამ ტიპის ღონისძიების
ნეგატიური გავლენა ამ უკანასკნელზე. სასამართლო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია
იმითაც, რომ დადგინდა სადავო ნორმის კავშირი კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5
პუნქტთან და კონსტიტუციის მე–40 მუხლის პირველ პუნქტთან და კიდევ ერთხელ
დადასტურდა, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაცია (პირადი, პერსონალური
პასუხისმგებლობის პრინციპი) კონსტიტუციით დაცული პრინციპია.
მიუხედავად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა, მიგვაჩნია, რომ სადავოდ
გამხდარი ნორმის კონსტიტუციურობა კვლავ ეჭვქვეშ დგას. მართალია, სასამართლო
ვერ გასცდებოდა დავის საგანს, მაგრამ ნორმის შინაარსი გარკვეულად ეწინააღმდეგება
ასევე კონსტიტუციის 21–ე მუხლსა (საკუთრების უფლება) და 42–ე მუხლის
(სასამართლოსთვის მიმართვის უფლება) პირველ პუნქტს. მშობელს (მეურვეს,
მზრუნველს) არ აქვს უფლება სასამართლოში გაასაჩივროს მის წინააღმდეგ
გამოყენებული ნეგატიური გავლენის მქონე ღონისძიება, რომელიც ზღუდავს მის
საკუთრების უფლებას.79
სამხედრო სარეზერვო სამსახურისადმი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა
2011 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა
სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს
კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან
მიმართებით.
აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა პირის
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის
მიმართ.
79 დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11
ივლისის #3/2/416 გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია:
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1404703 ან
http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22&id=644&action=show.
67 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სარჩელი შეეხეხებოდა „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც სამხედრო სარეზერვო
სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენდა ყველა იმ პირთათვისაც, რომლებიც რწმენის
თავისუფლების მოტივით უარს აცხადებდნენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე.
კანონის საფუძველზე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მთავარი დანიშნულება იყო
სამხედრო ძალების მხარდაჭერა და საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს
მობილიზაციის უზრუნველყოფა. სარეზერვო მომზადება და მით უფრო საგანგებო თუ
საომარი მდგომარეობის დროს განსაზღვრულ ოპერაციებში მონაწილეობა პირდაპირაა
დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებების შესწავლასა და განხორციელებასთან.
საგანგებო და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში
მონაწილეობა შეიძლება იყოს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პირს არ მოუწევს
უშუალოდ იარაღის ხელში აღება და ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. სარეზერვო
სამსახური მოიცავს საბრძოლო მომზადების ეტაპს. აქედან გამომდინარე, პირებს,
რომელთაც ევალებათ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა, შესაძლოა, მათი
რელიგიური თუ არარელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, წარმოეშვათ
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა ასეთი სამსახურის მიმართ.
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პირებს,
მათ შორის სტუდენტებს, არ ჰქონდათ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის
საფუძველზე სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისგან გათავისუფლების უფლება,
თუ არ არსებობს ამავე კანონის მე-8 მუხლით დადგენილი რომელიმე საფუძველი.
დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო
სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც „მოიხადეს
არასამხედრო, ალტერნატიული, შრომითი სამსახური.“ ნორმის ფორმულირებიდან
გამომდინარე, იგი შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სამხედრო სარეზერვო
სამსახურში გამოძახებამდე გაწვეულნი იყვნენ სამხედრო სამსახურში და
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, მოითხოვეს
და უკვე გაიარეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. ამ ნორმის
გათვალისწინებით, რეზერვში გაწვევისას კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე
პირებს არ აქვთ შესაძლებლობა, მოითხოვონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი
სამსახურის გავლა.
ამასთან, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონისა და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით
სამხედრო სარეზერვო სამსახური არის სამხედრო ვალდებულებისა და არა – სამხედრო
სამსახურის შემადგენელი ნაწილი. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით არასამხედრო,
ალტერნატიული შრომითი სამსახური განხილულია მხოლოდ სამხედრო სამსახურის
ალტერნატივად. შესაბამისად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირს აღნიშნული კანონმდებლობა არ
68 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
აძლევს შესაძლებლობას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად მოითხოვოს
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულია როგორც რელიგიისა
და რწმენის ქონის (როგორც აბსოლუტური უფლების), ასევე მათი გამოხატვის
თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით დაცულია როგორც შინაგანი
რწმენა, ისე რწმენის გარეგანი თავისუფლება. რწმენისა და სინდისის თავისუფლებაში,
სხვა საკითხებთან ერთად, იგულისხმება პირის უფლება, თავისუფლად აირჩიოს და
ჰქონდეს ეს თუ ის რელიგიური ან არარელიგიური მრწამსი. აქედან გამომდინარეობს
პირის უფლება, შეასრულოს რაიმე მოქმედება საკუთარი მრწამსის შესაბამისად ან
საერთოდ არ ჩაერთოს თავისი შეხედულებების საწინააღმდეგო მოქმედებებში.
შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმისა და მისი
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის უფლება, რწმენისა და
სინდისის თავისუფლების ფუნდამენტური ასპექტია, რომელიც დაცულია
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
აქტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
ევროპული კონვენციითა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ
საერთაშორისო პაქტით.
ამავდროულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011
წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე “ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ,”
სასამართლომ გამოხატა მყარი პოზიცია, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა
დამოუკიდებლადაა დაცული რელიგიის თავისუფლების ფარგლებში და შესაბამის
შემხვედრ ვალდებულებებს წარმოშობს.
მივიჩნევდით, რომ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
სადავო ნორმა ზოგადი და ნეიტრალურია და მისი მიზანი არ არის რელიგიური
უმცირესობების შევიწროება, მაგრამ რწმენის თავისუფლებაზე გავლენას ახდენდა,
როდესაც პირებისგან ისეთი ქმედების შესრულებას მოითხოვდა, რომელიც
ეწინააღმდეგებოდა მათ რელიგიასა და რწმენას. რწმენის თავისუფლების მიზნებისთვის
როგორც სამხედრო სამსახური, ისე სარეზერვო სამხედრო სამსახური თანაბრად უნდა
ყოფილიყო განხილული და შეფასებული, ვინაიდან ორივე შემთხვევაში იდენტურია
საფუძვლები, რომლებიც კეთილსინდისიერ წინააღმდეგობას წარმოშობს.
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, როგორც რწმენის თავისუფლების ერთ-
ერთი გამოვლინება, შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, როდესაც მისი გარეგნული
გამოხატვა გარკვეული საფრთხის შემცველია საზოგადოებრივი უსაფრთხოების,
უშიშროებისა თუ სხვათა უფლებებისთვის. თუმცა კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე
პუნქტი ამ უფლების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ მისი გამოვლენის
შემთხვევაში და მხოლოდ სხვათა უფლებების დაცვის მოტივით.
სადავო ნორმით ირღვეოდა ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი. რადგან,
კანონმდებლობა თანაბარ ტვირთს აკისრებდა ერთი მხრივ, პირებს, რომლებიც
69 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
არსებითად უთანასწოროები არიან, კერძოდ, რეზერვისტებს, რომელთაც აქვთ
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა და, მეორე მხრივ, რეზერვისტებს, რომელთაც არ
აქვთ ასეთი წინააღმდეგობა. სხვა შემთხვევაში პირებს, რომლებსაც აქვთ
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა, ეძლეოდათ საშუალება, პირველადი გაწვევისას
გაევლოთ ალტერნატიული სამსახური და ამით ჩაენაცვლებინათ სამხედრო სამსახური,
რეზერვში გაწვევის ეტაპზე კი იმავე რწმენის მქონე პირებს კანონი არ აძლევდა მისი
გამოყენების საშუალებას.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო განიხილავდა 5
სარჩელს, რომლებიც რელიგიური აღმსარებლობის მოტივით იეჰოვას მოწმების მიერ
სამხედრო სარეზერვო სამსახურისადმი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის
გაწევასთან იყო დაკავშირებული. იეჰოვას მოწმეები ორ შემთხვევაში სარეზერვო
სამსახურისადმი თავის არიდების მოტივაციით დააჯარიმეს ადმინსტრაციული წესით,
სამ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოებში დავის განხილვა გრძელდებოდა.
როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა
საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის
მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით „სამხედრო
სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ის
ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის
მოვალეობას ადგენს იმ პირთა მიმართ, რომლებიც რწმენის თავისუფლების მოტივით
უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე.80
80 დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22
დეკემბრის #1/1/477 გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია:
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1560250 ან
http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22&id=677&action=show.
70 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სამართალდამცავი ორგანოები და ადამიანის უფლებები

საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში სისტემატურადაა
განხილული სამართალდამცავი ორგანოების მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა
უფლებადარღვევის ფაქტები. 2011 წლის საანგარიშო პერიოდში სამართალდამცავი
ორგანოების თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის არაერთი ფაქტი
დაფიქსირდა, რომლებიც უკავშირდებოდა ღირსების შემლახავ მოპყრობასა და ძალის
არაპროპორციულ გამოყენებას.
ჩვენ მიერ შესწავლილი უფლებადარღვევათა ფაქტების დიდი ნაწილი დაკავშირებული
იყო სამარათალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ საპროტესტო აქციის
დაშლის პროცესში მონაწილეთა მიმართ ძალის გადამეტებასთან. აღნიშნული შეეხება
2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლას.
ასევე დაფიქსირდა და ამ ანგარიშში აისახა პოლიციის თანამშრომლების მიერ
ბრალდებულთა დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და
უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები
ხდებოდა დაკავებული პირების პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც.
საანგარიშო პერიოდს დაემთხვა ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებული
მოვლენებიც. მიუხედევად იმისა, რომ დაპირისპირებული მხარეები კერძო სუბიექტები
იყვნენ, ჩვენთვის აღნიშნული საქმის შესწავლა სამართალდამცავი ორგანოს მოხელეთა
ქცევის შეფასებითა და მასზე სათანადო რეაგირების კუთხით შემოიფარგლა.
ჯიმშერ ელიზბარაშვილისა და ჯიმშერ ჩაჩიბაიას საქმე
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველს მიმართეს მსჯავრდებულებმა ჯიმშერ
ელიზბარაშვილმა და ჯიმშერ ჩაჩიბაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა
მიერ დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და კანონდარღვევის შესახებ.
2010 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯ.ელიზბარაშვილი დააკავეს მისი
კუთვნილი საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კართან საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამავე ოქმის თანახმად, დაკავებულ ჯ.
ელიზბარაშვილს თავის მარცხენა მხარეს შუბლის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება.
მსჯავრდებულ ჯ. ელიზბარაშვილის განმარტებით, გამოძიების მიმდინარეობისას მის
მიმართ, ასევე, მისი მამის, მსჯავრდებულ ჯიმშერ ჩაჩიბაიას, მიმართ განხორციელდა
ფიზიკური ზეწოლა. კერძოდ, დაკავების ადგილზე გამომძიებელმა ბადრი დარბაიძემ
მას შუბლის არეში პისტოლეტის დარტყმით მიაყენა დაზიანება, რაც დაფიქსირებულია
დაკავების ოქმში. მისი და მისი მამის მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა შინაგან
საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაყვანის შემდეგაც, სადაც მას და ჯიმშერ ჩაჩიბაიას
71 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთა შორის
გამოირჩეოდა ტარიელ ალავიძე. ჯ. ელიზბარაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მის მიმართ
პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის
ფაქტზე მან ახსნა–განმარტება მისცა ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორს (ვინაობა
არ დაუსახელებია), თუმცა პროკურორი მას გაესაუბრა და ურჩია უარეყო პოლიციის
თანამშრომელთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევები, ვინაიდან აღნიშნულს
შესაძლებელია უარყოფითად ემოქმედა საპროცესო შეთანხმების დადებაზე. ამის გამო
ჯ. ელიზბარაშვილის განმარტებით, მან უარყო პოლიციის თანამშრომელთა მიერ
ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
პოლიციის თანამშრომლების, მათ შორის ტარიელ ალავიძის, მიერ ფიზიკური
შეურაცხყოფის მიყენების შესახებ განაცხადა ასევე მსჯავრდებულ ჯ. ელიზბარაშვილის
მამამ ჯ. ჩაჩიბაიამ. მისი განმარტებით, 2010 წლის 10 ოქტომბერს პოლიციის
თანამშრომლებმა ჩხრეკის დროს დაადეს ხელბორკილები და მიაყენეს ფიზიკური
შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ ფანჯრიდან გადაგდებით. შემდეგ დააგდეს ძირს და
სცემდნენ, ასევე ემუქრებოდნენ, რომ მასზე და მის შვილზე განახორციელებდნენ
სექსუალურ ძალადობას, თუ არ აღიარებდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
მსჯავრდებულების სხეულზე დაზიანების არსებობა ასევე დაფიქსირებულია
დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების
ოქმებშიც. აღნიშნული დოკუმენტაციის თანახმად, დაკავებულ ჯ. ელიზბარაშვილს
აღენიშნება შემდეგი დაზიანებები: შუბლის ზედა ნაწილში ნაკაწრი მცირე სისხლმდენი
ჭრილობა, მარჯვენა ყვრიმალის არეში მცირე ზომის სისხლნაჟღენთი, წარბი და
მარჯვენა ყბა შეშუპებული, კისერზე და ორივე ლავიწის არეში მრავლობითი
ექსკორაციები. ამავე ოქმის თანახმად, დაკავებული ჯ. ელიზბარაშვილი განმარტავს,
რომ დაზიანებები მიიღო დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლების მიერ
ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შედეგად. დაზიანებები აღენიშნებოდა დაკავებულ
ჯ. ჩაჩიბაიასაც. კერძოდ, კისერზე და ორივე ლავიწის არეში მცირე ზომის
ექსკორაციები. მარცხენა ქვედა კიდურზე, მუხლისა და წვივის არეში მცირე ზომის
სისხლნაჟღენთები, მოლურჯო შეფერილობისა.
სახალხო დამცველმა პოლიციის თანამშრომლების მიერ ჯ. ელიზბარაშვილისა და ჯ.
ჩაჩიბაიას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე გამოძიების
დაწყების მოთხოვნით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. აღნიშნულ
ფაქტზე დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება.
2011 წლის 26 მაისის საპროტესო აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გადამეტების
ფაქტები
2011 წლის 26 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დაშალეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია.
აქციის დაშლისას დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს
72 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც მთელ რიგ პირთა უფლებების დარღვევა
გამოიწვია.
აქციის მიმდინარეობის ვადა ამოიწურა 2011 წლის 26 მაისის 24:00 საათზე, რის
შესახებაც თბილისის მერიამ გააფრთხილა აქციის მონაწილენი და შესთავაზა
საპროტესტო შეკრება გაეგრძელებინათ სხვა ადგილას, რადგანაც რამდენიმე საათში
რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე უნდა ჩატარებულიყო
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. მიუხედავად იმისა,
რომ არსებობდა აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, მედიაში
გავრცელებული კადრები და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისადმი მიცემული
ახსნა–განმარტებები ცხადყოფს, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა რიგ
შემთხვევებში არაპროპორციული იყო. გადამეტებული ძალის გამოყენება
განსაკუთრებით აშკარა იყო იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავები ფიზიკურ
შეურაცხყოფას აყენებდნენ და აკავებდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მათ
არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ ან უკვე სამართალდამცავთა კონტროლის ქვეშ
იყვნენ.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში
მოინახულეს და გაესაუბრნენ 26 მაისს აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით
დაკავებულ პირებს. დაკავებულთა ნაწილის ახსნა–განმარტებების თანახმად,
სამართალდამცავებმა მათ ფიზიკური დაზიანებები დაკავებისას და დაკავების შემდეგ
მიაყენეს. ნაწილის განმარტებით, მათ დაზიანებები მიიღეს ქ. თბილისის შს მთავარ
სამმართველოში მიყვანამდე, ხოლო ნაწილი აღნიშნავდა, რომ პოლიციის
თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა გაგრძელდა სამმართველოში
მიყვანის შემდეგაც.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ქ. თბილისის #2 დროებითი მოთავსების
იზოლატორში მოინახულეს ზაქარია ზურაშვილი. მისი განმარტებით, იგი 2011 წლის 26
მაისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.
დაახლოებით 00:20 საათზე, ვინაიდან სამართალდამცავები ფიზიკურად
უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ტოიოტას მარკის შავი ფერის ავტომანქანით
აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად დატოვა რუსთაველის გამზირი და იმალებოდა
საბჭოს მოედანზე არსებულ ერთ–ერთ ეზოში, სადაც სამართალდამცავებმა დააკავეს
დაახლოებით 02:00 საათზე. ზ. ზურაშვილი აღნიშნავს, რომ მას დაკავებისას პოლიციის
თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მიუხედავად ამისა,
სამართალდამცავები მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მოგვიანებით იგი ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მისი
ფიზიკური შეურაცხყოფა არ შეწყვეტილა არც მანქანაში და არც სამმართველოს
შენობაში. მიღებული დაზიანებების გამო იგი აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის
გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც 2011 წლის 26 მაისის
დილის 12:00 საათამდე იმყოფებოდა. დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის
თანახმად, ზ. ზურაშვილს აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები მარცხენა
73 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
მხარზე, ასევე მარჯვება ბარძაყზე. ამავე ოქმის თანახმად, დაკავებულმა დაზიანებები
მიიღო დაკავებამდე და პრეტენზია არ ჰქონდა.
2011 წლის 02 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები
იმყოფებოდნენ ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შეხვდნენ და
ახსნა–განმარტებები ჩამოართვეს 2011 წლის 26 მაისს ქ.თბილისში, რუსთაველის
გამზირზე, აქციის დაშლის დროს დაკავებულ პირებს, ვლადიმერ ბულბულაშვილს და
აიდმარ ლაგვილავას. ვ. ბულბულაშვილის განმარტებით, აქციის დაშლისას მასთან კინო
„რუსთაველის“ მეორე სართულზე სპეცდანიშნულების რაზმის ერთ–ერთი
თანამშრომელი მივიდა და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი წინააღმდეგობა მისთვის
არ გაუწევია, თვალის მიდამოში დაარტყა. ამას სპეციალური დანიშნულების რაზმის
დაახლოებით 5–6 წარმომადგენლისგან რეზინის ხელკეტის დარტყმა მოჰყვა.
აღნიშნულის შემდეგ ვ.ბულბულაშვილს დაადეს ხელბორკილები და ავტობუსისკენ
წაიყვანეს, ამ დროსაც გრძელდებოდა მისი ფიზიკური შეურაცხყოფა. დაკავების შემდეგ
ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ აღნიშნავს აიდმარ ლაგვილავაც.
ოზურგეთის შს დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული
დათვალიერების ოქმებში აღნიშნულია, რომ ვ. ბულბულაშვილს და ა. ლაგვილავას
აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები, თუმცა ორივე შემთხვევაში მითითებულია, რომ
მათ დაზიანებები დაკავებამდე მიიღეს.
ჩოხატაურის დროებითი დაკავების იზოლატორში სახალხო დამცველის
წარმომადგენლების მიერ მონახულებული 2011 წლის 26 მაისს აქციის დაშლისას
დაკავებული პირების – ამირან ჩუბინიძის, ლეგა ონიანის, გიორგი მატიაშვილის,
გიორგი გურგენაძის, გიგა გავაშელიშვილის, ირაკლი კვარაცხელიას, ავთანდილ
რიჟამაძის და დიმიტრი ტიტვინიძის ახსნა–განმარტებების თანახმად,
სამართალდამცავები მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც აქციის
დაშლისას, ისე დაკავების შემდგომ. კერძოდ, მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა,
რომ ბორკილები ედოთ და არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ სამართალდამცავებს,
ისინი მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აგრძელებდნენ. დ.ტიტვინიძის განმარტებით კი,
მისი ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავების შემდეგ ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში
გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა. ჩოხატაურის დროებითი მოთავსების იზოლატორის
დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმების თანახმად, ყველა ზემოაღნიშნულ
პირს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა კატეგორიის დაზიანებები, თუმცა ოქმების
თანახმად, მათ დაზიანებები მიიღეს დაკავებამდე.
ლანჩხუთის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული 2011 წლის 26 მაისს
დაკავებული მზეჭაბუკ ჩაჩხიანის, ზურაბ მაყაშვილის, ვეფხია დევნოზაშვილის, გიორგი
დუნდუას, გოჩა ლაშხის და ვარდენ კუტალაძის ახსნა–განმარტებების თანახმად, მათ
სხეულის დაზიანებები როგორც აქციის დაშლისას, ისე დაკავების შემდეგ მიიღეს.
კერძოდ, სამართალდამცავები მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ
როგორც უშუალოდ დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ და სასამართლოში გადაყვანის
დროს. დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმების თანახმად, მათ
აღენიშნებოდათ სხეულის სხვადასხვა კატეგორიის დაზიანებები, თუმცა ამავე ოქმების
74 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
თანახმად, მათ დაზიანებები მიყენებული აქვთ დაკავებამდე (საკუთარ სახლში) და
სამართალდამცავების მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.
2011 წლის 26 მაისს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ
უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით სახალხო
დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა. თუმცა, როგორც
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა,
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პროკურატურამ მიიჩნია, რომ სამართალდამცველთა
ქმედებები არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და იკვეთებოდა მხოლოდ
დისციპლინური გადაცდომის ნიშნები. გამოძიებამ აღნიშნულ ფაქტებზე მასალები
შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ
ინსპექციას გადაუგზავნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით
დასტურდება, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლაში
მონაწილე 16 პოლიციელი დისციპლინური წესით დაისაჯა. მათ მიმართ გამოყენებულ
იქნა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მათ შორის 4
შემთხვევაში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ განხორციელებული რეაგირება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა
ჩვენ მიერ შესწავლილი უფლებადარღვევის საქმეებიდან რიგ შემთხვევაში დანაშაულის
ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამისად, მსგავს ფაქტებს ადეკვატური რეაგირება უნდა
მოჰყვეს და უფლებადამრღვევ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლის თანახმად, „ადამიანის პატივი და ღირსება
ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და
ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. დაუშვებელია
დაკავებულის თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან
ფსიქიკური იძულება“.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის მიერ ადამიანის პატივისა და
ღირსების დაცვა გარანტირებულია ასევე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
დაკავებულთა მოპყრობის წესები, შიდასახელმწოფოებრივ ნორმებთან ერთად, არაერთი
საერთაშორისო კონვენციით რეგულირდება, რომლებსაც საქართველო სავალდებულოდ
აღიარებს. აღნიშნული ნორმები შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილია და
შესაბამისად, წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ადამიანი ნებისმიერ გარემოსა და
პირობებში, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის დროს, დაცული იქნება წამების, ასევე,
არაადამიანური, სასტიკი ან სხვა ღირსების შემლახველი მოპყრობისაგან.
პოლიციის მიერ იძულების გამოყენების პირობები გაწერილია „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე–11 მუხლში, რომლის მიხედვითაც პოლიციელს უფლება აქვს,
გამოიყენოს ფიზიკური იძულება დამნაშავის დასაკავებლად, თუ არაძალადობრივი
მეთოდების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს კანონით დაკისრებული მოვალეობების
შესრულებას. ამავე კანონის მე–10 მუხლის თანახმად, პოლიციელს უფლება აქვს
75 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
გამოიყენოს ფიზიკური იძულება პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპის
გათვალისწინებით. შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც პოლიციის მიერ ფიზიკური
იძულება გამოწვეულია აუცილებლობით, გამოყენებული ძალა უნდა იყოს
პროპორციული და ადეკვატური. თუმცა ჩვენ მიერ განხილული განცხადებებიდან
ხშირად საწინააღმდეგო იკვეთება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ
პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა ხშირად სცილდება დასაშვებ ზღვარს და რიგ
შემთხვევებში დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს. აუცილებელია ძალის გადამეტების
ყოველი კონკრეტული ფაქტი სათანადოდ იქნეს შესწავლილი და გამოძიებული
შესაბამისი ორგანოების მიერ. სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისას
გამოვლენილი უფლებადარღვევები დროულად და ადეკვატურად უნდა შეფასდეს,
მომავალში მათი თავიდან ასაცილებლად.
პოლიციის როლი ტელეკომპანია მაესტროში განვითარებული მოვლენებისას
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს ტელეკომპანია „მაესტროს“
თანამშრომლებმა, რომლებიც ითხოვდნენ 2011 წლის 30 ნოემბერს ტელეკომპანია
,,მაესტროს“ თანამშრომლების უფლებადარღვევის ფაქტის შესწავლას.
2011 წლის 30 ნოემბერს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა
ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები და დირექტორი ილია კიკაბიძე
ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობაში არ შეუშვეს, რისი მიზეზიც მათთვის არ
განუმარტავთ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2011 წლის 30 ნოემბერს ტელეკომპანია
,,მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს ტელეფონით აცნობა, რომ ტელეკომპანია
,,მაესტროზე“ მოხდა თავდასხმა. მოწოდებული ინფორმაციით, ადგილზე გავიდა ვაკე –
საბურთალოს მიმართულების პირველი ოცეულის ეკიპაჟი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოქმის ასლის თანახმად, ადგილზე
მისული პატრულ-ინსპექტორები ესაუბრნენ ერასტი კიწმარიშვილსა და ლევან
ჩიკვაიძეს. ორივე მხარემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ დანაშაული არ მომხდარა,
წამოიჭრა მმართველობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის თაობაზე მხარეები
სასამართლოსათვის მიმართვას აპირებდნენ. ოქმიდან ირკვევა, რომ პატრულ–
ინსპექტორებმა განუმარტეს მხარეებს, არ მიეყენებინათ ერთმანეთისათვის სიტყვიერი
და ფიზიკური შეურაცხყოფა და მიემართათ სასამართლოსათვის.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი და გავრცელებული
ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცავებს ადგილი არ დაუტოვებიათ ოქმის
შედგენის შემდგომაც. სამართალდამცავები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში
76 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
იმყოფებოდნენ. ჩვენ ხელთ არსებულ ვიდეოჩანაწერში ჩანდა, რომ ტელეკომპანია
„მაესტროს“ თანამშრომლებს ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის
წარმომადგენლები ტელეკომპანიის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
აღნიშნული კადრების თანახმად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები
იმყოფებოდნენ როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობის ეზოში, ისე მის გარეთ.
ვიდეოჩანაწერიდან ასევე ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ფიზიკური
ძალის გამოყენებით აიძულებდნენ ჟურნალისტებს, დაეტოვებინათ ტელეკომპანია
„მაესტროს“ ტერიტორია. ასევე, მოგვიანებით გადაღებული კადრების მიხედვით,
ტელეკომპანიის დირექტორმა ილია კიკაბიძემ სამართალდამცავებს წარუდგინა
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა, რომ ილია
კიკაბიძე იყო ტელეკომპანიის დირექტორი. მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიციის
თანამშრომლებმა ილია კიკაბიძე შენობაში არ შეუშვეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ფუნქციებიდან გამომდინარე, ,,პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მეორე მუხლებისა და საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის N 634 ბრძანებით დამტკიცებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
დებულების პირველი მუხლის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციებს. კერძოდ, ამავე დებულების
მე–16 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე და
კომპეტენციის ფარგლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ახდენს
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ამ სფეროში დანაშაულის ან სხვა
მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენას, აღკვეთასა და თავიდან აცილებას.
2011 წლის 30 ნოემბერს ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას, მიუხედავად იმისა,
რომ არ დახვდა დანაშაულის ნიშნები, სრული უფლება ჰქონდა ადგილზე
დარჩენილიყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძვლით. თუმცა ამ კონკრეტულ
შემთხვევაში ეჭვს ბადებდა ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული
მოვლენებისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ტელეკომპანია
„მაესტროს“ თანამშრომლებისთვის ტელეკომპანიის შენობაში შესვლის შეზღუდვის
მართლზომიერება და გატარებული ღონისძიების აუცილებლობა.
გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის
ცნობილი გახდა ტელეკომპანიაში ერასტი კიწმარიშვილის შესვლის ფაქტი,
ტელეკომპანია ,,მაესტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პირმა დაიწყო
მისვლა, შეინიშნებოდა გარკვეული დაძაბულობაც. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის
ფაქტი, რომ ხალხის მსვლელობა ტელეკომპანიისაკენ და დაძაბულობაც
თანამშრომელთა შენობაში შესვლის შეზღუდვამ გამოიწვია.
უდავოა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სამართალდარღვევათა თავიდან
აცილება უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანია, რომლის მისაღწევადაც
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, გაატარონ
სათანადო ზომები. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ტელეკომპანიის
77 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
თანამშრომლებისათვის შენობაში შესვლის შეზღუდვა არ შეესაბამებოდა
სამართალდარღვევათა პრევენციის პროპორციულ ზომას. მით უმეტეს, თუ
გავითვალისწინებთ, რომ საქმე ეხებოდა მედიასაშუალებას, რომლის დაუბრკოლებელი
მუშაობის მიმართაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტაცია შემდგომი
რეაგირებისთვის გადავუგზავნეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
გენერალურ ინსპექციას. აღნიშნული უწყებიდან პასუხი 2012 წლის 1 მარტს მივიღეთ.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
გენერალურ ინსპექციას დისციპლინური ღონისძიებები ამავე სამინისტროს
თანამშრომელთა მიმართ არ გაუტარებია.
რეკომენდაციები:
რეკომენდაციით მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს, პოლიციელთა
მხრიდან ძალის გადამეტების ყოველი კონკრეტული ფაქტი გაჭიანურების გარეშე იქნეს
შესწავლილი და გამოძიებული პროკურატურის ორგანოების მიერ, ხოლო გამოძიების
დასრულების შემდეგ ასეთი ფაქტების მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესის
გათვალისწინებით ინფორმაცია გახდეს ხელმისაწვდომი.
რეკომენდაციით მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს მხრიდან
გატარდეს ადეკვატური ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად იქნას თავიდან
აუცილებული პოლიციელთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და
ღირსების შემლახავი მოპყრობის შემთხვევები.
78 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სამოქალაქო – პოლიტიკური უფლებები
შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
შესავალი
საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში ყოველ წელს
გარკვეული ადგილი ეთმობა შეკრებებისა და მანიფესტაციების კუთხით
საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვას. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ამ
სფეროში განხორციელებული ინტენსიური საკანონმდებლო ცვლილებებია, ხოლო,
მეორე მხრივ, საქართველოში შეკრებებისა მანიფესტაციების სიმრავლე. ამ
თვალსაზრისით გამონაკლისი არც 2011 წელია.
2011 წელს მიმდინარე მოვლენებისა და ტენდენციების ანალიზის მონაცემებით, 2010
წელთან შედარებით 2011 წელი აქტიური წელი იყო როგორც საკანონმდებლო, ისე
შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებით სარგებლობის თვალსაზრისით.
კერძოდ, წლის განმავლობაში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში. 2011 წელს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველის
სარჩელთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება81, რომელიც სწორედ „შეკრებებისა
და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების
არაკონსტიტუციურობას ადგენს.
წელი აქტიური იყო პრაქტიკის თვალსაზრისითაც. 2011 წლის განმავლობაში გაიმართა
ათეულობით აქცია. მათი ნაწილი საკმაოდ მასშტაბური და ხანგრძლივი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ აქციების დიდმა ნაწილმა ყოველგვარი უფლებადარღვევების
გარეშე ჩაიარა, რამდენიმე შეკრება-მანიფესტაციის დროს საქართველოს სახალხო
დამცველმა დააფიქსირა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის
ფაქტები.
მათ შორისაა 2011 წლის 3 იანვრის ფაქტი, როდესაც სამართალდამცავებმა დაშალეს ე.წ.
,,ვეტერანების“ აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტი არ ხვდებოდა
საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის საანგარიშო პერიოდში, საკითხის
აქტუალობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა
შეკრება-მანიფესტაციის მიმდინარეობისას მომხდარ ადამიანის უფლებების
დარღვევებზე დეტალურად ყურადღება სწორედ 2010 წლის ანგარიშში გაამახვილა.
2011 წლის მაისში დაიწყო პერმანენტული აქციები, რომლებიც ამავე წლის 26 მაისს
საყოველთაოდ ცნობილი მოვლენებით დასრულდა. საქართველოს სახალხო დამცველმა
81 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/482,483,487,502, გადაწყვეტილება. ქ. ბათუმი, 2011
წლის 18 აპრილი
79 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
შეისწავლა ქ.ქუთაისში ქარხანა ,,ჰერკულესის“ თანამშრომლების გაფიცვის საქმეც. 2011
წელს ისევე, როგორც წინა წლებში, დაფიქსირდა სამართალდამცავების მხრიდან
არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და შეკრებებისა და მანიფესტაციების
დაშლისას ძალის გადამეტების ფაქტები, ასევე შეინიშნებოდა ჟურნალისტთა
შეურაცხყოფა შეკრება–მანიფესტაციების დროს.
ზემოხსენებულ საკითხთა აქტუალობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატმა საანგარიშო პერიოდში არაერთი აქტივობა განახორციელა. მათ
შორის აღსანიშნავია 2011 წლის 9 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
დღის აღსანიშნავად გამართული მრგვალი მაგიდა თემაზე – „შეკრებისა და
მანიფესტაციის უფლება: კანონმდებლობა და პრაქტიკა“.82 მრგვალ მაგიდაში
მონაწილეობა მიიღეს ვენეციის კომისიის წევრებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა,
დიპლომატიურმა კორპუსმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარის მოადგილემ, პარლამენტის წევრებმა, მოსამართლეებმა, შინაგან საქმეთა
სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, საერთაშორისო და ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიების მიზანი ამ
სფეროში არსებული ძირითადი პრობლემების კიდევ ერთხელ დაფიქსირება და
საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებების მოსმენა იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ თავში, ტრადიციულად, ყურადღებას
გავამახვილებთ საანგარიშო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ
კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებსა და აღნიშნული თავისუფლების პრაქტიკაში
რეალიზაციისას წარმოქმნილ სისტემურ პრობლემებზე.
1. კანონმდებლობა შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების შესახებ
,,მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომლითაც
შეიძლება ისარგებლონ როგორც ცალკეულმა პირებმა, ისე პირთა ჯგუფმა,
არარეგისტრირებულმა გაერთიანებებმა, იურიდიულმა პირებმა და კორპორაციებმა.
მშვიდობიანი შეკრების უფლება აღიარებულია დემოკრატიის ერთ–ერთ
ფუნდამენტად... აღნიშნული თავისუფლება ხელს უწყობს დიალოგს როგორც
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, ასევე მათ დიალოგს
პოლიტიკურ ლიდერებთან და ხელისუფლებასთან“.83
82 ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველის, ადამიანის უფლებათა დაცვის
უმაღლესი კომისარიატისა და ევროპის საბჭოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
მხარდაჭერით.
83 Guidlines on Freedom of Peaceful Assembly - Strasbourg- Warsaw, 9 July 2010, Study no. 581/2010, CDL-AD(2010)020 –
European Comission for Democracy Through Law (Venice Comission), OSCE/ODIHR p.7
80 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების შესახებ არსებული საერთაშორისო
და რეგიონული სტანდარტები გამომდინარეობს სამი ძირითადი დოკუმენტიდან –
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების შესახებ და ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა კონვენცია.
კერძოდ, შეკრებებისა და გაერთიანებების თავისუფლება განმტკიცებულია ადამიანის
უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე–20 მუხლით, რომლის თანახმად, ,,ყოველ
ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრებისა და ასოციაციების თავისუფლებისა“.
ანალოგიური ჩანაწერი გვხვდება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
საერთაშორისო პაქტის 21–ე მუხლში. რაც შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა კონვენციას, აღნიშნული დოკუმენტის მე-11 მუხლის
თანახმად, „ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა...“.
საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება გარანტირებულია
საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლით. აღნიშნული უფლებით სარგებლობის
წესი კი რეგლამენტირებულია საქართველოს კანონით ,,შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ.“
შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების უზრუნველყოფა კომპლექსური
საკითხია და სხვადასხვა უწყებების ძალისხმევას მოითხოვს. აუცილებელია,
სახელმწიფომ, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების სრული რეალიზაციის
მიზნით, უზრუნველყოს ყველა სათანადო პოზიტიური ღონისძიების გატარება.
ამავდროულად, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი აღნიშნულ
თავისუფლებაში უხეში და არამართლზომიერი ჩარევისაგან. ყოველივე
ზემოაღნიშნულის პრაქტიკაში განხორციელების უპირველეს გარანტს კი შესაბამისი
საკანონმდებლო ბაზა წარმოადგენს.
შეკრებებისა და მანიფესტაციების სფეროში საქართველოში არსებული
კანონმდებლობის ტრანსფორმაცია 2009 წელს დაიწყო. საქართველოს სახალხო
დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრისა84 და 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშებში85
ვრცლად იყო საუბარი იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც ,,შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში გვხვდებოდა. ასევე, საუბარი იყო იმ
ცვლილებებზე, რომლებიც 2009 წლის 17 ივლისს შეკრებებისა და მანიფესტაციების
იხ.<< http://www.venice.coe.int/docs/2010/CDL-AD(2010)020-e.pdf>> შემოწმებული 23.01.12
84 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, შეკრებებისა და მანიფესტაციების
თავისუფლება გვ.174;
85 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება,
გვ.218;
81 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
მარეგულირებელ აქტებში შევიდა. მიმოხილული იყო აღნიშნულ ცვლილებებზე
ვენეციის კომისიის წევრების შუალედური მოსაზრებები.86
2010 წლის 1 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“ საქართველოს კანონზე შემუშავებული ახალი ცვლილებების პროექტი
გადაუგზავნა ვენეციის კომისიას. კომისიამ ზემოაღნიშნულ ცვლილებებზე 2010 წლის
12–13 მარტს შეიმუშავა შუალედური დასკვნა.87 ცვლილებების პროექტი შეკრებებისა
და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობაში მთელი რიგი ხარვეზების
გამოსწორებას ითვალისწინებდა, რაც თავისთავად ვენეციის კომისიის შუალედურ
დასკვნაში დადებითად შეფასდა.
ამავდროულად, ვინაიდან საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2009 წლის 17
ივლისს შეტანილი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა,
2010 წლის 7 სექტემბერს შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონმდებლობაში
არსებული ყველა სადავო ნორმის შესახებ კონსტიტუციური სარჩელით (#502)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.88 2010 წლის 5 ნოემბერს,
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის თანახმად, სასამართლომ #1-1/2/502 განჩინებით საქმე გადასცა საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
დავის საგანი იყო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის,
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა“ და
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-
19, 24-ე და 25-ე მუხლებთან მიმართებით. დასახელებული ნორმებით გარანტირებულია
სიტყვის, აზრის გამოხატვისა და გავრცელების თავისუფლება და შეკრებისა და
მანიფესტაციის უფლება.
2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით89, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის
კონსტიტუციური სარჩელი და ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
86 Comments on the law on Assembly and Manifestations of the Republic of Georgia by mr. Bogdan Aurescu, Opinion no. 547 /
2009, <http://www.venice.coe.int/docs/2009/CDL(2009)153-e.asp>:
Comments on the law on Assembly and Manifestations of the Republic of Georgia by Finola Flanagan, Opinion no. 547 / 2009, <
http://www.venice.coe.int/docs/2009/CDL(2009)152-e.pdf>
87 CDL-AD(2010)009 Interim Opinion on the Draft Amendments to the Law on Assembly and Manifestations of Georgia
adopted by the Venice Commission at its 82nd Plenary Session. Venice, 12-13 March 2010
88 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“, მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად
ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია
და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2010
წლის 7 სექტემბერი, სარჩელი #502
89 http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22&id=640&action=show
82 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
საქართველოს კანონის, ასევე, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა“ კოდექსის რიგი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.
კერძოდ, არაკონსტიტუციურად მიჩნეულია ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა
შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთი დაწესებულებისა და
ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის
რადიუსში. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ასეთი სახის
აკრძალვა კონსტიტუციას არ შეესაბამებოდა, ვინაიდან, რიგ შემთხვევებში ის შეკრებისა
და მანიფესტაციის გამართვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა. ამავე დროს,
სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის
ხელს უშლის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას ან, როდესაც შეზღუდვა
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის განპირობებული.
სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია და ძალადაკარგულად გამოაცხადა
კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა მხოლოდ ერთი პირის მიერ შეკრებისა და
მანიფესტაციის ინიცირებას, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აქციის
ორგანიზებას და მისთვის პასუხისმგებელი პირის სტატუსის მინიჭებას.
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც ქუჩის გადაკეტვის ან
კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შეკრების დაუყოვნებლივ შეწყვეტას
ითვალისწინებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრებაში მონაწილეებს უნდა მიეცეთ
შესაძლებლობა, შეკრება (მანიფესტაცია) კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ. ხოლო
შეკრება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. რიგი გასაჩივრებული ნორმები კი
საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ 2011 წლის 13 ივნისს ინიცირებულ იქნა
კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
საქართველოს კანონის მნიშვნელოვან გადასინჯვას. საქართველოს სახალხო დამცველმა
შეიმუშავა შენიშვნები და წინადადებები ზემოაღნიშნულ კანონპროექტზე, რომელიც
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 2011 წლის 22 ივნისს გადაეგზავნა.
შენიშვნები შეეხებოდა წარმოდგენილი კანონპროექტის შემდეგ დებულებებს:
1. კანონპროექტის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი
შეკრებისა და მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდა შეიარაღებული
ძალების, სამართალდამცავი, სპეციალური და გასამხედროებული დაწესებულების
მოსამსახურეებს. საქართველოს სახალხო დამცველის შეხედულებით,
შემოთავაზებული ნორმა ვერ უპასუხებდა შეკითხვას, აკრძალვა ვრცელდებოდა
მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მომენტში თუ ნებისმიერ,
მათ შორის სამსახურიდან თავისუფალ დროსაც. შესაბამისად, მიიჩნია, რომ შეზღუდვა
უნდა დაწესებულიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც შეკრებაში მონაწილეობა ეჭვქვეშ
83 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
აყენებდა პოლიციის ან სამხედრო პერსონალის ნეიტრალურობის შენარჩუნების
შესაძლებლობას საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის სამსახურის გაწევისას.
2. წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგნაირად
ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა: ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების
შეზღუდვა უნდა იყოს: ა. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით
დაცული სიკეთეების განხორციელებისაკენ..“ ჩვენი ხედვით, აუცილებელი იყო
ნორმაში მითითების გაკეთება, რომლითაც დაზუსტდებოდა, რომ აღნიშნული ნორმით
დადგენილი შეზღუდვები შეკრება-მანიფესტაციის შინაარსზე ვრცელდებოდა და არა
გამოხატვის ფორმაზე.
3. ასევე ჩვენი შენიშვნა შეეხებოდა წარმოდგენილი კანონპროექტის მიერ ,,შეკრებებისა
და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს,
რომელიც არ იძლეოდა თვითმმართველობის ორგანოს მიმართ, ერთი (ფიზიკური)
პირის (ან მისი მარწმუნებლის) მიერ, შეკრება–მანიფესტაციის ჩატარების შესახებ
გაფრთხილების წარდგენის შესაძლებლობას და ამავე მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც
კრძალავდა 18 წლამდე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების პასუხისმგებელ
პირებად მიჩნევას. აღნიშნული შეზღუდვები საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციის ანალოგი იყო.
4. კანონპროექტის მე-9 მუხლით წარმოდგენილ რედაქციას კვლავ შეჰქონდა კანონში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი
შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების ამკრძალავი 20–მეტრიანი რადიუსის ცნება.
ჩვენი მოსაზრებით, ამა თუ იმ ორგანოს მიერ დაწესებული შეზღუდვა განპირობებული
უნდა ყოფილიყო დაწესებულების საქმიანობისათვის ხელშეშლისა და ბლოკირების
აღკვეთის საჭიროებით.
5. ჩვენ მიერ წარდგენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინადადება ეხებოდა
ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებულ მე-91 მუხლს, რომელიც
განსაზღვრავდა, რომ ,,შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი
შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ,
მუშაობენ, ვაჭრობენ, აქვთ ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება.
აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ამ
მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს
ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება. ასეთი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს
ორი ურთიერთდაუკავშირებელი შეკრების ან მანიფესტაციის არსებობის პირობებში.“
წარმოდგენილ რედაქციაში გამოყენებული ,,შესაბამისი ორგანოს“ ცნება იყო
ბუნდოვანი და მოითხოვდა დაკონკრეტებას. აღნიშნული ნორმის მეორე წინადადება,
,,აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა,“
ფაქტობრივად ბლანკეტური აკრძალვა იყო და გამორიცხავდა ბალანსის დაცვასა და
84 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასებას, რასაც შესაძლოა შეკრება-მანიფესტაციის
თავისუფლების არამართლზომიერი შეზღუდვა გამოეწვია. შესაბამისად, მოვითხოვეთ
ნორმის იმგვარი ფორმულირება, რაც აღნიშნულ ხარვეზებს აღმოფხვრიდა.
6. შენიშვნა ეხებოდა კანონის მე-111 მუხლსაც, რომელიც შეკრების ან მანიფესტაციის
მონაწილეთა მხრიდან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივი ან სრული
გადაკეტვის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ხოლო
განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას აძლევდა გზის გახსნის ან/და
მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებას.
საქართველოს სახალხო დამცველის შეხედულებით, აღნიშნული ფორმულირება
გარკვეულ კითხვებს ბადებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და
საქართველოს მთავრობის კომპეტენციის გამიჯვნასა და საკითხის განსაკუთრებულად
მიჩნევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, წინადადებით მიმართა პარლამენტს,
შეემუშავებინათ ,,განსაკუთრებულ შემთხვევათა“ ზუსტი ჩამონათვალი, რომლითაც
განისაზღვრებოდა რა შემთხვევაში ექნებოდა საქართველოს მთავრობას გზის გახსნის
ან/და მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება.
7. საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე წინადადებით მიმართა საქართველოს
პარლამენტს, უზრუნველეყო კანონპროექტით შემოთავაზებული მე-13 მუხლის
ფორმულირების შეცვლა. კერძოდ. მე-13 მუხლით განსაზღვრულია ის შემთხვევები,
როცა შეკრება ან/და მანიფესტაცია დაუყოვნებლივ შეწყვეტას ექვემდებარება.
საქართველოს სახალხო დამცველის შეხედულებით, შეკრებისას დარღვევათა არსებობა
ავტომატურად არ უნდა გახდეს შეკრების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად,
დარღვევათა აღმოფხვრასთან და შეკრების შეწყვეტასთან დაკავშირებული
რეგულაციები მკაფიოდ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ასევე, აუცილებელი იყო მე-
13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
უფლებამოსილი წარმომადგენლის გაფრთხილება, მხოლოდ აქციის მონაწილეთა მიერ
მასობრივი დარღვევების შემთხვევები გამხდარიყო აქციის შეწყვეტის საფუძველი.
საბოლოოდ, აღნიშნული ცვლილებები კანონში აისახა 2011 წლის 1 ივლისს. აქვე უნდა
აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სახალხო
დამცველის წინადადებებისა და შენიშვნების უმეტესობა გაითვალისწინა.
2011 წლის 14–15 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ მიიღო საბოლოო მოსაზრება/დასკვნა
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ბოლო
ცვლილებებთან დაკავშირებით.90 ვენეციის კომისიის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ
დასკვნაში რამდენიმე შენიშვნა დაფიქსირდა, მთლიანობაში დადებითად შეფასდა
კანონში ასახული ცვლილებები. კერძოდ, კომისიამ განაცხადა, რომ ,,იგი გამოხატავს
90 Final Opinion On The Amendments To The Law On Assembly And Manifestations Of Georgia – Adoped by the
Venice Commission at its 88th Plenary Session (Venice, 14-15 October 2011) – Opinion no.547/2009, CDLAD(
2011)029 – Strasbourg, 17 October, 2011;
85 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
კმაყოფილებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მათ წინა მოსაზრებებში
დაფიქსირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია საქართველოს
ხელისუფლებამ გაითვალისწინა“.91 მიუხედავად ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნის
თანახმად, ,,კვლავ რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი (კერძოდ, კი სპონტანური
შეკრებების გამართვის შეუძლებლობა), რომელთაც ხელისუფლებამ ყურადღება უნდა
მიაქციოს“.92
ახალი ცვლილებებით „აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას
შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება“.
ვენეციის კომისიის მოსაზრებით, აუცილებელია კონკრეტულად/ნათლად დადგინდეს,
რომ მე–111 მუხლის მეორე პუნქტით (შეკრების ჩატარებისას არ შეიძლება ტრანსპორტის
სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა
გათვალისწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია და
დაცულია ამ კანონით დადგენილი ყველა წესი) და მე–112 მუხლით დადგენილი
უფლებები ამ აკრძალვის გამომრიცხავი გარემოებებია. ვენეციის კომისიამ დააფიქსირა,
რომ აბსოლუტური აკრძალვა არაპროპორციულია, რაც მის გაუქმებას აუცილებელს
ხდის.
შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების ბლანკეტური აკრძალვები კვლავ
შენარჩუნებულია პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებებსა და სამართალდამცავი ორგანოების შენობებიდან ან მათი
შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე. ვენეციის კომისიის
მოსაზრებით, აღნიშნულ შენობებთან დაკავშირებითაც აუცილებელია, საკითხი
ინდივიდუალურად წყდებოდეს. აღნიშნული საქართველოს ხელისუფლებას ხელს
შეუწყობს დააბალანსოს შესაბამისი ინსტიტუტების ადეკვატური ფუნქციონირება და
თითოეული პირის კანონით გარანტირებული შეკრებებისა და მანიფესტაციების
თავისუფლება.
ამასთან, ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9
მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტების თანახმად, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ
ორგანოებს მიენიჭათ უფლება, დააწესონ შენობებიდან გარკვეული მანძილი, რომლის
რადიუსშიც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შეიზღუდება, თუმცა, იგი არ უნდა
აღემატებოდეს ოც მეტრს. ვენეციის კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრების
თავისუფლებაზე შეზღუდვა უნდა დააწესოს კომპეტენტურმა აღმასრულებელმა ან
სამართალდამცავმა ორგანომ, რაც ამ შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის.
ვენეციის კომისიამ არასაკმარის ვადად მიიჩნია ასევე „შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტში განსაზღვრული 15–
წუთიანი ვადა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ,,ამ კანონის მე-11 მუხლის
პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა
91 Ibid p10;
92 Ibid;
86 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
არამასობრივად დარღვევის, ასევე, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ უფლებამოსილი
წარმომადგენლის გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში
ორგანიზატორი ვალდებულია, დარღვევის აღმოსაფხვრელად მოუწოდოს შეკრების ან
მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას“. ვენეციის
კომისიის აზრით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ
არსებობს შეკრების ან მანიფესტაციის გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა,
დადგენილი 15–წუთიანი ვადა, გარკვეულ შემთხვევებში, სურვილის მიუხედავად,
შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი კონკრეტული დარღვევის აღმოსაფხვრელად.
ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნის თანახმად, კანონით უცხო ქვეყნის
მოქალაქეებს უნდა მიეცეთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა შეკრებებსა და
მანიფესტაციებში ან იყვნენ მათი ორგანიზატორები. „შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, „შეკრებისა და
მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი პირები არ
შეიძლება იყვნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ან/და პირები, რომლებსაც არ შესრულებიათ
18 წელი“. ვენეციის კომისიის მოსაზრებით, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა
გადაჭარბებულია იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო სტანდარტებით
გარანტირებულია უცხოელების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებით
სარგებლობა. შესაბამისად, კანონით უცხოელებს უნდა მიეცეთ შეკრებისა და
მანიფესტაციების ორგანიზების უფლებაც.
იმედს ვიტოვებთ, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს
კანონში განხორციელებული ცვლილებები დადებით გავლენას მოახდენს
საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და სახელმწიფო გააგრძელებს
კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას.
2. პრაქტიკაში არსებული მდგომარეობა
ზოგადად, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების ეფექტური გარანტი
კანონმდებლობის პრაქტიკაში სწორი იმპლემენტაციაა. მხოლოდ საერთაშორისო
სტანდარტებთან სრული შესაბამისობით არსებული საკანონმდებლო ბაზა ვერ
უზრუნველყოფს აღნიშნული თავისუფლებით სრულ სარგებლობას, თუ შესაბამისი
ორგანოების მიერ არ მოხდება კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების
პრაქტიკაში რეალიზება. სამწუხაროდ, ამ კუთხით საქართველოში, ისევე როგორც წინა
წლებში, მრავალი პრობლემა დაფიქსირდა.
როგორც უკვე შესავალში აღვნიშნეთ, 2011 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო
დამცველმა შეისწავლა შეკრება–მანიფესტაციის რამდენიმე შემთხვევა, რომლებშიც
აღნიშნული თავისუფლებით სარგებლობისას კონკრეტულ პირთა და პირთა ჯგუფების
უფლებების დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ
პრაქტიკაში არსებული ხარვეზები არაერთხელაა განხილული საქართველოს სახალხო
87 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
დამცველის წინა წლების ანგარიშებში. 2011 წელს, ისევე, როგორც წინა წლებში,
დაფიქსირდა სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა
და შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლისას ძალის გადამეტების ფაქტები, ასევე,
იყო ჟურნალისტთა შეურაცხყოფის ფაქტებიც შეკრება–მანიფესტაციების დროს.
აღნიშნულ ქვეთავში ყურადღებას სწორედ პრაქტიკაში არსებულ სისტემურ
პრობლემებსა და იმ ცალკეულ შემთხვევებზე გავამახვილებთ, რომლებმაც კონკრეტულ
პირთა შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების შელახვა გამოიწვიეს.
2.1 სამართალდამცავების მოთხოვნათა კანონიერება შეკრებებისა და მანიფესტაციების
დროს
,,მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა... აქციას
შეიძლება ბევრი მიზანი ჰქონდეს, მათ შორის განსხვავებული, არაპოპულარული ან
უმცირესობათა მოსაზრებების გამოხატვა... მშვიდობიანი შეკრებების დაცვა
აუცილებელია ისეთი ტოლერანტული და პლურალისტული საზოგადოების
ფორმირებისათვის, რომელშიც სხვადასხვა მრწამსის, საქმიანობისა თუ პოლიტიკური
შეხედულებების ჯგუფები ერთად, მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებენ.93
საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვრცლად იყო
საუბარი 2011 წლის 3 იანვარს ქ.თბილისში, გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულთა
მემორიალთან ვეტერანების აქციის დაშლის ფაქტზე.94 აღნიშნული ფაქტის შესწავლისას
გამოვლინდა რამდენიმე პრობლემური საკითხი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ
აქციის გამართვის ადგილი კანონის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგებოდა,
სამართალდამცავებმა მოითხოვეს აქციის შეწყვეტა. მათ, ,,არამართლზომიერ“ ნივთად
მიიჩნიეს ადგილზე მიტანილი კარავი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხელოვნურად არ
კეტავდა არც ტრანსპორტისა და არც ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილს,
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მსგავს პრობლემებს ადგილი ჰქონდა ქ.ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა
,,ჰერკულესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მუშათა საპროტესტო აქციების
დროსაც. კერძოდ, ქარხანაში არსებული შრომის მძიმე პირობების გამოსწორების
მოთხოვნით, დასაქმებულებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცვა დაიწყეს.
რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა.
2011 წლის 13 და 15 სექტემბერს, აქციების მიმდინარეობისას მოხდა 2 ინციდენტი.
2011 წლის 13 სექტემბერს აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა დადგეს
კარავი. კარვის დადგმიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავი
93 Guidlines on Freedom of Peaceful Assembly - Strasbourg- Warsaw, 9 July 2010, Study no. 581/2010, CDL-AD(2010)020 –
European Comission for Democracy Through Law (Venice Comission), OSCE/ODIHR p.7
94 იხ.საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათადაცვის მდგომარეობის შესახებ, 2010 წელი, გვ.222
88 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
ორგანოს თანამშრომლები. მათ გაფიცულებს კარვის აღება მოსთხოვეს.
სამართალდამცავებმა კარავი დაშალეს და პოლიციის ავტომანქანაში მოათავსეს.
მოგვიანებით, 10-15 წუთში, მათ კარავი მფლობელებს დაუბრუნეს. აღნიშნული
ინციდენტის შემდეგ გაფიცვა გაგრძელდა, თუმცა გაფიცულთა განმარტებით, მათ
კარვის დადგმა აღარ უცდიათ.
რაც შეეხება 2011 წლის 15 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს
სახალხო დამცველისთვის მიცემული ახსნა-განმარტებების თანახმად, დაახლოებით
21:30 საათზე აქციის მიმდინარეობის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის
დაახლოებით 30 ეკიპაჟი. პოლიციის თანამშრომლებმა მოითხოვეს აქციის დაშლა და
დააკავეს აქციის მონაწილეთა ნაწილი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის ადვოკატის, რევაზ თოფურიას, ახსნა-განმარტების თანახმად, ის
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა
პროფესიული კავშირის პრეზიდენტ თამაზ დოლაბერიძესთან ერთად, რამდენიმე
საათის განმავლობაში ეძებდა დაკავებულებს ქ.ქუთაისის დროებითი მოთავსების
იზოლატორში და პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში, თუმცა, დაკავებულებთან
შეხვედრა მხოლოდ მათი გათავისუფლების შემდგომ მოახერხა. ადვოკატისა და აქციის
მონაწილეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის
განმავლობაში იმყოფებოდნენ ქუთაისის შს საქალაქო სამმართველოში, სადაც მათ
დააწერინეს ხელწერილები იმის თაობაზე, რომ დასაქმებულები აღარ გააგრძელებდნენ
გაფიცვაში მონაწილეობას და დაუბრუნდებოდნენ სამსახურს, წინააღმდეგ შემთხვევაში
პასუხს აგებდნენ კანონით დადგენილი წესით.
საქმის შესწავლის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა
ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს თავად აქციის მონაწილეებს, საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, რომელიც გაფიცულებს
იურიდიულ დახმარებას უწევდა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და
ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტს, თამაზ
დოლაბერიძეს. უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებული აქციის მონაწილეებიდან მხოლოდ
სამმა პირმა განაცხადა თანხმობა, ახსნა–განმარტება მიეცა საქართველოს სახალხო
დამცველისთვის, მათი ვინაობის კონფიდენციალურად დატოვების პირობით, ხოლო
დანარჩენებმა აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ზეპირი საუბრისას დაადასტურეს.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, საქმეზე არსებული
გარემოებების სრულყოფილი და ორმხრივი შესწავლის მიზნით, სცადეს ქარხანა
,,ჰერკულესის“ ადმინისტრაციასთან შეხვედრა და მათგან ზემოაღნიშნულ
ინციდენტებზე ახსნა–განმარტების მოპოვება, თუმცა ქარხნის ადმინისტრაციამ
შეხვედრასა და ახსნა–განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა. მოპოვებული მასალის
ანალიზის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ,
რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა.
89 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
2.1.1 კარვის აღების მოთხოვნა
საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიცემული ახსნა-განმარტებებისა და
საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, აქციის
მიმდინარეობისას და კარვის დადგმისას არ მომხდარა არც საქართველოს ორგანული
კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და არც ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.
კერძოდ, როგორც მოპოვებული მასალიდან ირკვევა, აქციები მიმდინარეობდა ქარხანა
,,ჰერკულესის“ ეზოს შესასვლელიდან დაახლოებით 50–60 მეტრში. აქციის მონაწილეთა
განმარტებით, კარავი გაიშალა ადგილზე მოშიმშილე მუშებისათვის. 2011 წლის 13
სექტემბერს სამართალდამცავებმა ისე, რომ აქციის მონაწილეებისათვის არაფერი
განუმარტავთ, კარავი აიღეს.
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლით
განსაზღვრულია ის ქმედებები, რომლებიც აქციათა მიმდინარეობისას იკრძალება.
კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია ტრანსპორტის
სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან
მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი
ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნებით გადაკეტვა“.
ჩვენს ხელთ არსებული მასალის თანახმად, აქციის მონაწილეთა მიერ დადგმული
კარავი არ აფერხებდა ტრანსპორტის მიმოსვლის და არც ქარხნის შესასვლელის
ბლოკირებას იწვევდა. ამასთან, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს არ განუმარტავთ
აქციის მონაწილეებისათვის კარვის აღების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი,
რაც აქციის მონაწილეთა უფლებების დარღვევას წარმოადგენს.
2.1.2. აქციის დაშლის მოთხოვნა
რაც შეეხება 15 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს, ჩვენს ხელთ არსებული
მასალებიდან დგინდება, რომ აქცია მიმდინარეობდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით.
კერძოდ, საქართველოს კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
ითვალისწინებს აქციის ჩატარების მსურველთა ვალდებულებას, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს მიმართონ წერილობითი გაფრთხილებით იმ
შემთხვევაში, თუ აქციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იგეგმება ან
ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, რომ აქციის მონაწილეები
აქციას მართავდნენ ქარხანა ,,ჰერკულესის“ ეზოს შესასვლელიდან მოშორებით.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არ არის გამოყოფილი არც ტრანსპორტისა და არც ხალხის
90 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სამოძრაო ადგილი, იგი ფაქტობრივად მინდორს წარმოადგენს. შესაბამისად, აქციის
მონაწილეების მხრიდან არ ხდებოდა არც შენობის შესასვლელის ბლოკირება და არც
ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდებოდა.
ვინაიდან აქცია არ იმართებოდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
საქართველოს კანონის მე–5 მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, აშკარაა,
რომ არ არსებობდა ადგილობრივ თვითმმართველობაში გაფრთხილების შეტანის
აუცილებლობა.
რაც შეეხება აქციის მონაწილეთა, როგორც დასაქმებულთა ვალდებულებას,
შეატყობინოს, ადმინისტრაციას მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ, აქციის მონაწილეთა
განმარტებით, მათ საქართველოს ორგანული კანონის –„საქართველოს შრომის
კოდექსის“ 49-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად, წერილობით მიმართეს ქარხნის
ადმინისტრაციას მოსალოდნელი გაფიცვების შესახებ, რის შემდეგაც, ამავე წლის 2
სექტემბერს, გამაფრთხილებელი გაფიცვა გამართეს.
შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება სამართალდამცველების მოქმედების ლეგიტიმურობა,
როდესაც მოითხოვდნენ მონაწილეების მხრიდან აქციის დაშლას. გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავები ქარხნის ადმინისტრაციან გამოიძახა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა
საქმის ორმხრივი შესწავლის მიზნით, სცადეს ქარხანა ,,ჰერკულესის“
ადმინისტრაციასთან დაკავშირება მთელი რიგი სამართლებრივი გარემოებების
დასაზუსტებლად, რაც სამწუხაროდ, ადმინისტრაციის უარის გამო ვერ მოხერხდა.
2011 წლის 15 სექტემბერს ადგილზე დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. ჩვენს ხელთ
არსებული ახსნა-განმარტებების თანახმად, არც დაკავებისას და არც მის შემდგომ
სამართალდამცავებს არ განუმარტავთ აქციის მონაწილეთათვის მათი დაკავების
საფუძველი. ამასთან, მათი პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდში ე.წ. ხელწერილების
გარდა არ შემდგარა არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი.
2011 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით
მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და შემდგომი რეაგირებისათვის
გადაუგზავნა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია. თუმცა, აღნიშნულ ფაქტზე
გატარებული ღონისძიებების შესახებ არანაირი ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია.
2.2 სამართალდამცავთა მიერ აქციის დაშლისას ძალის გადამეტება – მაისის აქციები
2011 წლის მაისში ქ.თბილისსა და ქ.ბათუმში დაიწყო პერმანენტული საპროტესტო
აქციები. ქ. ბათუმში მოვლენები 21 მაისს აქციის დაშლითა და კონკრეტულ პირთა
დაკავებით დასრულდა, ხოლო ქ.თბილისში აქციები 26 მაისს სამართალდამცავებმა
დაშალეს.
91 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
გავრცელებული და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, აქციის ვადებისა
და გამართვის ადგილის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა შესაბამისი გაფრთხილება
წარადგინეს ქ.თბილისის მერიაში. აღნიშნული ვადა ამოიწურა 25 მაისს 24:00 საათზე.
ამის შესახებ აქციის მონაწილეები მერიის წარმომადგენელმა (უფლებამოსილი
წარმომადგენელი) გააფრთხილა. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით მათ შესთავაზეს ალტერნატიული
ადგილები აქციის გასაგრძელებლად. აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ
წინააღმდეგ შემთხვევაში აქციას სამართალდამცავები დაშლიდნენ. მას შემდეგ, რაც
აქციის მონაწილეები ნებაყოფლობით არ დაემორჩილნენ ქ.თბილისის მერიის
წარმომადგენლის მოთხოვნას, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა ძალის
გამოყენებით დაშალეს აქცია. მათ გამოიყენეს როგორც რეზინის ხელკეტები, ისე
არალეტალური იარაღი. ადგილზე დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი.
საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიაში გავრცელებული კადრები,
აქციის მონაწილეთა, აქციაზე მყოფ ჟურნალისტთა ახსნა–განმარტებები, მოინახულა
ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირები.
ზემოაღნიშნული მასალის შესწავლის შედეგად აშკარა ხდება, რომ მიუხედავად იმისა,
რომ აქცია გასცდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და არსებობდა
აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა
რიგ შემთხვევებში არაპროპორციული იყო.
2.2.1. სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ძალის არაპროპორციულობა
2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა სხვადასხვა ტიპის იარაღი
გამოიყენეს. კერძოდ, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ხელკეტი და
არალეტალური იარაღი.
შედეგად ფიზიკურად დაშავდა აქციის ათობით მონაწილე. ახსნა–განმარტებების
თანახმად, მათ ნაწილს საშუალება არ მისცეს, დატოვებინა აქცია. ჩვენს ხელთ არსებული
ინფორმაციით, ადგილზე მყოფ ჟურნალისტთა ნაწილს არ ჰქონდათ პროფესიული
საქმიანობის შესრულების საშუალება. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე
მათგანს სამართალდამცავებმა დაუზიანეს აპარატურა, მიაყენეს ფიზიკური და
სიტყვიერი შეურაცხყოფა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰყავდათ
დაკავებული.
უდავოა, რომ თითოეულმა სახელმწიფომ შიდა კანონმდებლობით უნდა
დაარეგულიროს შეკრებებისა და მანიფესტაციების საზღვრები და მათი რეგულირების
მეთოდები. აღნიშნულს ხაზს უსვამს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის
ორგანიზაციის (ეუთო) მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპებიც
მშვიდობიანი აქციების თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ძალის
გამოყენება უნდა რეგულირდებოდეს ეროვნული კანონმდებლობით, რომელმაც უნდა
92 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
დაადგინოს გარემოებანი, რომლებშიც გამართლებული იქნება, სხვადასხვა
საფრთხეების დროს ძალის გამოყენება (მათ შორის ადეკვატური, წინასწარი
გაფრთხილების საჭიროება) და გამოსაყენებელი ძალის დონე. ხელისუფლებამ უნდა
ჩამოაყალიბოს რამდენიმე საპასუხო ქმედება, რომლებიც შესაძლებელს გახდის
განსხვავებული და პროპორციული ძალის გამოყენებას. საპასუხო ქმედებები უნდა
მოიცავდეს შესაბამის სიტუაციებში არალეტალური, უნარის წამრთმევი იარაღების
გამოყენების შესაძლებლობასაც, როდესაც უფრო მშვიდობიანი ჩარევის საშუალებები
ვერ აღწევენ შესაბამის მიზანს.95
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფომ შეკრება–მანიფესტაციის დაშლისას
პროპორციული ზომები უნდა გამოიყენოს. კერძოდ, ძალოვანმა სტრუქტურებმა
დაშლის ოპერაციის დაგეგმვა ისე უნდა შემუშაონ, რომ აქციის მონაწილეებისადმი
ზიანის მიყენების რისკი მინიმუმამდე დავიდეს.96
საქართველოს კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ განსაზღვრავს იმ
ძირითად წესებს, რომლებიც უნდა იყოს დაცული აქციების მიმდინარეობისას. იმ
გარემოების გათვალისწინებით, რომ 2011 წლის მაისის აქციების დროს ბოლო
ცვლილებები ზემოაღნიშნულ კანონში არ იყო ასახული, ეს ფაქტის გაანალიზდება 2011
წლის 26 მაისს მოქმედი კანონის თანახმად.
ვინაიდან მაისის აქციების დროს იკეტებოდა ხალხისა და ტრანსპორტის გზა, აქციის
ორგანიზატორებმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქ.თბილისის მერიაში შესაბამისი
გაფრთხილება შეიტანეს. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად, გაფრთხილების წარდგენის შემდგომ ადგილობრივი მმართველობის
ორგანო გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს. სწორედ მისი ვალდებულებაა,
დააკვირდეს აქციის მიმდინარეობას და იმ შემთხვევაში, თუ აქცია გასცდება კანონით
დადგენილ ფარგლებს ან აქციის მონაწილეები დაარღვევენ ზემოაღნიშნული კანონით
დადგენილ მოთხოვნებს, გააფრთხილოს აქციის მონაწილეები/ორგანიზატორი და
მოითხოვოს აქციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, ან მისი მშვიდობიანი დაშლა97.
26 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევებიდან
პირველად იყო გამოყენებული კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა. კერძოდ, როგორც
უკვე აღვნიშნეთ, აქციის მონაწილეებს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განუმარტა,
რომ ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში შეტანილი
გაფრთხილების ვადა ამოწურული იყო და 26 მაისს გამთენიისას უნდა დაწყებულიყო
აღლუმისათვის მზადება, აქცია უნდა დაშლილიყო. აქციის მონაწილეებს შესთავაზეს
95 Guidlines on Freedom of Peaceful Assembly - Strasbourg- Warsaw, 9 July 2010, Study no. 581/2010, CDL-
AD(2010)020 – European Comission for Democracy Through Law (Venice Comission), OSCE/ODIHR p.11
96 Makaratzis v. Greece, no. 50385/99, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2004, პარაგრაფი 60
97 ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–111, მე–13 მუხლები (2011 წლის
26 მაისის მდგომარეობით)
93 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
აქციისათვის ალტერნატიული ადგილი. ისინი ასევე გააფრთხილეს, რომ
დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამართალდამცავები აქციას დაშლიდნენ.
ვინაიდან აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს დაშლაზე, ადგილზე
სამართალდამცავები გამოჩნდნენ. საქართველოს სახალხო დამცველის ხელთ
არსებული ვიდეომასალისა და მისთვის მიცემული ახსნა–განამარტებების თანახმად,
აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალა რიგ შემთხვევებში არ იყო
პროპორციული.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის თანახმად, პოლიციელს
უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება პროპორციულობისა და აუცილებლობის
პრინციპის გათვალისწინებით. შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც პოლიციის მიერ
ფიზიკური იძულება გამოწვეულია აუცილებლობით, გამოყენებული ძალა უნდა იყოს
პროპორციული და ადეკვატური. თუმცა, ჩვენ მიერ განხილული განცხადებებიდან
ხშირად საწინააღმდეგო იკვეთება. აღნიშნული გარემოება დეტალურად
გაანალიზებულია თავში ,,პოლიცია და ადამიანის უფლებები“,98 შესაბამისად,
აღნიშნულ თავში ამ საკითხზე აღარ შევჩერდებით.
როდესაც აქციის დაშლისას სამართალდამცავთა ქმედებაზე ვსაუბრობთ, უნდა
აღინიშნოს კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ, მიეცათ თუ არა აქციის მონაწილეებს
ტერიტორიის მშვიდობიანი დატოვების საშუალება. მიუხედავად შინაგან საქმეთა
სამინისტროს განცხადებისა, რომ აქციის მონაწილეთათვის დატოვებული იყო
რამდენიმე ეგრეთ წოდებული კორიდორი, რომლებიც მათ საშუალებას მისცემდა,
მშვიდობიანად დაეტოვებინათ ტერიტორია, აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა
ნაწილის ახსნა–განმარტებებიდან ირკვევა, რომ სამართალდამცავები რიგ შემთხვევაში
მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ზემოაღნიშნული აშკარას ხდის, რომ
სამართალდამცავები უმეტეს შემთხვევებში არ განარჩევდნენ აქციის ადგილის
მშვიდობიანად დატოვების მოსურნე მონაწილეებს მათგან, ვინც წინააღმდეგობას
უწევდა.
ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, აბსოლუტური კორდონი, რომელიც
არ იძლევა კონკრეტული ტერიტორიიდან პირთა გამოსვლის საშუალებას, არღვევს
პირის უფლებას თავისუფლებაზე და თავისუფალ გადაადგილებაზე. აღნიშნული ასევე
არაპროპორციული და არაკანონიერი ზომაა. გაერთიანებული სამეფოს ადამიანის
უფლებათა გაერთიანებული კომიტეტის განმარტებით, პირთა ჯგუფის მომწყვდევა და
კონკრეტული ადგილის დატოვების ბლანკეტური აკრძალვის შემოღება
არაპროპორციული და არაკანონიერი ზომაა.99
ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, სამართალდამცავებმა მშვიდობიან
და არამშვიდობიან მანიფესტანტებს შორის დიფერენციაცია უნდა მოახდინონ. კერძოდ,
98 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ. გვ.70
99 Ibid p.73
94 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა უნდა განასხვაონ მშვიდობიანი და
არამშვიდობიანი მონაწილეები. შეკრების დროს შემთხვევითი ძალადობის ფაქტი და
ზოგიერთი მონაწილის ძალადობრივი ქმედებები არ არის საკმარისი მშვიდობიან
მონაწილეებზე რადიკალური შეზღუდვების დაწესებისთვის. სამართალდამცავები არ
უნდა ეპყრობოდნენ ხალხს თანაბრად აქციის მონაწილეების დაკავებისას ან (როგორც
ყველაზე უკანასკნელი საშუალება) შეკრების ძალით დაშლისას.100
სამწუხაროდ, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის დროს სამართალდამცავებმა
აღნიშნული პრინციპი არ გაითვალისწინეს. ისინი აკავებდნენ და ფიზიკურ
შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეთა ნაწილს, მიუხედავად იმისა, იყო თუ
არა მათგან ძალადობრივი ქმედებები და უწევდნენ თუ არა ისინი მათ წინააღმდეგობას.
იმაზე, რომ 26 მაისის დაშლისას სამართალდამცავები აქციის მონაწილეთა
დიფერენცირებას არ ახდენდნენ, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აქციის დაშლისას
სამართალდამცავებმა ჟურნალისტთა ნაწილსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და
რამდენიმე მათგანი გარკვეული პერიოდითაც დააკავეს. უფრო მეტიც, როგორც უკვე
აღვნიშნეთ, დაფიქსირდა უკვე დაკავებული პირების ფიზიკური შეურაცხყოფის
ფაქტებიც.
2.2.2. აქციის მონაწილეთა დაკავება და მოპყრობა დაკავების შემდგომ
ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, შეკრებების დროს პირთა დაკავებამ
(იმ საფუძვლით, რომ მათ ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სისხლის
სამართლის ან სხვა დანაშაული) უნდა დააკმაყოფილოს უფრო მაღალი სტანდარტი
პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებიდან გამომდინარე.... დაკავება უნდა
გამოიყენებოდეს ყველაზე აუცილებელ სიტუაციებში, როდესაც ამ ზომის
გამოუყენებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის სამართლის დანაშაულების
ჩადენა101.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას ადგილზე არაერთი
პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. საქართველოს სახალხო დამცველის
რწმუნებულებმა ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოინახულეს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულები მოთავსებულები იყვნენ როგორც ქ.თბილისის
დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. მათი
მონახულების შედეგად მთელი რიგი პრობლემები გამოიკვეთა.
საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლის თანახმად, „ადამიანის პატივი და ღირსება
ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და
ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. დაუშვებელია
100 Guidlines on Freedom of Peaceful Assembly - Strasbourg- Warsaw, 9 July 2010, Study no. 581/2010, CDL-AD(2010)020 –
European Comission for Democracy Through Law (Venice Comission), OSCE/ODIHR p.68
101 Ibid p.53
95 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
დაკავებულის თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან
ფსიქიკური იძულება“.
ჩვენს ხელთ არსებული ახსნა–განმარტებების თანახმად, აქციის მონაწილეთა ნაწილს
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ადგილზე დაკავებისას, ისე მის
შემდგომაც.102 საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ქ.თბილისის #2
დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს ზაქარია ზურაშვილი. მისი
განმარტებით, იგი 2011 წლის 26 მაისს ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე,
მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა. ზ.ზურაშვილი აღნიშნავს, რომ მას დაკავებისას
პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მიუხედავად ამისა,
სამართალდამცავები მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მოგვიანებით იგი ქ.თბილისის შს მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მისი
ფიზიკური შეურაცხყოფა არ შეწყვეტილა არც მანქანაში და არც სამმართველოს
შენობაში.
მსგავს გარემოებებზე დაკავებული ჟურნალისტებიც უთითებენ. კერძოდ, საქართველოს
სახალხო დამცველს ახსნა–განმარტება მისცეს „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა
მალხაზ ჭკადუამ და „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტმა თენგო ოყუჯავამ. მათი
განმარტებით, ისინი 2011 წლის 26 მაისს ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ. აქციის
დაშლის დაწყებისას მათ სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და
შემდეგ დააკავეს. მათ სპეციალური დანიშნულების რაზმის
წარმომადგენლებს/თანამშრომლებს განუმარტეს, რომ იყვნენ მედიის
წარმომადგენლები, ადგილზე პროფესიულ საქმიანობას ეწეოდნენ და წარუდგინეს
შესაბამისი დოკუმენტი – პრესბარათი. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებმა
მალხაზ ჭკადუას თავის არეში რამდენჯერმე ხელკეტი ჩაარტყეს, დააწვინეს მიწაზე და
დაადეს ბორკილები. ასევე, თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყეს თენგო ოყუჯავას.
სამართალდამცავებმა მალხაზ ჭკადუასა და თენგო ოყუჯავას დაკავების შემდეგაც
განაგრძეს მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ისინი თავდაპირველად
გადაიყვანეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი თბილისის სამმართველოს ეზოში,
სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვა დაკავებულებთან ერთად პოლიციის
ეზოში მიწაზე იწვნენ, წვიმაში. აღნიშნული ტერიტორიიდან დაკავებულები
ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი მოგვიანებით
გაათავისუფლეს.
სამართალდამცავთა მიერ დაკავებულთა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ასევე მიუთითებენ
გაზეთ „ასავალ–დასავალის“ ჟურნალისტები გიორგი მამაცაშვილი და ბექა სივსივაძე.
საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიცემული ახსნა–განმარტების თანახმად,
სპეც. დანიშნულების რაზმის წევრებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენეს. ორივე მათგანმა სპეც. დანიშნულების წარმომადგენლებს წარუდგინა პრესის
მოწმობა. მიუხედავად ამისა, ისინი გადაიყვანეს თავისუფლების მოედნისკენ, სადაც
მიწაზე დააწვინეს და ხელბორკილები დაადეს. მათთან სხვა დაკავებულებიც იყვნენ,
102 იხ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში გვ.70
96 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
რომლებსაც სპეც. დანიშნულების რაზმის წევრები ფიზიკურ შეურაცხყოფას
აყენებდნენ.
დაკავების შემდგომ აქციის მონაწილეთა მდგომარეობის მონიტორინგმა სხვა
დარღვევებიც გამოავლინა. აღნიშნული დარღვევები დეტალურად ასახულია
საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ
ანგარიშში.103 თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დარღვევები სცდება
უშუალოდ შეკრებებისა და მანიფესტაციების სფეროს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია
მათი მოკლედ აღნიშვნა რადგანაც ისინი უშუალოდ 26 მაისის აქციის მონაწილეების
უფლებრივ მდგომარეობას უკავშირდება.
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს
თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. ამავე
მუხლის თანახმად, ,,დაცვის უფლება გარანტირებულია“.
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (CPT) განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებს პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა სამ უფლებას: შეატყობინოს
თავისი დაკავების ფაქტის შესახებ მესამე მხარეს, რომელსაც თვითონ არჩევს (ოჯახის
წევრი, მეგობარი, საკონსულო); მოითხოვოს ადვოკატი და სამედიცინო შემოწმება იმ
ექიმის მიერ, რომელსაც აირჩევს (დამატებით, ნებისმიერი სამედიცინო შემოწმება
პოლიციის მიერ მოყვანილი ექიმის მიერ). წამების საწინააღმდეგო კომიტეტის აზრით,
დაკავებული პირების სასტიკი მოპყრობისაგან დასაცავად ეს არის სამი ძირითადი
საშუალება, რომლებიც გამოიყენება თავისუფლების აღკვეთის საწყის ეტაპზე.
2011 წლის 26 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენებისას დაკავებული რამდენიმე
ათეული პირი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა დროებითი
მოთავსების იზოლატორებში განათავსეს. რამდენიმე ათეული პირის ადგილსამყოფელი
ოჯახის წევრებისათვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უცნობი იყო. მათი
მოძიება მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული
მექანიზმის წევრებისა და საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ
საქართველოს მასშტაბით განხორციელებული რეგულარული მონიტორინგის შედეგად
გახდა შესაძლებელი. მონიტორინგმა აჩვენა, რომ გამომძიებლები მხოლოდ ერთეულ
შემთხვევებში უკავშირდებოდნენ დაკავებულების ოჯახებს და ატყობინებდნენ მათი
ახლობლის დაკავებისა და ადგილსამყოფელის შესახებ.
ამას გარდა, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ დაფიქსირდა
დაკავებულთა ხშირი გადაყვანის ფაქტები ერთი დროებითი მოთავსების
იზოლატორიდან მეორეში. აღნიშნულის გამო პატიმრებს ეზღუდებოდათ დაცვის
უფლება, ხოლო მათი ოჯახის წევრები მოკლებულნი იყვნენ ელემენტარულ
შესაძლებლობას, სცოდნოდათ, კონკრეტულად სად იმყოფებოდნენ მათი ახლობლები.
103 საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში
საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში
განხორციელებული მონიტორინგის შესახე, 2011 წლის პირველი ნახევარი, გვ. 225
97 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
კერძოდ, 2011 წლის 26 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა
მოინახულეს თბილისის #2, მცხეთის, კასპის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა
და შიდა ქართლის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული
პირები. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თბილისის #2 დმი–ში განთავსებული პირები
იმავე დღეს გადაიყვანეს სხვა იზოლატორებში. შესაბამისად, ადვოკატებმა ვერ შეძლეს
მათი მონახულება.
აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა
შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და
მოითხოვა დაკავებულ პირთა დარღვეული უფლებების აღდგენა.
3. ჟურნალისტთა უფლებრივი მდგომარეობა აქციისას
აქციების მიმდინარეობისას ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტები
არაერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში.104 გაიცა
არაერთი რეკომენდაცია აქციების მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის
პროფესიული საქმიანობის ეფექტურად განხორციელების შესახებ. თუმცა მსგავსი
პრობლემა 2011 წლის 26 მაისის აქციების მიმდინარეობისასაც დაფიქსირდა.
ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში მშვიდობიანი აქციების შესახებ დიდი
ყურადღება ექცევა აქციებზე მედიის ხელმისაწვდომობას. კერძოდ: ,,მედიის, როგორც
„public watchdog”-ის, როლს საჯარო ინტერესის მქონე შემთხვევების შესახებ
ინფორმაციისა და იდეების გავრცელება წარმოადგენს – ინფორმაციის, რომლის
მიღების უფლებაც საზოგადოებას აქვს... შესაბამისად, მედიის წარმომადგენლები უნდა
იყვნენ უზრუნველყოფილნი შეკრებებსა და პოლიციის მიერ განხორციელებულ
ქმედებებზე რაც შეიძლება მეტი ხელმისაწვდომობით.“105
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს, გამთენიისას, რუსთაველის
გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლისას რიგ ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული
საქმიანობის წარმართვაში. მათ ნაწილს სამართალდამცავებმა ჩამოართვა აპარატურა,
ზოგიერთ მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მათი
ნაწილი გაურკვეველი სამართლებრივი საფუძვლით დააკავეს. ისინი მოგვიანებით
გაათავისუფლეს. აღნიშნული ფაქტების შესასწავლად 2011 წლის 26–28 მაისს,
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და ახსნა–
განმარტებები ჩამოართვეს იმ ჟურნალისტთა ნაწილს, რომლებიც მათ მიმართ
განხორციელებულ უფლებადარღვევებზე მიუთითებდნენ.
104 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში ადამიანის უფლებებისა და
თავსუფლებების მდგომარეობის შესახებ; გვ 236
105 Guidlines on Freedom of Peaceful Assembly - Strasbourg- Warsaw, 9 July 2010, Study no. 581/2010, CDL-
AD(2010)020 – European Comission for Democracy Through Law (Venice Comission), OSCE/ODIHR p.12
98 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
3.1 ფიზიკური შეურაცხყოფა
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები პასუხისმგებლები არიან
ჟურნალისტების მიერ მოვლენების გაშუქების უფლების დაცვაზე, მიუხედავად
შეკრების სამართლებრივი სტატუსისა და ძალადობის მშვიდობიანი საშუალებებით
აღმოფხვრაზე... სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს აქვთ
კონსტიტუციური ვალდებულება, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს პროფესიული
საქმიანობის წარმართვაში საჯარო დემონსტრაციების დროს, ხოლო ჟურნალისტებს
აქვთ პოლიციის მხრიდან სამართლებრივი და თავშეკავებული მოპყრობის კანონიერი
მოლოდინი.106
უდავოა, რომ როდესაც აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცავთა მიერ მასის
მართვაზე ვსაუბრობთ, შესაძლებელია წარმოიშვას ისეთი ერთეული შემთხვევები,
როდესაც რთული ხდება მედიის წარმომადგენელთა ამოცნობა აქციის რიგით წევრებს
შორის. აღნიშნულმა შესაძლოა გაართულოს მათი პროფესიული საქმიანობის
წარმართვა და გამოიწვიოს სამართალდამცავთა მხრიდან მათთვის გარკვეული
დაბრკოლებების შექმნა. ამის თავიდან ასაცილებლად მედიის წარმომადგენლებს
მსგავსი შემთხვევების გაშუქებისას კონკრეტული სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა
ევალებათ. კერძოდ, ჟურნალისტები პასუხისმგებელნი არიან ჰქონდეთ მედიის
წარმომადგენლის აშკარა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, თავი უნდა შეიკავონ
დემონსტრაციაში მონაწილეობისგან... ჟურნალისტური ორგანიზაციები
სამართალდამცველებთან ერთად უნდა შეთანხმდნენ იდენტიფიკაციის მისაღებ
მეთოდზე და უნდა გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, რათა აღნიშნული ინფორმაცია
მიეწოდოთ მედიის წარმომადგენლებს.107
საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიცემულ ახსნა–განმარტებებში არაერთმა
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა იმის ნაცვლად, რომ მიეცათ მათთვის
პროფესიული საქმიანობის წარმართვის საშუალება, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს. ამასთან მათი აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ჰქონდა
საიდენტიფიკაციო ნიშანი/სამსახურებრივი მოწმობა. უფრო მეტიც, მათი ნაწილის
განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომაც მათი ფიზიკური
შეურაცხყოფა არ შეწყვეტილა, ნაწილს კი საიდენტიფიკაციო ნიშნები ჩამოართვეს ან
გაუნადგურეს.
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გაზეთ „ასავალ–დასავალის“ ჟურნალისტებს, გიორგი
მამაცაშვილსა და ბექა სივსივაძეს, რომლებიც, მათივე განმარტებით, აქციაზე
პროფესიულ საქმიანობას ეწეოდნენ. გიორგი მამაცაშვილის განმარტებით, ბექა
სივსივაძეს დაახლოებით 38–39 რეზინის ტყვია მოხვდა. ორივე მათგანმა სპეც.
106 OSCE Representative on Freedom of the Media, Special Report: Handling of the media during political
demostrations, Observations and Recommendations (June ,2007);
107 Ibid;
99 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
რაზმელებს წარუდგინა პრესის მოწმობა. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა
ერთ–ერთი მათგანის აკრედიტაციის ბარათი წაიღეს, ხოლო მეორე მათგანის მოწმობა კი
გადააგდეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს,
მალხაზ ჭკადუას და „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტს, თენგო ოყუჯავას. მიუხედავად
იმისა, რომ მათ სამართალდამცავებს წარუდგინეს პრესის ბარათი, მალხაზ ჭკადუას
თავის არეში რამდენჯერმე ხელკეტი ჩაარტყეს, დააწვინეს მიწაზე, დაადეს ბორკილები
და ამის შემდგომაც განაგრძეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს დარეჯან
პაატაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ მან სპეც. რაზმის წარმომადგენელს წარუდგინა
პრესის მოწმობა და პრესისთვის განკუთვნილი სპეციალური ჟილეტი ეცვა,
ჩამოგლიჯეს მოწმობა ყელიდან, ხოლო ერთ–ერთმა მათგანმა ყელის არეში ხელი
წაუჭირა და კამერა წაართვა.
საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიცემულ ახსნა–განმარტებებში ფიზიკურ
შეურაცხყოფაზე ასევე საუბრობენ ტელეკომპანია „პირველი კავკასიურის“
თანამშრომლები გრიგოლ ლოხიშვილი და გოგიტა ხარებავა. კერძოდ, ამ უკანასკნელს
სპეცდანიშნულების წევრმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ზურგისა და თავის არეში.
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შპს „ბათუმელების“ ვებგვერდ „netgazeti.ge“–ის
ჟურნალისტს, თამაზ კუპრეიშვილს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მას პრესისთვის
განკუთვნილი სპეციალური ჟილეტი ეცვა, სპეცდანიშნულების რაზმის
წარმომადგენელმა მას ფეხებზე და ზურგის არეში რეზინის ხელკეტით ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იმ ჟურნალისტთა უმრავლესობას,
რომელმაც საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა აქციების გაშუქებისას, რიგ
შემთხვევაში ჰქონდათ განმასხვავებელი ნიშანი და სამსახურებრივი მოწმობა.
მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებმა არათუ უზრუნველყვეს მათი პროფესიული
საქმიანობის წარმართვა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, არამედ რიგ
შემთხვევაში თავად დაარღვიეს მათი უფლებები.
3.2 ტექნიკის ჩამორთმევა და დაზიანება
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონვენციის
მე-10 მუხლი იცავს არა მხოლოდ ინფორმაციისა და იდეების შინაარსს, არამედ - მათი
გადმოცემის საშუალებებსაც. აღნიშნული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი
ჟურნალისტებს ანიჭებს დაცვის ფართო არეალს, რომელიც მოიცავს მათი გადაცემების,
პუბლიკაციების მოსამზადებელ სამუშაოებს, როგორებიცაა ჟურნალისტების მიერ
განხორციელებული კვლევები და გამოძიებები108. აქ იგულისხმება შემთხვევის
108 Sunday Times v UK (No 2) A 217 (1991), Dammann v Switzerland (2006) Para 52
100 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
ადგილზე ინფორმაციის მოძიებაც შემდგომ მისი საზოგადოებისთვის გადაცემის
მიზნით.
„კრიზისის დროს გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები“ ხაზს უსვამს, რომ
მედიის მიერ კრიზისულ პერიოდში დროული, ზუსტი და ყოვლისმომცველი
ინფორმაციის გავრცელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
აქციების მიმდინარეობის ან მათი დაშლის გაშუქებისას გასათვალისწინებელია, ერთი
მხრივ, რამდენად აქვთ მედიის წარმომადგენლებს აუცილებელი ინფორმაციის მიღების
საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, რამდენად აქვთ საშუალება მისი გაავრცელებისა.
საქართველოს სახალხო დამცველისადმი მიცემულ ახსნა–განმარტებებში
ჟურნალისტების აბსოლუტური უმრავლესობა მათთვის ტექნიკური საშუალებების
ჩამორთმევაზე, მათ დაზიანებასა და მოპოვებული მასალის განადგურებაზე საუბრობს.
კერძოდ, ,,გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ფოტოაპარატით იღებდა
აქციაზე მიმდინარე მოვლენებს. მასთან მივიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის
წარმომადგენლები, ერთ–ერთმა მათგანმა ჩამოართვა კუთვნილი ფოტოაპარატი,
მახსოვრობის ბარათი ამოიღო და ფოტოაპარატი დააზიანა. კამერა ჩამოართვეს
ტელეკომპანია „პირველი კავკასიურის“ თანამშრომელს, გრიგოლ ლოხიშვილს,
ვიდეოკამერა წაართვეს ამავე ტელეკომპანიის თანამშრომელს, სერგო გელაშვილსაც, მას
ვიდეოკამერა გათავისუფლების შემდეგ დაუბრუნეს, თუმცა, მისი განმარტებით,
კამერიდან აქციის დაშლის ამსახველი კადრები (მეხსიერების ბარათი) წაშლილი იყო.
ფლიპკამერა წაართვეს „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს, დარეჯან პაატაშვილს.
ვიდეოკამერა და ფოტოაპარატი წაართვეს შპს „ბათუმელების“ ვებგვერდ „netgazeti.ge“–
ის ჟურნალისტებს, თამაზ კუპრეიშვილსა და ნესტან ცეცხლაძეს;
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის მოპოვების ან
გავრცელებისაგან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153–ე მუხლით
(სიტყვის თავისუფლების ხელყოფა) და 154–ე მუხლით (ჟურნალისტის პროფესიულ
საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) გათვალისწინებული დანაშაულებია. წინასწარ
განზრახული მცდელობა, კონფისკაცია გაუკეთონ, დააზიანონ ან გატეხონ
ჟურნალისტის აღჭურვილობა, რათა არ მოხდეს მოვლენების გაშუქება, არის სისხლის
სამართლის დანაშაული და პირები უნდა მიეცნენ კანონით დადგენილ პასუხისგებაში.
ხელისუფლების მიერ ბეჭდური მასალის, ვიდეოების, ხმების ამსახველი კლიპების ან
სხვა რეპორტაჟების ჩამორთმევა არის პირდაპირი ცენზურა, რაც საერთაშორისო
სტანდარტებით აკრძალულია.109
მოგვიანებით ჟურნალისტებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ
109 Ibid;
101 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
დააკმაყოფილა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკის
ღირებულების ანაზღაურება დააკისრა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნული საქმე 2011 წლის 12 დეკემბერს
განიხილა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა თამაზ
კუპრეიშვილის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისთვის 30 ლარის, ნატო
გოგელიასთვის 17 ლარის, ხოლო კონსტანტინე სტალინსკისთვის 12 ლარის
ანაზღაურება, გაზეთ „ბათუმელებისათვის“ კი – ორივე კამერის დაკარგვით
მიყენებული ზიანის, 1940 ლარისა და 40 თეთრის ანაზღაურება. აღნიშნული
თავისთავად დადებითი ფაქტია, თუმცა, სამწუხაროდ, აქციის დაშლისას
ჟურნალისტები არა მხოლოდ მატერიალურად დაზარალდნენ, არამედ, მათ
პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
ინფორმაცია დაკარგეს.
3.3 სამართალდამცავების მიერ მედიის წარმომადგენელთა დაკავება
საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიცემული ახსნა–განმარტებებიდან და
გავრცელებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას,
სამართლადამცავებმა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. მათი
აბსოლუტური უმრავლესობა მოგვიანებით გაათავისუფლეს, ზოგი პოლიციის
შენობებში გადაყვანის შემდგომ, ნაწილი კი გარკვეული პერიოდის შემდეგ აქციის
ადგილიდან. როგორც წესი, ისინი გაათავისუფლეს რედაქციის მიერ მიწოდებული
ინფორმაციის საფუძველზე ან რიგ შემთხვევაში ნაცნობ პირთა შუამდგომლობით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მედიის წარმომადგენლები დააკავეს სამსახურებრივი
მოწმობებისა და შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნების წარდგენის მიუხედავად.110
აქვე დავსძენთ, რომ მედიის არც ერთი წარმომადგენლის დაკავების შესახებ
დოკუმენტაცია არ შემდგარა. მიუხედავად ამისა, მათ ფაქტობრივად თავისუფლება
აღკვეთილი ჰქონდათ. მათ შორის სამართალდამცავებმა მათ მიმართ გამოიყენეს
შებორკვის საშუალება – ხელბორკილი.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად,
ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება გამოიყენება დანაშაულის ან
საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება
ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციელს, ან ცდილობს გაქცევას, დაკავებულის და
დაპატიმრებულის ბადრაგირებისას, თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია
ზიანი მიაყენოს თავის თავსა და გარეშე პირს. აშკარაა, რომ 26 მაისს მედიის
წარმომადგენლებს უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება. აღნიშნული სრულიად
ეწინააღმდეგება ამ სფეროში არსებული როგორც შიდა, ისე საერთაშორისო
110 დააკავეს „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა და „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტი თენგო
ოყუჯავა, გაზეთ „ასავალ–დასავალის“ ჟურნალისტები გიორგი მამაცაშვილი და ბექა სივსივაძე,
ტელეკომპანია „პირველი კავკასიურის“ თანამშრომელი სერგო გელაშვილი, „ბათუმელების“ ვებ–გვერდ
„netgazeti.ge“–ის ჟურნალისტი ნინო კახიშვილი;
102 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
სტანდარტებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამართალდამცავებს ეკისრებათ
ვალდებულება უზრუნველყონ ჟურნალისტების მუშაობის თავისუფლება, ამისათვის
მათ უნდა აღკვეთონ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც აღნიშნული უფლების
წინააღმდეგ იქნება მიმართული. მით უფრო დაუშვებელია მსგავსი ქმედებები
სამართალდამცავი ორგანოებისა და საჯარო მოხელეების მიერ.
აღნიშნულ თავში განხილულ დარღვევებზე საქართველოს სახალხო დამცველმა 2011
წლის 30 მაისს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, თუმცა
მასზე გატარებული ღონისძიებების შესახებ პროკურატურიდან პასუხი არ მიგვიღია.
4. აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავთა ქმედებებზე არაადეკვატური
რეაგირება
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს უნდა დაეკისროთ სამოქალაქო,
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ანდა დისციპლინური სანქცია იმ შემთხვევაში,
თუ ძალის გამოყენება არ იყო კანონით გათვალისწინებული ან გადაჭარბებული ძალა
გამოიყენეს. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს უნდა დაეკისროთ
პასუხისმგებლობა მაშინაც, თუ ისინი არ ჩაერევიან სხვა თანამშრომლების მიერ
გადამეტებული ძალის გამოყენებისას. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის
მიერ პირის ფიზიკური დაზიანების ან სიცოცხლის ხელყოფის დროს ეფექტური,
დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება უნდა ჩატარდეს.111
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებათა მიხედვით პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები
სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გამოიძიოს.112 სასამართლოს პრაქტიკის თანახმად,
გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეფექტური, დეტალური და დროში
გონივრულად გაწერილი.113
აღნიშნული პრობლემა საქართველოსთვის წლების განმავლობაში იყო
დამახასიათებელი. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში
არაერთხელ იქნა გამახვილებული ყურადღება ამ პრობლემაზე. ამის აღნიშვნის
საფუძველს თავად საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები იძლევა,
რომელთა ნაწილსაც არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა.
111 Guidlines on Freedom of Peaceful Assembly - Strasbourg- Warsaw, 9 July 2010, Study no. 581/2010, CDL-
AD(2010)020 – European Comission for Democracy Through Law (Venice Comission), OSCE/ODIHR
112 Stoica v. Romania, no 42722/02, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2008, პარაგრაფი 67.
113 Mikheyev v. Russia, no 77617/01, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2006 Assenov v. Bulgaria,
no 24760/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 1998; Zelilof v. Greece no 17060/03, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლო, 2007; Yªksel v. Turkey, no 40154/98, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლო 2004, Muradova v. Azerbaijan, 22684/05, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლო, 2009.
103 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
აღნიშნულ თავში გაანალიზებულ სამივე შემთხვევაზე114 საქართველოს სახალხო
დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. 2
რეკომენდაციას რეაგირება მოჰყვა, ხოლო 1 მათგანზე გატარებული ღონისძიებები
(ქარხანა ,,ჰერკულესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაშლილი აქცია) ჩვენთვის
უცნობია.
მიუხედავად ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გატარებული
ღონისძიებები არ არის საკმარისი:
ა. 2011 წლის 5 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა
ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2011 წლის 3 იანვარს თბილისში, გმირთა მოედანზე
ვეტერანთა აქციის დაშლაში მონაწილე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომელი, ოთარ გვენეტაძე, გათავისუფლებულ იქნა დაკავებული
თანამდებობიდან პოლიციის ეთიკის ნორმების დარღვევის გამო.
ბ. 2011 წლის 26 მაისს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ
უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა. ამავე
წლის 30 მაისს საქართველოს მთავარ პროკურორს გადაეგზავნა საქართველოს სახალხო
დამცველის რეკომენდაცია 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას
სამართალდამცავების მიერ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე
რეაგირების შესახებ.
2011 წლის 12 აგვისტოს პასუხად გვეცნობა, რომ საქართველოს პროკურატურამ ჩაატარა
გამოძიება და მიიჩნია, რომ სამართალდამცველთა ქმედებები არ შეიცავდა დანაშაულის
ნიშნებს და იკვეთებოდა მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ნიშნები. გამოძიებამ
აღნიშნულ ფაქტებზე მასალები შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაუგზავნა. შედეგად, 2011 წლის 26
მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლაში მონაწილე 16 პოლიციელი
დისციპლინური წესით დაისაჯა. მათ მიმართ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სახის
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მათ შორის 4 შემთხვევაში დაკავებული
თანამდებობიდან გათავისუფლება.
მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეაგირება
მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი.
2011 წლის 3 იანვარს ე.წ. ,,ვეტერანების“ აქციის დაშლის შემთხვევაში
განხორციელებული რეაგირება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დადებითად
შეფასდა. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელია სხვა გარემოებებიც.
კერძოდ, აუცილებელია დადგინდეს, რის საფუძველზე ითხოვდნენ საპატრულო
პოლიციის თანამშრომლები აქციის შეწყვეტას; ფიზიკური დაზიანებები, რომლებიც
114 2011 წლის 3 იანვრის ,,ვეტერანთა“ აქციის დაშლა, 2011 წლის 26 მაისს აქციისას არაპროპორციული
ძალის გამოყენება და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა და 2011 წლის 13 და 15 სექტემბერს ქარხანა
,,ჰერკულესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დაშლა.
104 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
აღენიშნებოდათ დაკავებულ პირებს – შოთა იამანიძესა და მალხაზ თოფურიას ვის მიერ
იქნა მიყენებული, რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფებოდნენ ადგილზე
სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები, რომლებიც რიგ შემთხვევაში აკავებდნენ აქციის
მონაწილეებს, შეფასდეს აღნიშნული ფაქტის გარშემო არსებული გარემოებები, რათა
დადგინდეს არის თუ არა სახეზე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
რაც შეეხება 2011 წლის 26 მაისს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული ფაქტის
გამო, პასუხისგებაში მიეცნენ მხოლოდ ის პირები, რომლებმაც უშუალოდ აქციის
დაშლისას გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას. აუცილებელია გაგრძელდეს ძიება
ყველა იმ ფაქტზე, რომლებიც საქართველოს სახალხო დამცველისთვის გახდა ცნობილი
და შესწავლისა და შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ
პროკურატურას. დაფიქსირებულ უფლებადარღვევათა ნაწილი შეიცავდა დანაშაულის
ნიშნებს და, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საჭიროა მათზე
ადეკვატური რეაგირება და უფლებადამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხის
დაყენება.
სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს თითოეული ადამიანის
უფლებისა და თავისუფლების დაცვა და მათი უზრუნველყოფა. მათ შორის ადამიანის
უფლების დარღვევაზე ადეკვატური ღონისძიებების გატარება. ,,პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს
პოლიცია არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი
სამართალდამცავი, სპეციალური, პოლიციური და გასამხედროებული
დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული
კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და
წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო
ხელყოფისაგან“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის
ძირითადი გარანტორი თვითონ არის უფლებადამრღვევი, სწრაფი, ეფექტური და
ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა კიდევ უფრო მწვავედ
დგება დღის წესრიგში.
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასთან დაკავშირებული
პრობლემები
2009 წლისა და 2010 წლის საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში ვრცლად
იყო გაანალიზებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
განხილვასთან დაკავშირებული პრობლემები.115
115 საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში, სამართლიანი სასამართლოს
უფლება, გვ.144; საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში შეკრებებისა და
მანიფესტაციების თავისუფლება გვ. 218
105 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
საანგარიშო პერიოდში გაანალიზდა ჩვენს ხელთ არსებულ კონკრეტულ საქმეებთან
დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
კოლეგიის მიერ გამოტანილი 2011 წლის 26 მაისს დაკავებულ პირთა დადგენილებებიც.
ვინაიდან მათი დეტალური ანალიზი მოცემულია სამართლიანი სასამართლოს თავში,
აღნიშნულ ქვეთავში ამ საკითხზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ. თუმცა უნდა
აღინიშნოს, რომ მათი შესწავლის შედეგად აშკარაა, რომ ის პრობლემები, რომლებზე
საუბარიც 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშსა და 2010 წლის ანგარიშში გვქონდა,
კვლავ აქტუალური რჩება.
რეკომენდაციები:
რეკომენდაციით მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს, რათა
პროკურატურამ გააგრძელოს ძიება 2011 წლის 26 მაისს აქციის დაშლისას მომხდარ
ყველა იმ ფაქტზე, რომლებიც საქართველოს სახალხო დამცველისთვის გახდა ცნობილი
და შესწავლისა და შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ
პროკურატურას. დაფიქსირებულ უფლებადარღვევათა ნაწილი, მათ შორის
ჟურნალისტთა მიმართ განხორციელებული ქმედებები, შეიცავდა რა დანაშაულის
ნიშნებს, შესაბამისად, საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მათზეც
ადეკვატური რეაგირება და უფლებადამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხის
დაყენება;
რეკომენდაციით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს
მიერ გატარდეს სათანადო ღონისძიებები, რათა მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის
თანამშრომლებს შეკრება-მანიფესტაციის დაშლის ტექნიკასთან დაკავშირებით
ჩაუტარდეთ სპეციალური ტრენინგები, რომლებიც მისცემს მათ შესაძლებლობას,
ადგილზე მოახდინონ კონკრეტულ სამართალდამრღვევთა დიფერენციაცია, მასის
მართვა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიმდინარე აქციის შეწყვეტა ძალის
მინიმალური და პროპორციული გამოყენებით;
რეკომენდაციით მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს, რათა
პროკურატურამ გამოიძიოს ქ.ქუთაისში ქარხანა ,,ჰერკულესის“ მიმდებარე
ტერიტორიაზე აქციის უკანონოდ დაშლის ფაქტი.
რეკომენდაციით მივმართავთ მთავარ პროკურორს, პროკურატურის მიერ წარიმართოს
ეფექტური გამოძიება 2011 წლის 3 იანვარს ე.წ. ,,ვეტერანების“ აქციის დაშლის ფაქტთან
დაკავშირებით და გამოძიებით დადგინდეს:
ა) თუ რის საფუძველზე ითხოვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის
შეწყვეტას;
ბ) ვის მიერ იქნა მიყენებული ფიზიკური დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებოდათ
დაკავებულ პირებს – შოთა იამანიძესა და მალხაზ თოფურიას;
106 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011
გ) რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფებოდნენ ადგილზე სამოქალაქო ფორმაში
მყოფი პირები, რომლებიც რიგ შემთხვევაში აკავებდნენ აქციის მონაწილეებს;
დ) შეფასდეს აღნიშნული ფაქტის გარშემო არსებული გარემოებები, რათა დადგინდეს
არის თუ არა სახეზე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული;
107 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011

(გაგრძელება იქნება)

პოპულარული სტატიები
ცესკოს საინფორმაციო კამპანია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის
  გეგუთის ციხეში გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის ოჯახი პრემიერ ღარიბაშვილს მიმართავს
საკრებულომ მერიის პროექტი „თბილისის ადვოკატი“ არ დაამტკიც

 

 
ვიდეოები
ცესკო - ჩვენ ვითვლით ადამიანების ნებას 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2014 ყველა უფლება დაცულია