მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 07 თებერვალი 2016
    „დევნილთა პარტია“ პრემიერ-მინისტრს ორი დევნილი ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფას სთხოვს
    პოლიტიკური გაერთიანება „დევნილთა პარტია“ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, მთავრობასთან ერთად პასუხისმგებლობა აიღოს, ციალა ქანთარიას და ჯუმბერ ანანიძის ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის თაობაზე. როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ საქართველოს მოქალაქეებმა ქანთარიამ და ანანიძემ სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართეს.
    სრულად>>
  • 01 თებერვალი 2016
    „წელს თბილისს ახალი ავტობუსები არ ეყოლება და „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილია“
    დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, 2016 წლის განმავლობაში ქალაქს ახალი ავტობუსები არ ეყოლება და ეს ნარმანიასა და „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილია. მისივე თქმით, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისში ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი 2015 წლის ნოემბერში უნდა გამოცხადებულიყო და სასესხო ხელშეკრულებაზე ჯერ მოლაპარაკებები არ დასრულებულა.
    სრულად>>
  • 01 თებერვალი 2016
    რატომ არის „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანა ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ გამიზნული?
    ოპოზიციისა და საექსპერტო საზოგადობის პროტესტის მიუხედავად, მთავრობის წარმომადგენლები რუსულ „გაზპრომთან“ ნახევრად გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებას აგრძელებენ. ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებით, „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანა ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ არის გამიზნული. მისივე თქმით, ხდება მოვლენების დაჩქარება, მაშინ, როცა არ არსებობს ამისი არანაირი აუცილებლობა.
    სრულად>>
  • 01 თებერვალი 2016
    რატომ არ იძიებს პროკურატურა ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაუქმების საქმეს?
    წლების წინ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერთი ხელის მოსმით ისე გააუქმეს, რომ ათასობით სტუდენტისა და მათი მშობლების ინტერესები აინუნშიც არ ჩაუგდიათ. მას წინ უსწრებდა სასწავლებელში კორუფციის ფაქტი, რაც დაინტერესებულმა ძალებმა „წარმატებით“ გამოიყენეს. ინსტიტუტის ყოფილი ლექტორი აკაკი ცივაძე წლების განმავლობაში სამართლიანობისთვის უშედეგო ბრძოლის პერიპეტიებზე გვიყვება, - პარლამენტისგან პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას, ხოლო პროკურატურისგან ინსტიტუტის უკანონოდ გაუქმების საქმის სამართლიან გამოძიებას მოითხოვს.
    სრულად>>
  • 01 თებერვალი 2016
    რატომ იყო საზოგადოების ნაწილი მზად პოეტის ჩასაქოლად?
    რატი ამაღლობელის ლექსი „პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში“ სოციალურ ქსელში პოეტის ვერბალური ჩაქოლვით დასრულდა. შუასაუკუნეობრივ საზარელ ინკვიზიციას შეშურდებოდა ის მეთოდები, რითაც „მორწმუნე“ საზოგადოება მუზებთან წილნაყარ მგოსანს ემუქრებოდა. „ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ“, - დანარჩენებმა ისევ და ისევ ეს საკრალური კითხვა უნდ დაუსვან საკუთარ თავს, ჭინჭრაქასავით ბევრი იფიქრონ და იქნებ ერთხელაც ეს პროცესი ხვრინვის ამოშვებით არ დასრულდეს...
    სრულად>>
  • 03 იანვარი 2016
    პროფკავშირები მთავრობას მინიმალური ხელფასის გადახედვისკენ მოუწოდებს
    პროფკავშირების გაერთიანება მთავრობას მიმართავს, მოხდეს მინიმალური ხელფასის ოდენობის გადახედვა. რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან, პროფკავშირების ოგანიზებით ღირსეული შრომის დღის აქცია ჩატარდა და მასში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
    სრულად>>
 
სიახლეები
09 თებერვალი 2016
ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს მაღალპროცენტიანი სასესხო ვალდებულებების რეგულაციას
„მემარცხენე ალიანსი“ კატეგორიულად მოითხოვს მაღალპროცენტიანი სასესხო ვალდებულებების რეგულაციას და გონივრული ზღვრული საპროცენტო განაკვეთის დაწესებას. პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია აცხადებს, რომ „კატასტროფულად გაძვირებული დოლარის კურსის ფონზე კიდევ უფრო უიმედოდ გამოიყურება ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომლებსაც მძიმე სოციალური პირობების გამო, კაბალურ პირობებში ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან და ონლაინ სესხებით უნამუსოდ მაღალგანაკვეთიან საკრედიტო-საპროცენტო მარყუჟში აქვთ თავი გაყოფილი“.
   
09 თებერვალი 2016
სახალხო დამცველმა 2015 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
"სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი 80 რეკომენდაციიდან შესრულდა 40 (50%), ნაწილობრივ შესრულდა 14 (17%), პასუხი არ მოვიდა 26 (33 %) რეკომენდაციაზე. წინა წლების მსგავსად, კვლავ მაღალია მიმართვიანობა საქართველოს მთავარი პროკურატურისადმი - 22 რეკომენდაცია/წინადადება, რომლიდანაც აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში სახალხო დამცველი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვდა".
   
09 თებერვალი 2016
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის ანგარიშს წარადგენს
10 თებერვალს, ოთხშაბათს, 10 საათზე ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის ამსახველ ანგარიშს წარადგენს. ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა 2014-2015 წლებში დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლეს და გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე რეკომენდაციები შეიმუშავეს.
   
07 თებერვალი 2016
საქართველო ნატო-სგან თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმატს ელოდება
პრემიერ-მინისტრი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით ნატო-სგან თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმატს ელოდება, რომელიც ვარშავის სამიტზე დაფიქსირდება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტზე უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი.
   
07 თებერვალი 2016
ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიის 182 წევრი აირჩია
"სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად, ცესკო გააძლიერებს და განავითარებს არჩევნების ხელშემწყობ საქმიანობებს, მათ შორისაა: ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერება, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო პროგრამები, ჩართული მხარეებისთვის საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის სასწავლო პროექტების განხორციელება. ცესკო მიესალმება კვალიფიციური პირების აღნიშნულ საქმიანობებში მონაწილეობას".
   
02 თებერვალი 2016
გრიპის მართვის რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროსგან
ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის მართვის რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელსაც აქვე ბმულების სახით გთავაზობთ.
   
02 თებერვალი 2016
სახალხო დამცველის განცხადება მშენებლობაზე ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, ყველა ზომა მიიღონ უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში და შექმნან ეფექტური შრომის ინსპექცია. სანამ ეს ორგანო შექმნილი არ არის, მუშაკების დაშავებისა და გარდაცვალების თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობას აღნიშნული უწყებებიც იზიარებენ".
   
02 თებერვალი 2016
სახალხო დამცველი პრემიერ მინისტრს წინადადებით მიმართვს
"სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა პრემიერ მინისტრს შეისწავლოს ეს საკითხი უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობის №169 დადგენილებში - „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ. აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში".
   
01 თებერვალი 2016
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის თბილისის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებში რადიო-მონოპოლიის დამყარებას ეწინააღმდეგება
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ და შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობას, გააუქმონ მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც არღვევს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებსა და პლურალისტულ მედიაზე წვდომის უფლებას. ვფიქრობთ, რომ საკითხი მიეკუთვნება ანტიმონოპოლური სამსახურის კომპეტენციას და დაუშვებელია ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას.
   
01 თებერვალი 2016
რა შედეგს მოიტანს მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდა?
მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება. „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი მთავრობამ განიხილა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სეგეენკოს განცხადებით, ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სტატიები
 
პოპულარული სტატიები
„2014 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 41 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა“ 
  13 000 რკინიგზელი კორპორატიული დაზღვევის გარეშეა დარჩენილი
რამდენად გახდა თავისუფალი ჩვენი საზოგადოება?

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2016 ყველა უფლება დაცულია